წმინდა მაქსიმე აღმსარებელი
ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები.
წმინდა დიმიტრი როსტოველი
ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. ასეთი სული ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს - სიძვა და მრისხანება.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
თუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და შენი ვნების ალი იმწამსვე Gაცხრება და განქარდება.
წმინდა იოანე ოქროპირი
თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე, როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები.
ამბა ესაია
გულში სულიწმინდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რGება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიGნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოGენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სულიწმინდის მიერ განწმენდისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიGნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: "მსხვერპლი ღმრთისაი არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50,19).
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი