მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტე და მათ თანა ვნებულნი (+330-345) – 02 (15) ნოემბერი
მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტე და მათ თანა ვნებულნი (+330-345) – 02 (15) ნოემბერი
ღვთის ეს რჩეულნი შაპურ II-ის ზეობისას, დაახლოებით, 340-345 წლებში ევნენ ქრისტესთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელნი მზეს სცემდნენ თაყვანს, ყველა სხვა სარწმუნოება კი - იკრძალებოდა, მაგრამ მეფე შაპური, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337 წლები) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ ერჩოდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად.

საბაბიც მალე პოვეს: - კონსტანტინე დიდი მიიცვალა თუ არა, შაპური მაშინვე დაუპირისპირდა მის მემკვიდრეს, კონსტანციუსს (337-361 წლები).

სპარსეთის მეფეს წამდაუწუმ შეაგონებდნენ, - შენს ქვეშევრდომებს ქრისტიანებს ერთმორწმუნეებთან ხშირი კავშირი აქვთ და ომში ყოველნაირად შეეწევიანო.

ბოლოს საწადელს ეწივნენ და მეფეც გამეტებით დაერია ქრისტიანთ, რომელნიც იმდენნი აღმოჩნდნენ, სპარსელნი გაოცებას ვეღარ მალავდნენ, - თვით შაპურის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით.

სხვებთან ერთად მოშურნეებმა შაპურის ერთგული კარისკაცები: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტოც დაასმინეს. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმინდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულთ კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით შაპურმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა.

მოსულიერებულმა მტარვალმა აკვინდინეს, პიგასის და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, სამივე კოცონის თავზე დაეკიდათ და კვამლით მოეხრჩოთ.

წმინდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკვრელები კი, რომლითაც მარტვილნი შეებოჭათ, დაიშალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს.

გააფთრებულმა შაპურმა უფლის სახელის გმობა იწყო. მაშინ მარტვილებმა შესძახეს: "დაიყავნ პირი შენი!" - და მეფეც დამუნჯდა.

შიშისა და მრისხანებისგან გონდაკარგული შაპური ცდილობდა, ხელქვეითთათვის ენიშნებინა, - ტუსაღები კვლავ საპყრობილეში ჩაყარეო, მაგრამ ქვეშევრდომნი ვერაფერს მიხვდნენ.

დაყრუებულმა და ენაწართმეულმა შაპურმა სიბრაზისაგან ჯერ მანტია შემოიხია, შემდეგ - მხეცივით იწყო ღმუილი.

აკვინდინემ ლოცვის ძალით განკურნა იგი, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმინდანთა ჯადოსნობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. ისინი კი კვლავ ლოცულობდნენ.
უეცრად წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩაქრა. მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე.

ერთ-ერთმა ჯალათმა, სახელად აფთონმა, წმინდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი.

შაპურმა ბრძანა, აკვინდინეს, პიგასის, ანემპოდისტოს და მათთან ერთად ელპიდიფორესთვის თავნი წარეკვეთათ.

სასჯელის აღსრულების ადგილამდე მარტვილნი უამრავმა ხალხმა მიაცილა, რომელნიც (შვიდი ათასამდე ადამიანი) შაპურმა სიცოცხლეს გამოასალმა.

აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმინდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები პოვეს და მიწას პატივით მიაბარეს.

...................

ტროპარი:
ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდანი სამარხონი იგი, რომელთა შეიწყნარნეს გუამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ, და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი:
კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი მოწამენი და ქუეეყანისათა ყოველთა დამტევებელნი შეიწყნარენ ფუფუნებასა კეთილთა შენთასა და განსუენებასა, აკუინდინე და პიღასი და ანემპოდისტოს, და მათ თანა აფთონი და ელპიდიფორე, რომელი ხარ მხოლო სახიერ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri