***
გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს.
***
ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია პოვოს დამშვიდება და ნეტარება.***
თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს.***
მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოოს ჭეშმარიტი სიმშვიდით, შესაბამისად - ბედნიერებითაც.***
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.***
გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება დაიმკვიდროს და არა - მათი მსახურებით."სულიერი მდელო"
ჩვენ, ქრისტიანებს, განსაკუთრებით გვეკრძალება ცოდვით დაცემულ ადამიანთა გამოსწორება ძალადობით... ჩვენი ბრძოლა სიმშვიდით, სიყვარულითა და უწყინარობითაა აღსავსე.
წმინდა იოანე ოქროპირი
უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც - ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას - ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი - გამარჯვებულნი.
ილია II
თუ რომელიმე თქვენგანი სიმართლეს მოისურვებს, იცოდეს, რომ სიმართლე არის ძმის სიმძიმის ზიდვა ბოლო ამოსუნთქვამდე და მოძღვრის სრული მორGილება. და მხოლოდ სიყვარულით აღშენდება უძლური.
იოსებ ათონელი (ისიქასტი)