წმინდა მოწამე ეპიმაქო (+დაახლ. 250) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ეპიმაქო (+დაახლ. 250) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ეპიმაქო ღვთისმოსავი ქრისტიანი იყო, იგი III საუკუნის მოღვაწეა. ეპიმაქო ეგვიპტეში ცხოვრობდა. მას მთელი გულით უყვარდა უფალი, ამიტომ გადაწყვიტა, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და მისთვის მიეძღვნა თავი. ეპიმაქომ იოანე ნათლისმცემლის მიბაძვით ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა და პილუსიის მთაზე დაეყუდა. მას არ ჰყოლია სულიერი მოძღვარი, სულიერ ცხოვრებას თვითონ წარმართავდა, სულიწმიდა იყო მისი მეგზური და გზის მაჩვენებელი სულის ცხონების გზაზე. ამასობაში, იმპერატორ დეციუსის ზეობისას, დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. იმპერიის ოლქებში გავრცელდა მისი ბრძანება: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა.

ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

მაშინ ალექსანდრიის ეპისკოპოსი იყო ღვთისმოსაობით ცნობილი დიონისე. მან ანტიოქიის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში აღწერა, თუ რა გამოიწვია დეციუსის ბრძანებამ ალექსანდრიაში: "ყველა შიშისაგან ძრწოდა. დიდგ-ვაროვანთაგან ბევრი დამფრთხალი თავადვე მიიჩქაროდა სამსჯავროსკენ [ქრისტეს] დასაგმობად. დაიძახებდნენ თუ არა მოსულთა სახელებს, ისინიც სწრაფად უახლოვდებოდნენ უწმინდურ სამსხვერპლოს. ბევრი გაფითრებული იყო და ისე ცახცახებდა, თითქოს მსხვერპლად მასვე სწირავდნენ. გარსშემოკრებილი ბრბო დასცინოდა მათ, რომელთაც სახეზე ეწერათ შიში სიკვდილისა და მსხვერპლშეწირვის შესრულებისა. ზოგიერთები სამსხვერპლოსთან ნაჩქარევად მიდიოდნენ, რითაც სურდათ დაემტკიცებინათ, რომ არასდროს ყოფილან ქრისტიანები; ზოგი გაიქცა... დატყვევებულთაგან ზოგი არ შედრკა საპყრობილეში ჩაგდებამდე, შემდგომ მათაც უღალატა ნებისყოფამ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ბოლომდე ვერ გაუძლო წამებას. მაგრამ ბევრი თავად ღმერთმა გაამხნევა და მათი რწმენის შესაფერისი ძალა მიანიჭა - ისინი ქრისტეს სასწაულებრივ მოწმეებად დარჩნენ".

ალექსანდრიის მაშინდელმა მმართველმა აპელიანმა ქალაქში ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ნეტარმა ეპიმაქომ განიზრახა ალექსანდრიაში წასულიყო, მოწამებრივად მომკვდარიყო ქრისტესთვის და ამით სხვები განემტკიცებინა რწმენაში. ასეც მოიქცა, მიატოვა განდეგილური ცხოვრება და ჩავიდა ალექსანდრიაში. ნეტარი ქალაქში დაუფარავად ქადაგებდა ქრისტიანობას. მან წარმართულ დღესასწაულზე ტაძარში კერპები დაამსხვრია. მის გამო ნეტარი ბერი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. უღმერთო მმართველს შიშველი ხელებითაც გამოასალმებდა ნეტარი სიცოცხლეს, რომ არა მისი დაცვა. წმინდა ეპიმაქო ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სასტიკად აწამეს. მისი წამების მოწმეებს შორის იყო ერთი ქალი, რომელსაც აწუხებდა თვალის ტკივილი, წმინდა ეპიმაქოს სისხლმა კი იგი განკურნა, მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat