***
აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზიციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.წმინდა იოანე ოქროპირი
გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
***
ყველა მიწიერი მწუხარება მომავალი ცხოვრების ნეტარებასთან შედარებით იგივეა, რაც მწერის მიერ ნაკბენის მიწიერი წამიერი ტკივილი.წმინდა ტიხონ ზადონელი
თუ გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7, 14).
წმინდა ნილოს სინელი
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა". ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.
წმინდა ალექსი ბერი