წმინდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი დიდმოწამე დიმიტრის თანამედროვე და თანამემამულეა.
ღირსი ნესტორი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. იმ დროს თესალონიკში, იმპერატორ მაქსიმიანეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ცირკში დიდი თამაშობები მოეწყო. ვინმე მოჭიდავე ლიი ქრისტიანობისთვის ბრალდებულებს ებრძოდა და დამარცხებულებს მაღლიდან ძირს ისროდა, სადაც შუბები იყო შეყენებული. ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, ნესტორს, ძალიან ეცოდებოდა უთანასწორო ბრძოლაში გაგზავნილი ქრისტიანები და გადაწყვიტა ღვთის შეწევნით შეეწყვიტა ეს ბოროტება. ნესტორი პატივს სცემდა დიმიტრის, მისი სათნო ცხოვრების გამო. ახლა კი, როდესაც დიმიტრი ქრისტესთვის წამების გზას დაადგა, მისი მოწიწება წმინდანის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. იგი შეიპარა მასთან საპყრობილეში და თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო. დიმიტრიმ მოუსმინა, ჯვარი გადასახა და უთხრა: "შენ დაამარცხებ ლიის და ქრისტესთვის ევნები".
ამ კურთხევით გამხნევებული ნესტორი ცირკში მივიდა და მოჭიდავე შესარკინებლად გამოიწვია. ღმერთმა მას ძალა მისცა და ამ ტანმორჩილმა ყმაწვილმა მოჭიდავე ძირს, შუბებზე გადმოაგდო.
მაქსიმიანეს ლიი მეომრებში გამორჩეული ჰყავდა. მისმა სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა. მან ნესტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა. კეთილშობილი ნესტორის წმინდა სულმა თავის მასწავლებელ - დიმიტრიზე ადრე შეაღწია ცათა სასუფეველში.
კონდაკი:
მოწამე ნესტორ თესალონიკელის რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე, ვითარცა რჩეული მხედარი მეუფისა დიდისა, ურიცხუნი ტანჯვანი მოითმინენ ლოცვითა წმიდისა დიმიტრი მოწამისათა, მის თანავე უკუე ევედრე ღმერთსა, ნესტორ მოწამეო, დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი