მართალი სნანდულია (იაზდუნდოქტი, IV) - 03 (16) ნოემბერი
მართალი სნანდულია (იაზდუნდოქტი, IV) - 03 (16) ნოემბერი
ირანის შაჰის, შაპურ მეორის (309-379 წლები) დევნისას, 345 წელს სელევკიაში ას ოცი ქრისტიანი: მღვდელნი, დიაკონნი, კლირიკოსნი და ცხრა ქალწული შეიპყრეს და ბნელ და აყროლებულ დილეგში უკრეს თავი.
პირობები, რომელშიც ნეტართ ნახევარი წლის მანძილზე უხდებოდათ ყოფნა, იმდენად მძიმე იყო, ბევრ პყრობილს სიკვდილიც კი უჯობდა.

სასჯელის აღსრულების წინა დღეს ერთი წარჩინებული ბანოვანი, სახელად სნანდულია (აზდუნდოქტა) ქალაქ აბრელიდან, ტყვედქმნილთ საზრდელს უზიდავდა, ფერხთ ბანდა, სპეტაკი სამოსით მოსავდა და სულიერად ფრიად განამხნევებდა.

მომდევნო დღის განთიადს, როდესაც მარტვილნი მსჯავრის აღსრულების ადგილამდე მიიყვანეს, ოფიცერი, რომელსაც მათი ჯალათობა ჰქონდა დავალებული, თავის გადასარჩენად კიდევ ერთხელ შესთავაზა, მზისთვის ეცათ თაყვანი, მაგრამ მოწამეთაგან პასუხად ეს მიიღო:

- ორმაგი სიბრმავე შეგყრია, რამეთუ ვერ ხედავ, რომ წუხილის და ზაფრის ნაცვლად, ყოველ სიკვდილის მომლოდინეს რომ იპყრობს, სიხარული შეგვიმოსავს. რა სატანჯველსაც უნდა გადაგვყარო, ვერაფერს გახდები, რადგან თავად გვსურს სიკვდილი, რამეთუ იგი მარადისობას შეგვაერთებსო!
მართლაც, სიხარულით მიუშვირეს ჯალათის მახვილს პატიოსანი თავნი და მოწამებრივი გვირგვინის ღირსნი შეიქნენ.

მათი წმინდა ცხედრები იმავე ღამეს, ხუთ-ხუთნი ერთად მიაბარეს მიწას.

* * *
მცირე ექსკურსი სპარსელ ქრისტიანთა მატიანიდან:

მეფე შაპურისდროინდელი სასტიკი დევნის შემდგომ იქაურ ქრისტიანებს შედარებით მშვიდი ჟამი დაუდგათ.

V საუკუნის დასაწყისისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა ეპისკოპოსმა მესოპოტამიიდან, წმინდა მარუთამ, სპარსეთის მეფე ეზდიგერდ პირველზე (399-422 წლები), მას შემდეგ, რაც მძიმე სენისგან განკურნა, დიდი გავლენა მოიპოვა.

მისი წყალობით, ქრისტიანების დევნა შეწყდა და მათ ტაძართა მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად აღსრულების ნება დართო. მაგრამ ერთმა ფაქტმა ვითარება დაძაბა: ქალაქ სუზის ეპისკოპოსმა, აბდიამ, ბომონი გადაწვა და როდესაც მეფემ მისი აღდგენა მოსთხოვა, ამას სიკვდილი არჩია.
განრისხებულმა მეფემ ქრისტიანულ სალოცავთა დაქცევა ბრძანა. ამას მოჰყვა დევნა, ხანმოკლე შუალედებით ოცდაათ წელიწადს რომ გაგრძელდა, ხოლო უკიდურეს სისასტიკეს ეზდიგერდის მემკვიდრე ბაჰრამ V-ის (421-438 წლები) ზეობისას მიაღწია.

სპარსი მოგვები, ჯადოქრებისგან წაქეზებული ხელისუფლება თუ უბრალო ხალხი ქრისტიანთა ტანჯვას ერთმანეთს არ აცლიდა: სადაც კი პოვებდნენ, ცოცხლად მარხავდნენ, ტყავს აძრობდნენ, რომელთა სიმხნევე და მოთმინება მტანჯველებსაც კი განაცვიფრებდა.

მეფის გარემოცვაში, თვით მაღალი თანამდებობების კარისკაცთა შორის, ბევრმა ქრისტიანმა სარწმუნოებისაგან განდგომას სიკვდილი ამჯობინა. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ჰორმიზდასმა, მეფეს უთხრა:

- რას გარგებს, რომ შენი მოთხოვნა აღვასრულო? ვინც ღვთის უარყოფას დათანხმდება, განა მიწიერ ხელმწიფეს უერთგულებს?!

ჰორმიზდასს ყოველივე წაართვეს: - წოდებაც და საბადებელიც, შემდეგ კი, ვითომდა, გონს მოსაყვანად, მწყემსად გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ - მან ბოლომდე უერთგულა უფალს და მოწამებრივი სიკვდილიც მიიღო.

აღმოსავლეთ იმპერიის ქრისტიანები მხურვალედ თანაუგრძნობდნენ სპარსელ მოძმეთა ტანჯვას: ლტოლვილები თავშესაფარს მათ ჭერქვეშ პოულობდნენ.

როგორც კი ეს ამბავი ბაჰრას ყურს მისწვდა, საზღვრის დაცვა გააძლიერა და გაქცეულთა შეპყრობა ბრძანა, შემდეგ კი იმპერატორ თეოდოსის ყველა სპარსეთიდან ლტოლვილის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

რაღა თქმა უნდა, ამ ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რამაც ქრისტიანთა მდგომარეობა ბევრად გააუარესა.

ბოლოს, ბაჰრამის მრისხანება ერთ-ერთი მღვდელმთავრის დიდსულოვნებამ დააცხრო: - საიმდროოდ შვიდი ათასამდე სპარსი ტყვეობაში იტანჯებოდა. ამიდიის ეპისკოპოსმა, აკაკიოსმა, კლიროსი შეკრიბა და შესთავაზა, - ტყვეთა გამოსახსნელად საეკლესიო ოქროს ჭურჭელი გავყიდოთო და თანხმობაც მიიღო.

მალე ტყვედქმნილნი სამშობლოში დააბრუნეს და მგზავრობისათვის ყოველივე აუცილებლითაც მოამარაგეს. ქრისტიანთა ასეთმა გულმოწყალებამ ბაჰრამი გააოგნა: შეიცნო ჭეშმარიტი სული სარწმუნოებისა, რომელსაც დევნიდა და თეოდოსის მალევე დაუზავდა, ხოლო ქრისტიანთ გარდაცვალებამდე მფარველობდა.

თუმცა, მისმა მემკვიდრემ, ეზდიგერდ მეორემ (438-457 წლები) დევნა განაახლა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri