მღვდელმოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი (+363) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
მღვდელმოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი (+363) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს. მას შემდეგ რაც ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინე დიდმა დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი, ირწმუნა ჯვრის ცხოველმყოფელობა და აღინთო უფლის პატიოსანი ჯვრის პოვნის სურვილით, რომელზეც მაცხოვარი ევნო კაცთათვის. ამ მიზნით იერუსალიმში გაგზავნა დედა, მოციქულთა სწორი, წმინდა დედოფალი ელენე (+327 წ.).

დედოფლის იერუსალიმში ჩასვლისთანავე იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: "უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: "ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე - ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ".

მალე დედოფალმა ელენემ იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს, დედოფლისთვის არ ეთქვათ საიდუმლო, მაგრამ მასთან წარდგომისას შეშინდნენ და იუდაზე მიუთითეს: "ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს". დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: "უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი". თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმინდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: "თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ". როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმინდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მიიღო რა ნიშანი ღმრთისაგან, "ვითარცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან, იწყო თხრად, და ვითარცა ეთხარა ორ-ჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად. მაშინ ჰკითხვიდა ღმრთის მოყუარჱ იგი ელენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი? უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან." იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო, პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: "ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ".

ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომ წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და, ბოლოს, მახვილით აჩეხეს. მისი დედა ღირსი ანა შვილის წამების ადგილას მივიდა, რომ უკანასკნელად მოხვეოდა შვილს, იერუსალიმის მღვდელმთავრის დედა უღმერთო მეომრებმა შეიპყრეს, ჯერ თმით ათრიეს, შემდეგ კი რკინის მარწუხებით სცემეს. ასე მიიცვალა ღირსი ანა და შვილთან ერთად წარდგა უფალი ჩვენი იესოს წინაშე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri