***
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
საქმეთაგან, სიტვათა და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმუნოებისგან, მადლისა და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)
უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს.
***
გულწრფელი და პირდაპირი არც ის არის, ვინც სხვას პირში სიმართლეს ეუბნება; არც ის, ვინც ამას საჯაროდ ამბობს; არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ჭეშმარიტი ცხოვრება, და სულიერი განსჯით საუბრობს მაშინ, როცა საჭიროა იმაზე, რაც საჭიროა.***
განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვის, ვიდრე ტკბილ სიტყვას, როგორც არის მწარე ქინაქინა ვაჟინზე მეტად სასარგებლო.პაისი მთაწმინდელი