არგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ
არგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ
ნეტარ იყუნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. როცა უფალმა მოგვცა ეს მცნება, მაშინ მთელ ქვეყანას ფლობდნენ ურწმუნო წარმართები; დიდხანს და დაუნდობლად დევნიდნენ შემდგომში ისინი ქრისტიანებს. ქრისტეს მიმდევარნი ეწამებოდნენ და ითმენდნენ, ბოროტებაზე პასუხობდნენ სიკეთით, ლოცულობდნენ მტრებისათვის და - გაიმარჯვეს. ასე აღსრულდა მშვიდობისმოყვარეებზე ღვთაებრივი სიტყვა ქრისტესი. იგი სრულდება დღესაც: უფალს უყვარს მშვიდი და კეთილი ადამიანები. თუ ასეთ ადამიანს შეემთხვევა რაიმე უბედურება, მას უფრო სწრაფად უწევენ დახმარებას, ვიდრე ამაყსა და ჭირვეულს. თავად უფალი ბრძანებს: "ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს" (ის. 66,2). მაშასადამე, მშვიდი ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არის. ქრისტე მათ ჰპირდება ქვეყნის დამკვიდრებას.

თუკი ღმერთის გამოუკვლეველი განგებულებით შენ რაღაც წაგერთვა, მაშინაც არ უნდა მოიწყინო მარტომ ამ ცოდვილ ქვეყანაზე. როდი ამბობს უფალი: იგი მშვიდთ ჰპირდება "ცოცხალთა მიწასაც", რომელზედაც მართალნი "დაემკვიდრებიან უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 36,29), არამედ იმ ახალ მიწას, სადაც მუდამ იცოცხლებენ და არ მოკვდებიან. აი, სად არის ჭეშმარიტი, წაურთმეველი ქონება მშვიდთა - ზეციური მამის მარადიულ სამეფოში. შენც, მშვიდო ქრისტიანო, იქ ასწილად იპოვი, რაც აქ დაგიკარგავს. წმინდანთა ცხოვრებაში მრავალი მაგალითი შეიძლება ამოვიკითხოთ მათი სიმშვიდისა და უბოროტობისა. თითოეული მათგანი მზად იყო თავისი შეურაცხმყოფელისათვის ეთქვა, როგორც წმინდა მღვდელმთავარმა ტიხონმა უთხრა იმას, რომელმაც ყბაში გაარტყა: "შემინდევ, ღვთის გულისათვის, რომ აქამდე მიგიყვანე შენ".

თავად უფალი ჩვენი, იესო ქრისტე სწორედ იმისათვის მოვიდა დედამიწაზე, რომ შეერიგებინა ღვთიური სიმართლე ღვთის მოწყალებასთან, რათა დაეყუჩებინა ზეციური მამის ჩვენზე სამართლიანი რისხვა, ამიტომ იგი უდიდესი მშვიდობისმყოფელია, "თავადი მშვიდობისა", როგორც მას უწოდებს ძველი წინასწარმეტყველი (ისაია 6,9). ჯვარზე დაღვრილი სისხლით მან ყოველივე დაამშვიდა როგორც ზეცაზე, ისე დედამიწაზე (1 კორ. 14,33). ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რომელთაც დამშვიდებული სინდისი აქვთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, რომლებიც პირველნი ეძიებენ შერიგებას და ლოცულობენ თავიანთი მტრებისთვისაც; ისინი "მშვიდობის მოძულეებსაც" (ფს. 119,6) კი უსურვებენ მშვიდობას, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, რომელსაც ზედმეტი და უსარგებლო სიტყვის თქმაც კი აშინებდა, რათა ამით მოყვასისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა.

* ნეტარნი არიან, რომელნიც მთელი ქვეყნის მშვიდობას შესთხოვენ უფალს, და მტრულად განწყობილთ არიგებენ ერთმანეთთან, მშვიდობასა და სიყვარულს ამკვიდრებენ ყველგან. ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც ცოდვილებს სინანულისაკენ მიაქცევენ, და არიგებენ უფალთან; ნეტარნი არიან, რომელნიც ურწმუნოებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოაქცევენ. ეკლესიის ურჩ შვილებს - სექტანტებსა და განხეთქილებათა შემომტანებს არიგებენ თავიანთ მშობელ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.Yყველა ეს მშვიდობისმოყვარენი ემსგავსებიან თვით ღვთის ძეს, - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს: აი, ამიტომ ჰპირდება მათ ასეთ დიდ საბოძვარს: რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ; მარტო სახელით კი არა, არამედ, სინამდვილეში, მადლით იქნებიან ღვთის შვილნი.

"იხილეთ", ამბობს ქრისტეს საყვარელი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "რაბამი სიყუარული მომცა ჩვენ მამამან, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ" (1 ინ. 3,1), რა შეიძლება ადამიანს ამაზე მეტი მიეცეს? რა შეიძლება საკუთარი თავისთვის კაცმა ამაზე მეტი ისურვოს?

* ყოველთვის და ყველასთანაა საჭირო დათმობა, რომ შევინარჩუნოთ ასე სასურველი სიმშვიდე? - არა, ყოველთვის არა: როცა ხალხი მოგთხოვს, რომ შენ მოიქცე ღვთის სიმართლის საწინააღმდეგოდ, იმოქმედო ღვთის სჯულისა და საკუთარი სინდისის საპირისპიროდ, მაშინ არ უნდა დაუთმო: დაე, შენ მტრად გადაგეკიდონ, დაე, გდევნონ, - შენი სულის საგანძურს, ანუ ღვთის მადლით შეძენილ სათნოებებს, ნეტარებას რომ გპირდება, როგორც თვალის გუგას, ისე უნდა უპატრონო. შენს წინააღმდეგ ამხედრდება შენი სხეულიც, შენი ცოდვილი ბუნება, რომლისთვისაც შემაწუხებელია შენი გარჯა გულის სიწმინდისათვის; შენს წინააღმდეგ აღსდგება მთელი ქვეყანა, დაგიპირისპირდებიან ცოდვილი ადამიანები, რომელთაც შენი კეთილი, სათნო და უანგარო ცხოვრება მოეჩვენებათ მამხილებლად იმათი არაწმინდა ცხოვრებისა, როგორც სუფთა სარკე - უსახური სახისათვის ხდება. შენს წინააღმდეგ ამხედრდება ყველას საშინელი მტერი - ეშმაკი, რომელსაც სძულს ჩვენი გადარჩენის საქმე. და ყველა ეს მტერი გაერთიანდება, რათა გავნონ, რომ ყოველგვარი ტკივილი მოგაყენონ შენ.Gგანმტკიცდი და გამაგრდი, გახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: ნეტარ-იყვნენ დევნულნი, თავიანთი ავი საქმეების გამო კი არა, თავიანთი დანაშაულებებისთვის კი არა, არამედ სიმართლისათვის წამებულნი, რამეთუ მათი არს, მათ ეკუთვნით, სასუფეველი ცათა.

* "სულის გონიერების ნიშანია, როდესაც კაცი საკუთარ გულში იკეტება და იქ ლოცულობს... თუ ვინმეს სულის მშვიდობა აქვს მოპოვებული, ის თითქოს ჩამჩით ხაპავს სულიერ ძალებს... წმინდა მამები, რომლებიც ფლობდნენ ამ მშვიდობას და ღმერთის მადლით იყვნენ განათლებულნი, დიდხანს ცოცხლობდნენ. ასეთივე მშვიდობა, როგორც ფასდაუდებელი საუნჯე, უფალმა დაუტოვა თავის მოწაფეებს სიკვდილის წინ ამ სიტყვებით: "მშვიდობასა დაგიტოვებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ" (იოანე 14, 27).

* მთელი ძალ-ღონით ეცადე, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და კაცთაგან მომავალმა შეურაცხყოფამ არ შეგაშფოთოს. ამისთვის ყველანაირად უნდა ესწრაფო მრისხანების დაოკებას, გულისა და გონების დაცვას განუწყვეტელი განბნევისაგან.

...სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია აგრეთვე, როგორმე გაექცე კაცთა განკითხვას; არგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ, ხოლო ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საღმრთო გამოცხადებები ევლინება. იმისთვის, რომ არ განიკითხო, თვალყური უნდა ადევნო საკუთარ თავს, არავისგან მიიღო გარეშე აზრები და ყველაფრის მიმართ გაუცხოვდე. უფრო ხშირად უნდა განმარტოვდე საკუთარ თავთან და იკითხო: სადა ვარ?

ყველასთვის ყოველდღე ილოცე, მოიპოვე სულის მშვიდობა, რათა არავინ შეურაცხყო და არც შენ თვითონ გეწყინოს ვინმესგან შეურაცხყოფა.

მაშინ კი ღმერთი მოგცემს სინანულის ცრემლს.

ღმერთი უთმენს, ღმერთმა იცის - იქნება კიდევ დიდხანს მოუთმინოს. შენ კი ასე მოიქეცი: თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე. სულის მშვიდობა შეინარჩუნე, რათა ოჯახში ჩხუბი არ იყოს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისააკი, აბრაამის ძე, არავისზე წყრებოდა, ჭებს მიწით რომ უვსებდნენ, არამედ განზე დგებოდა; მერე კი, როდესაც უფალმა ქერის ასმაგი მოსავლით აკურთხა, იგივე ხალხი ევედრებოდა, სტუმრად გვეწვიეო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat