წმინდა დიდმოწამე პარასკევა (+დაახლ. 284-305) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა დიდმოწამე პარასკევა (+დაახლ. 284-305) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს ქალაქ იკონიაში ერთი კეთილშობილი და ლამაზი ქალწული ცხოვრობდა, სახელად პარასკევა. ქრისტიან მშობლებს უფლის მცნებებისა და წმინდა სარწმუნოების დამარხვაში აღეზარდათ ასული. მათი გარდაცვალების შემდგომ კი მემკვიდრეობად დიდი ქონება დარჩენოდა.

ქალწული სიმწიფეში რომ შევიდა, მშობლების რწმენისა და საქმის მიბაძვა იწყო. ქონებას სიყმაწვილისა და სილამაზის შესამკობად როდი იყენებდა, არც უზრუნველი ცხოვრების მოსაწყობად ფლანგავდა. შიშველთა შემოსვას, მშიერთა გამოკვებას, მწირთა მასპინძლობას ახმარდა თავის ავლა-დიდებას.

პარასკევა ზედაც არ უყურებდა თავისი ხელის მთხოვნელებს. მალე ერთ უკვდავ სიძეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს ესძლო, მისთვის ცხოვრობდა წმინდად და მართლად. არასოდეს გაურბოდა კაცთა წინაშე მისი ყოვლაწმინდა სახელის აღიარებას. დღე არ გავიდოდა, მასზე არ ექადაგა, ჭეშმარიტების შეცნობისაკენ არ მიექცია მსმენელთა გულები.

ზოგიერთმა მართლაც ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, სხვები კი, ურწმუნონი, აუგად იხსენიებდნენ წმინდა ქალწულს.

პარასკევა მაინც თამამად ამოწმებდა მათ წინაშე ღვთის სიტყვას და უსულო კერპების ამაოებას ამხილებდა. ურწმუნო მოქალაქეებს უჭირდათ ამ მხილების დათმენა. მოთმინების ფიალა აევსოთ, შეიპყრეს ქალწული, გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

ამ დროს იკონიას ერთი მხედართმთავარი ეწვია, დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების გასაჟუჟად წარმოგზავნილი. მოქალაქეებიც მაშინვე მას მიადგნენ და უთხრეს:

- უბრწყინვალესო მხედართმთავარო, ამ ქალაქში ერთი ქალწული ცხოვრობს. ჯვარცმული ქრისტეს მორწმუნე, სულ მასზე ქადაგებს. თან ჯადოქრობას მისდევს, თავისი გრძნეულებით უკვე ბევრს აურია გონება და კერპების თაყვანისცემისგან მიაქცია. ჩვენი ღმერთებისა და თვითმპყრობელის გმობა ვერ შევაწყვეტინეთ. აი, მეფის ბრძანება შევიტყვეთ, თუკი ვინმე ღმერთებს არ ეთაყვანება, სიკვდილი ელისო. ჩვენც შევიპყარით ეს ქალწული და საპყრობილეში გვიზის.

მხედათრმთავარმა ნაამბობი მოისმინა თუ არა, ქალწულის სამსჯავროზე მიყვანება ბრძანა. წმინდა მოწამე სამსჯავროს გზას რომ გაუყენეს, სულიწმიდამ ნათელი გადმოაღვარა პირსახეზე და ისე გაასხივოსნა, რომ მისი მჭვრეტელნი გაოცებას ვერ ფარავდნენ:

- შეხედეთ, ოდნავადაც არ მწუხარებს, პირიქით, თითქოს ნათელი ადგას სახეზეო!

ასე წარდგა პარასკევა მსაჯულთა წინაშე. მხედართმთავარი გააოცა მისმა მშვენებამ და კეთილშობილმა იერსახემ. მოქალაქეებს მიუტრიალდა და უთხრა:

- თქვენ ტყუილად დასწამეთ ცილი ამ ულამაზეს ქალწულს. განა შესაძლებელია ამ მზისდარი მშვენების დაღუპვა?

მერე პარასკევას მიუბრუნდა:

- ქალწულო, შენი სახელი გვითხარი!

- ქრისტიანი ვარ, ქრისტეს მხევალი. - მიუგო წმინდა პარასკევამ.

მხედართმთავარს გუნება ეცვალა:

- შენი პირსახის სილამაზის ჭვრეტა მამშვიდებს, მაგრამ სიტყვებმა, შენს ბაგეებს რომ დასცდა, სულის სიღრმემდე აღმაშფოთა: არ მსურს, ამგვარი გამოთქმები ვისმინო!

- სამართლიანი სამსჯავროს ყველა მმართველი გაიხარებდა სიმართლის მოსმენით, - უთხრა წმინდანმა, - შენ კი, ჩემი პირიდან ჭეშმარიტება რომ გესმა, განრისხდი.

- მე იმიტომ გავბრაზდი, რომ შენგან პასუხი არ მიმიღია, - მიუგო მტარვალმა, - მე ხომ სახელი გკითხე, შენ კი არ მიპასუხე.
პარასკევამ დაიწყო:

- მე ჯერ ჩემი საუკუნო ცხოვრებისმიერი სახელი უნდა მეთქვა, მერე კი ამცხოვრებისეული. აკი მოგახსენე ჩემი საუკუნო სახელი - ქრისტიანი ვარ, ქრისტეს მხევალი-მეთქი, ამ წარმავალ ცხოვრებაში კი მშობლებმა პარასკევა მიწოდეს, რადგან პარასკევ დღეს ვშობილვარ. ჩემი მშობლები კვირის ამ მეექვსე დღეს, რომელიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ნებისითი და ცხოველმყოფელი ვნების დღეა, ყოველთვის მარხვით, ლოცვითა და მოწყალების გაღებით მიაგებდნენ პატივს. ასე ქრისტეს სადიდებლად იქცეოდნენ, სწამდათ, რომ უფალმა ამ დღეს კაცთა მოდგმის სიყვარულისათვის დასთხია თავისი სისხლი და ჩვენი გულისათვის ჯვარზე დადო თავისი სიცოცხლე. ღმერთმავე მიმადლა მათ წმინდა მეუღლეობის ნაყოფი სწორედ იმ დღეს, აგრერიგად კეთილმსახურად რომ მიაგებდნენ პატივს თავიანთი მეუფის ვნების სახსენებლად. თავიანთი კეთილგონიერებით ეს სახელი შემირჩიეს, ამ დღის სახელი. და აი ასე, პარასკევი დღის სახელად მეწოდა პარასკევა მე - ქრისტეს ვნების თანაზიარს.

- შეწყვიტე ასეთი უგნური საუბარი, - შერისხა მხედართმთავარმა, - და ჩვენს ღმერთებს შესწირე მსხვერპლი. მაშინვე ცოლად შეგირთავ და დიდძალი სიმდიდრის პატრონს გაგხდი, ამქვეყნიური დიდების ღირსს.

ამაზე წმინდა პარასკევამ მიუგო:

- მე ზეცაში უკვე მყავს სასიძო - იესო ქრისტე, და სხვა ქმარი არ მჭირდება.

მაშინ მხედართმთავარი მოულბა:

- შევიწყალებ შენს სილამაზეს და დავზოგავ შენს სიყმაწვილეს.

- ნუ გედარდება დროებითი მშვენება, - მიუგო წმინდანმა, - აწ ყვავის, დილით უკვე დაჭკნება. სჯობს შენი თავი შეიწყალო, საუკუნო სატანჯველი რომ გელის.

ამ სიტყვებს მხედართმთავრის რისხვა მოჰყვა. ბრძანა, ტანსაცმელი შემოეხიათ ქალწულისათვის და უხეში კეტებით ეგვემათ. ცემისას ერთი კვნესაც არ დასცდენია მარტვილის ბაგეებს, მდუმარედ იდგა, მხოლოდ ქრისტეს უხმობდა გულით - ტანჯვაში შეწევნას გამოსთხოვდა. მხედართმთავარს დაენანა მისი სილამაზე (ის ხომ ამ სილამაზით იხიბლებოდა), ბრძანა, ცემა შეეწყვიტათ და მშვიდად დაუწყო დაყოლიება:

- ქალწულო, დაზოგე შენი სიყმაწვილე, ნუ დაღუპავ შენს ულამაზეს სიყრმეს, შესწირე მსხვერპლი ღმერთებს! ცოცხალიც დარჩები და ჩვენგან მეტ პატივსაც მიიღებ.

ქალწულს აღარაფერი უპასუხია. მაშინ მხედართმთავარს კვლავ ბრაზმა დარია ხელი და იყვირა:

- ქრისტიანთა ბოროტო ნაშიერო, პასუხის ღირსადაც არ მხდი?

წმინდანმა პასუხად სახეში შეანერწყვა. მტარვალს მრისხანებისაგან თვალთ დაუბნელდა, ბრძანა, ხეზე ჩამოეკიდათ ქალწული და რკინის ბრჭყალებით უმოწყალოდ დაეგლიჯათ თეძოები, მერე ჭრილობები ისე დაესრისათ, რომ ხორცი ძვლებამდე გადატყავებულიყო. ამ სატანჯველის შემდეგ მმართველმა იფიქრა, ალბათ მალე მოკვდებაო. ხედავდა, სული ძლივსღა ედგა პირში, ამიტომ მისი ხიდან ჩამოხსნისა და დილეგში ჩამწყვდევის ბრძანება გასცა. ძირს ეგდო ცოცხალმკვდარი და ჭრილობებისგან ენაწართმეული პარასკევა, რომ შუაღამისას უფლის ანგელოზი გამოეცხადა. მხრები და მკერდი ოქროს ქამრით ჯვრისსახედ ჰქონდა გადაჭერილი ღვთის წარმოგზავნილს, ხელში კი ქრისტეს ვნების იარაღები ეპყრა: ჯვარი, ეკლის გვირგვინი, ლახვარი, ლერწამი და ღრუბელი.

- აღდექ, ქრისტეს ვნების თანაზიარო ქალწულო! - მიმართა მარტვილს ანგელოზმა, - შენ სანახავად წარმომგზავნეს, სატანჯველში სულის დასამშვიდებლად ჩვენი უფლის ვნების იარაღები მოგიძღვანე. შეხედე: შენი უხრწნელი სიძის ჯვარი და ეკლის გვირგვინი. უცქირე ამ ლახვარს, ცხოველმყოფელ გვერდს რომ უგმირეს, ამ ლერწამს, მთელი ქვეყნიერების ცოდვათა მიტევება რომ დაეწერა ზედ, და ღრუბელს, რომელმაც ადამის ცოდვა წარხოცა. ასე რომ, აღდექ! განგკურნებს ქრისტე ღმერთი!

წამოდგა მარტვილი. თითქოს ძილიდან ახლახან გამოერკვაო. ანგელოზი მიეახლა და ღრუბლით ჩამოწმინდა ჭრილობები. მოწამეს ხორცი გაუმრთელდა და მისი პირისახის მშვენებამ ერთიორად იმატა. ქალწული მოწიწებით ეამბორა ქრისტეს ვნების იარაღებს და ღმერთს სადიდებელი აღუვლინა. ზეცის მკვიდრი გაუჩინარდა.

დილა გათენდა. დილეგის მცველებს პარასკევა მრთელი და უვნებელი დაუხვდათ. ქალწული ლოცვად იყო მიქცეული და სხეულზე ერთი ჭრილობის კვალიც კი აღარ აჩნდა. შეშინებულებმა ყველაფერი მხედართმთავარს მოახსენეს. დაუყოვნებლივ მომგვარეთო, - ბრძანა მხედართმთავარმა და მართლაც საღ-სალამათი რომ იხილა, გაკვირდა. აღარ კი ეგონა, ცოცხალი თუ გადაურჩებოდა ამგვარ საშინელ წამებას, მისმა უჩვეულო მშვენებამ კვლავ აღტაცება მოჰგვარა და უთხრა:

- პარასკევა, ხომ ხედავ, როგორ შეიწყალეს ჩვენმა ღმერთებმა შენი სილამაზე, დაგიცვეს და სიცოცხლე გაჩუქეს.

წმინდანმა მიუგო:

- მაჩვენე ჩემი სიცოცხლის მომნიჭებლები, მხედართმთავარო!

მხედართმთავარმა მაშინვე თავიანთი ღმერთების ტაძარში გაგზავნა ქალწული კერპების სახილველად. ქურუმებიც აახლა. ურიცხვი ხალხი მიაწყდა ტაძარს. ყველას ეგონა, პარასკევას ჩვენი ღმერთების თაყვანისცემა სურსო. წმინდანი ტაძარში შევიდა. ერთ, ჭეშმარიტ, მაღალთა შინა მყოფ ღმერთს გონებით აღუვლინა ვედრება, მერე აპოლონის კერპს ფეხში სტაცა ხელი და წარმოთქვა:

- შენ გეუბნები, უსულო კერპო, და შენ გვერდით მდგომ ყველა ხრწნად კერპსაც იგივეს ვამცნობ: უფალი ჩემი იესო ქრისტე გიბრძანებთ: მიწაზე დაიქეცით და გაცამტვერდით!

ამ სიტყვებზე ყველა კერპი ჩამოიქცა და დაიფშვნა. ხალხი ყვირილით გამოცვივდა ტაძრიდან:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი!

უსჯულო ქურუმებმა კერპების დაქცევა რომ იხილეს, მხედართმთავარს ტირილით მიეჭრნენ:

- მხედართმთავარო, აკი გეუბნებოდით, ეს გრძნეული ქალი მოგეკვდინებინა, მთელი ქალაქის მაცდუნებელი. არ კი ისმინე ჩვენი. ახლა თავისი ჯადოქრობით მთელი ჩვენი კერპები შემუსრა.

მხედართმთავარი გამძვინვარდა.

- რა გრძნეულებით შეძელი ამის გაკეთება? - ჰკითხა განრისხებულმა.

პარასკევამ მიუგო:

- თქვენი ღმერთების ტაძარში ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელის ხსენებით შევდგი ფეხი და ასე ვევედრე: გამომეცხადე, მაცხოვარო ჩემო, ჩემთვის სიცოცხლის მომნიჭებელო! მართლაც გამომეცხადა ჩემი ღმერთი და უფალი, შენი ღმერთები მის დანახვაზე შიშით აცახცახდნენ, მიწაზე დაენარცხნენ და დაიმსხვრნენ. ამით ხომ ცხადად აჩვენეს, რომ თუკი საკუთარ თავს ვერაფერი უშველეს, სხვას როგორღა შეეწევიან!

მაშინ მხედართმთავარმა ისევ ხეზე ჩამოაკიდებინა პარასკევა და თეძოებთან სანთლები შეანთებინა. ალმოდებულმა მარტვილმა ღმერთს შესთხოვა:

- უფალო და ღმერთო ჩემო, შემოქმედო და განმგებელო ყოვლისა ხორციელისაო! შენ გაანელე ცხელი ღუმელი სამი ყრმისათვის, შენ იხსენ ცეცხლის ალისგან პირველმოწამე თეკლა, აწ ჩემი უღირსი თავიც იხსენ მტარვალთა ხელებისაგან.

და უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ზეცის მკვიდრმა სანთლებს ხელი შეახო და ძლიერი ცეცხლი აღაგზნო. უამრავი უსჯულო მოსრა ალმა. ხალხი კი ყვიროდა:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი!

ქრისტე იწამა ხალხის დიდმა სიმრავლემ. მხედართმთავარმა მღელვარება შენიშნა, შეშინდა, ბრბომ ჩემზე არ გამოიწიოსო და სასწრაფოდ გასცა მარტვილის თავის მოკვეთის ბრძანება. პარასკევას თავი რომ მოჰკვეთეს, ზოგიერთ იქ მყოფს ზეციდან ხმა ესმათ:

- იხარებდეთ, მართალნო, მარტვილი პარასკევა ქორწინდება!

ქრისტიანებმა მისსავე სახლში გადააბრძანეს მისი სხეული და მოწიწებით დაკრძალეს.

ასე განასრულა უმშვენიერესმა ქალწულმა მოწამებრივი ღვაწლი. სიძეს მიეახლა, ზეთის ნაცვლად თავისი სისხლი მიუძღვნა. და ბრძენ ქალწულებთან ერთად ქრისტეს სასუფეველში დაესახლა.

მეორე დილით უსჯულო მხედართმთავარი სანადიროდ გაეშურა. უცაბედად მისი ცხენი გაცოფდა და მხედარი ხრამში გადაისროლა. მტარვალი სასიკვდილოდ დაშავდა და წყეული სულიც განუტევა.

უფალს მიეახლა დიდმოწამე პარასკევას ნათელი და უმწიკვლო სული. ჩვენი უფლის სადიდებლად მისი წმინდა ნაწილებიდან მრავალი კურნება აღესრულებოდა, მასვე შვენის პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა თანა უკუნისამდე, ამინ!

წყარო: "დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.

გამომცემლობა "ორთოდოქსი", მთარგმნელი რუსუდან კობახიძე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat