წმინდა მოწამეები - ტერენტი და ნეონილა და მათი შვიდი შვილი - სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია, დეციუსის (249-250) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამებრივად.
ქრისტიანი ოჯახი წარმართი მმართველის წინაშე წარდგა და თამამად აღიარა აღმსარებლობა. ურჯულოთა მოთხოვნაზე მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის ცოლ-ქმარმაც და შვილებმაც უარი განაცხადეს. მაშინ ჯალათებმა სასტიკი წამება დაუწყეს მათ, ჭრილობებზე მარილს აყრიდნენ, ტკივილი რომ გამძაფრებოდათ, სხეულს უშანთავდნენ. ლოცვით ამხნევებდნენ მოწამეები ერთმანეთს. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და შემწედ და გასაძლიერებლად მფარველი ანგელოზები მოუვლინა, რომლებმაც ღირს მოწამეებს ჭრილობები შეუხორცეს და სრულიად განკურნეს. ამის შემდეგ ქრისტიანი ოჯახი ჯალათებმა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯათ, თუმცა ღვთის მადლით ცხოველებმაც დაინდეს ისინი. როცა წარმართი ჯალათები ქრისტიანი ოჯახის სიმტკიცეში დარწმუნდნენ, თავები მოჰკვეთეს. ეკლესია III საუკუნეში წამებულ ამ ოჯახს ძველი სტილით 28 ოქტომბერს იხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი