სპარსელი მღვდელმოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალა დიაკონი (+378/379) - 03 (16) ნოემბერი
სპარსელი მღვდელმოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალა დიაკონი (+378/379) - 03 (16) ნოემბერი
378-379 წლებში, სპარსეთის მეფის, შაპურ მეორის ჟამინდელი დევნიდან ოცდამეჩვიდმეტე წელიწადს, ზოროასტრიზმის უმაღლეს ქურუმთ ქრისტიანთა წამების და განადგურების უფლება მიეცათ.

სწორედ იმხანად შეიპყრეს ქალაქ პაკის ეპისკოპოსი, აკეფსიმე, ოთხმოცი წლის დარბაისელი ხუცესი, ფრიად მოწყალე და ღვაწლმრავალი, წარმართთ საკუთარი ცხოვრებით და სიტყვით რომ უქადაგებდა ქრისტეს, დღემუდამ მმარხველი და მლოცველი, რომელიც იმდენ ცრემლს ღვრიდა, ის ადგილი, სადაც მუხლს მოიყრიდა ხოლმე, მთლად ლბებოდა.

როდესაც ბორკილდადებული სახლიდან გაჰყავდათ, მეგობრებმა დარჩენილ ქონებაზე ზრუნვა შესთავაზეს, აკეფსიმე კი მიუგებდა:

- ამიერიდან არც ეს სახლი მეკუთვნის და არც - ქონება, აღარაფერი გამაჩნია, გარდა - ქრისტესი, სხვა დანარჩენი ჩემთვის აღარ არსებობსო!

ხოლო როდესაც არბელაში, უმაღლეს ქურუმს აახლეს, არც ერთი ბრალდება არ უარუყვია:

- მე ჭეშმარიტ ღმერთს ვქადაგებ და ადამიანებს სინანულისაკენ მოვუწოდებ, რომ ჭეშმარიტ შემოქმედს სცენ თაყვანი და არა - კაცის ხელთაგან ქმნილ, ღმერთებად წოდებულ კერპთ!

ქურუმს აღარ უყოყმანია, ისე მისცა მხცოვანი ხუცესი უმოწყალო სალმობას, რის შემდეგაც საპყრობილეს უკრა თავი.

იმ ჟამსვე შეიპყრეს ბეტკატობში ხუცესი იოსებიც, ისიც მხცოვანი, სამოცდაათი წლისა, ფრიად განათლებული და მოშურნე მღვდელი, მასთან ერთად კი - 60 წლის დიაკონი აითალაც, რომელსაც ისე უყვარდა ქრისტე, მისთვის სიკვდილის გარდა არაფერს ეძიებდა.

ორივეს ბორკილები დაადეს და, აკეფსიმეს მსგავსად, არბელას გზას გაუყენეს.

ქურუმი დაემუქრათ, - თუ თქვენებურ მაგიაზე (ასე იხსენიებდა ქრისტიანულ საიდუმლოთ) უარს არ იტყვით, სიკვდილს მიგცემთო, რაზეც იოსებმა უპასუხა:

- ჯადოქრები კი არა, ქრისტიანები ვართ და ადამიანებს ჭეშმარიტებას ვუქადაგებთ, რომ ცოცხალი ღმერთის ნაცვლად უსულო კერპთ არ სცენ თაყვანი და სული არ წარიწყმიდონ!

- ჭეშმარიტება ოდენ იქ იპოვება, სადაც მეფეა, სიმდიდრე და ძალაუფლება, - ზიზღით მიუგებდა ქურუმი,

- ღმერთს სძაგს ამა ქვეყნის სიმდიდრე, დიდებულება და ამპარტავნობა. უპოვარნი ვართ, თუმცა, ეს ჯვარი ნება¬ყოფლობით ვიტვირთეთ და რასაც ოფლით მოვიპოვებთ, ყოველივეს მოწყალებად გავცემთ, თქვენ კი იმათი ძარცვის¬თვის მიგიყვიათ ხელი, ვისაც ჩვენ შევეწევით. სიმდიდრე - წუთისოფელივით წარმავალია, ჩვენ კი - იმას ვესწრაფვით, რაც მარადია!

დარბაისელი ხუცესის სიმტკიცემ ქურუმს მოთმინება დააკარგვინა და ბრძანა, იოსები სასტიკად ეგვემათ. როდესაც მთელი სხეული დაუსისხლიანდა, იოსებმა თვალნი ზეცად აღაპყრო და აღმოთქვა:

- გმადლობ, ძეო ღვთისაო, რომ მეორე, - სისხლით ნათლობის ღირსი გამხადე, ჩემს ყოველ ცოდვას რომ წარხოცს!

შემდეგ სამსჯავროს აიათალა დიაკონი წარუდგინეს და უბრძანეს, მზისათვის ეცა თაყვანი და სამსხვერპლო სისხლით სავსე თასი შეესვა, რაზეც უპასუხა:

- მიჯობს, მოვკვდე, რომ საუკუნოდ ვიცოცხლო, ვიდრე ვიცოცხლო და საუკუნოდ წარვწყმდეო!

მაშინვე ეცნენ უსჯულონი და ხელ-ფეხი შეუმუსრეს, შემდეგ კი იქამდე ტანჯეს, სანამ სხეულის ნაწილნი არ დასცვივდა, შემდეგ კი - თანამოძმეებთან ერთად ისევ დილეგში გამოამწყვდიეს.

ხუთი დღის შემდეგ სამი ხუცესი კვლავ დაიბარეს დაკითხვაზე და ისე ტანჯეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს.

კიდევ სამ თვეს ამყოფეს ნესტიან და ცივ საკნებში მარტვილნი, რამაც ჯანი უარესად შეურყიათ და რომ შეგეხედათ, მიცვალებულებს უფრო მიაგავდნენ, ვიდრე - ცოცხალთ.

მალე მეფემ კვლავ იხმო სამივე დასაკითხად და ეს სრულიად აღმოსავლეთის მთავარ ქურუმს დაავალა.

ეს უკანასკნელი თავს მარტვილთ თავს ისე აჩვენებდა, თითქოსდა მათი ჭაღარა ენანებოდა, მაგრამ აკეფსიმემ უპასუხა:

- თუ გნებავს, ჩვენი მხცოვნება და ქრისტესადმი ერთგულება ნებისმიერი სატანჯველით გამოსცადე და იხილავ, რომ ამით უფრო გაცხადდება ჭეშმარიტება, რომელსაც ვქადაგებთ!

ხორცი ჩვენი - შენ გეკუთვნის, სული კი - უფალს, ასე რომ, აღასრულე ის, რაც გავალია!

ჯალათებმა თავიდან საზარლად გვემეს აკეფსიმე, შემდეგ - მიწაში ჩარჭობილ ოთხ ბოძზე გაჭიმეს, ნეტარი კი თითქოს ვერც გრძნობდა ტანჯვას და ზეცად თვალაპყრობილი განუწყვეტლივ ილოცვიდა, შემდეგ კი ისე მიიცვალა, ჯალათებს არც გაუგიათ და მის ტანჯვას კვლავ აგრძელებდნენ.

ქურუმმა შემდეგ ნეტარ იოსებს უხმო და არანაკლებ ტანჯა, თუმცა, უწინდებურად უშედეგოდ, შემდეგ კი, რა დარწმუნდნენ, სული განუტევაო, მისი სხეული სადღაც გადააგდეს.

მათი ხვედრი გაიზიარა აითალამაც და სამსჯავროზე ქურუმს ეს უთხრა:

- ვერაფერი გამტეხავს, ასე რომ, ახალი ჯალათნი მომისიე და ნახავ, თუ რაოდენ ძალას მაძლევს ქრისტე!

ქურუმმა, იხილა რა, თუ რაოდენ განამტკიცებდა ტანჯვა მარტვილთ, მათ მოსადრეკად ახალი განსაცდელი მოიფიქრა: - ყველა იქაური ქრისტიანი მოაძებნინა და მოაყვანინა, რომ მარტვილნი ქვებით ჩაექოლათ.

მართლმორწმუნეთა დიდი ნაწილი თანამოძმეთა სისხლის დაღვრას მოერიდა და მთებს შეაფარა თავი, სასჯელის აღსრულებამდე კი მათი გადაბირება მზაკვრულად სცადეს და მარტვილთ შესთავაზეს, - სასჯელის აღსრულებამდე სამსხვერპლო სისხლის ნაცვლად, მოსაჩვენებლად ყურძნის წვენი შესვით და გადარჩებითო, რაზეც უპასუხეს:

- ღმერთმა დაგვიფაროს, ამით ჩვენი ჭაღარა შეურაცხვყოთ და ჭეშმარიტებას ვუღალატოთო!

- მაინც, რითი შეგიძლიათ დამაჯილდოვოთ იქიდან, საითკენაც ისწრაფვით? - დაცინვით დაეკითხა ნეტართ ქურუმი,

- იმქვეყნად არავინ მიაგებს ბოროტისთვის სიკეთეს, აქ კი უფალს ვთხოვთ, შეგიწყალოს და შეგამეცნებინოს, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია!

ამ სიტყვამ ისე გააცოფა ქურუმი, იქვე მდგომთ მათი ქვით ჩაქოლვა უბრძანა. ბრბომ ჯერ იოსებს დაუშინა ქვა, მაგრამ რამდენადაც კვლავ ცოცხალი იყო, ერთ-ერთმა მეომარმა უზარმაზარი ქვით გაუსრისა თავი, რამდენიმე დღის შემდგომ კი აითალაც წარუდგინეს სამსჯავროს, სადაც ქრისტიანნი ძალით შეეყარათ და მისი ჩაქოლვა უბრძანეს. ღვთის ეს რჩეულიც ისევე აღესრულა, როგორც - მისი წინამორბედი.

ამ ამბებიდან 5 დღეში მათი მარტვილობის ადგილას ხე ამოიზარდა, რომელიც 5 წლის მანძილზე ყოველგვარ სნეულებას კურნავდა.
აკეფსიმეს, იოსებისა და აითალას მარტვილობამ ქრისტიანთა ორმოცწლიანი დევნა გაასრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri