ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა (III) -07 (20) ნოემბერი
ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა  (III) -07 (20) ნოემბერი
07 (20) ნოემბერს არის ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა ათანასესი, მამანტისა, ბარაქისა, კალინიკესი, თეაგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდოქესი, ოსტრიქისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკისა, ანიკიტესი, თემელისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III).

წმინდა იერონი დაახლოებით, 290 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ზეობისას ცხოვრობდა, წარმოშობით კაპადოკიის ქალაქ ტიანიდან გახლდათ, სადაც მშვიდად ამუშავებდა თავის ყანას.

სწორედ ამ დროს ორივე დესპოტი ყოველ ძლიერ და ჯანმაგარ მამაკაცს ძალით მიერეკებოდა ჯარში, ამიტომ, რამდენადაც იერონს მთელ კაპადოკიაში ვაჟკაცობით და ძალით ტოლი არ ჰყავდა, ლისიუსმა მის წასაყვანად მეომრები გაგზავნა.

ამ დროს იერონი ყანაში მუშაობდა და როგორც კი მომხვდურნი იხილა, მაშინვე მიხვდა, რისთვის მიაკითხეს და ისიც უწყოდა, რომ მხეცქმნილი იმპერატორები რწმენის უარყოფას სთხოვდნენ, ამიტომ ბარს ხელი დაავლო და მეომრები უკუაქცია.

თუმცა, ისინი მალე მობრუნდნენ, თან სხვებიც მოიყოლეს და ნეტარს უწყეს ძებნა, თვრამეტი ნათესავის და მეგობრითურთ ერთ მღვიმეს რომ შეფარებოდა.

იგრძნო რა, რომ თანამოძმეთ დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, იერონი საკუთარი ნებით ჩაბარდა მეომრებს, რომელთაც მმართველს აახლეს.
საღამოს ნეტარს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ სასუფევლის მოსახვეჭად უფალი უკანასკნელი ბრძოლისათვის ამზადებდა.
დილით იერონმა ახლობელთ უდიდესი სიხარულით აუწყა ყოველი, მელიტინში კი 33 სხვა ქრისტიანთან ერთად მიეცა საპყრობილეს, რომელთაც განუწყვეტლივ განამტკიცებდა.

მომდევნო დღეს, სამსჯავროზე, მმართველმა ამპარტავნებაში დასდო ბრალი, - ჩემს ბრძანებას რატომ ეურჩეო, ხოლო ოდეს შეიტყო, რომ მის წასაყვანად წარგზავნილი მეომრები გაყარა, მისი ტანჯვა და ხელის წარკვეთა ბრძანა.

იერონი კი სიხარულით დაითმენდა სალმობას, რის შემდეგაც, მომდევნო სამსჯავრომდე, კვლავ დილეგს უკრეს თავი.

მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, სახელად ვიქტორმა, ტანჯვას რომ გაქცეოდა, ციხის მცველს გაქცევის სანაცვლოდ საკუთარი მამული შესთავაზა.
შეიტყო რა ვიქტორის გაქცევის შესახებ იერონმა, მწარედ ატირდა, მარადიული სიხარული ამქვეყნიურ სიცოცხლეს რომ ანაცვალა, შემდეგ სამ ნათესავს უხმო, საიმდროოდ რომ გაეთავისუფლებინათ და თავისი უკანასკნელი სურვილი გაანდო, დას, თეოსტიმიას კი სთხოვა, მისი გარდაცვალების დღე ყოველწლიურად მოეხსენებინა, წარკვეთილი ხელი კი თვალისჩინწართმეული დედისთვის წაეღო ნუგეშად.

მეოთხე დღეს სხვა ქრისტიანებთან ერთად კვლავ წარუდგა უსჯულო სამსჯავროს, ლისიუსმა მათი ძარღვებით გვემა ბრძანა, რითიც მარტვილნი ოდენ განამტკიცა. მოთმინება¬დაკარგულმა ტირანმა მათთვის თავების წარკვეთა ბრძანა და აღასრულა კიდეც.

იერონის ნათესავებმა მმართველს მისი სხეულის გამოსყიდვა შესთავაზეს და დიდძალი ოქროთი შეძლეს კიდეც მისი გადმოსვენება. შემდეგ კი მის პატივად ტაძარიც ააგეს.



ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, მელიტინელთა, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგეს უხრწნელებისაჲ შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:
გუნდი მოწამეთა ცხადად, და ბანაკი ნათლით შემოსილი, საცნაურად გარდამოსრულნი ჩუენდა მომართ, დღეს ეკლესიასა განანათლებენ სასწაულთა შარავანდედითა, ვინაცა მედღესასწაულენი პატიოსნისა ხსენებისა მათისანი, ვითხოვთ შენგან, მაცხოვარო ჩუენო, მათითა მეოხებითა გჳხსნენ ჩუენ ჭირთაგან, რაჲთა გიგალობდეთ შენ: ალილუია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri