წმინდა მოწამე კაპიტოლინა კესარიის კაპადოკიაში დიდგვაროვან და მდიდარ ოჯახში დაიბადა.
მის გულში უფლის სიყვარულის ცეცხლი ენთო და სრულიად გულგრილი იყო ამსოფლიური ამაოებების მიმართ. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, გაათავისუფლა მონები და დიოკლეტიანეს მიერ კაპადოკიაში დანიშნულ ურჯულო მმართველთან წარდგა, აღიარა თავისი მრწამსი. წარმართ მმართველს არ სურდა სახალხოდ დაესაჯა კაპადოკიის ცნობილი ოჯახის შვილი. კაპიტოლინამ მას ხმამაღლა უთხრა, რომ მისი ოჯახისთვის იმაზე მეტი პატივი არაფერი იყო, ქრისტეს მოწამე გაეზარდა. მმართველმა წმინდა კაპიტოლინა საპყრობილეში ჩააგდო, მეორე დღეს კი მახვილით განგმირა. როცა მისმა მსახურმა, წმინდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი