წმინდა მოწამე ლუპე (+306) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
08.11.2021
წმინდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო.
იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამებრივ აღსასრულს. ღამით მეომრები შეცვივდნენ საკანში და ხიშტებზე ააგეს დატყვევებული დიმიტრი. დიმიტრის ერთგულმა მსახურმა ლუპემ დიმიტრის ტანსაცმელი და ბეჭედი მის სისხლში დაასველა. შემდგომში ამ სამოსით ბევრი სნეული განიკურნა. ქრისტიანთა მოძულე იმპერატორმა მაქსიმიანემ ლუპეს შესახებაც შეიტყო და ყმაწვილი სიკვდილით დასაჯა. კეთილი მსახური თავის ბატონს გაჰყვა უფალთან.
@192@