რას გვასწავლის პანდემია? - მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი
რას გვასწავლის პანდემია? - მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ადამიანურად ჩვენზეა დამოკიდებული და მადლობას ვუხდით პასუხისმგებელ პირებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, მთავრობას - მათ, ვინც გვიხსნის, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ რთულ ვითარებაში. არ უგულებელვყოფთ, რომ რეალობა რთულია და ვრჩებით რა ეკლესიის წევრებად, ჩვენ გვაქვს საკუთარი გზა, რომელიც გვეხმარება ცხოვრების გზაზე არსებული განსაცდელების შეფასებასა და ჩვენ სასარგებლოდ გამოყენებაში. ამრიგად, მოდით, წინდახედულად მივუდგეთ ამ განსაცდელსაც, ყველა ზომების დაცვით - საზოგადოებრივი, სამეცნიერო და სხვ. - მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ღვთის, ღვთისმშობლის, ჩვენი ეკლესიის წმინდანთა ნდობით. ეკლესია რთულ ვითარებაში ყოველთვის ლოცვისაკენ მოგვიწოდებს.

მხოლოდ ლოცვას შეუძლია, შეცვალოს მოვლენების მსვლელობა!

კრიტიკული სიტუაციის გადალახვა შესაძლებელია. მისი გადალახვა შესაძლებელია ლოცვით. ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ. გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ლოცვით შეუძლიათ შემოაბრუნონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რადგან მხოლოდ ლოცვას ძალუძს მოვლენების მიმდინარეობის შეცვლა. ყველა სხვა ზომა ადამიანური საქმიანობაა. ესეც კარგია და სასარგებლო, მაგრამ ლოცვას ნამდვილად შეუძლია "ერთ წამში" (ლუკა 4: 5). ყველაფერი შეცვალოს და განაქარვოს განსაცდელი, რომელსაც, სხვათა შორის აქვს პოზიტიური მხარეც, რადგან ის ბევრ რამეს გვასწავლის.


რას გვასწავლის პანდემია?

მოდით, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, მთელი მსოფლიოს ცოდვები!


პანდემია გვასწავლის ჩვენს სისუსტეს. გვასწავლის ადამიანის ამაოებას. გვასწავლის, რომ ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ, წარმავალია. უნდა გვესმოდეს, რომ ღვთის სასუფეველი უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისწრაფება. როგორც უფალი ამბობს წმინდა სახარებაში: პირველ რიგში ეძიეთ ღვთის სასუფეველი. დანარჩენი მოგცემათ უფლისა ჩვენის ქრისტეს მიერ. ღვთის სასუფეველი არის ის, რაც ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ეკლესია მოგვიწოდებს ლოცვითი გმირობისაკენ, სინანულითა და თავმდაბლობით აღვლენილი ლოცვებისაკენ.

მაშ, მოდით, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, მთელი მსოფლიოს ცოდვები! მივაწვდინოთ უფალს მდაბალი და მონანული გულებიდან ამოთქმული ლოცვის ძალა. უფალიც შეისმენს და შეცვლის ისტორიის დინებას.

თუ ვლოცულობთ, მაშინ ყველაფერი იცვლება. თუ არ ვლოცულობთ, მაშინ ჩვენ მივყვებით ადამიანის გზას, რომელიც უცნობია, როგორი იქნება და სად მიგვიყვანს.


ტაძრები ღიაა. ვისაც სურს, მოვიდეს!

ეკლესიები ღიაა. მათში ღვთისმსახურება არ შეწყდება. ჩვენი მღვდლები და ჩვენ ყველანი იმ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც უფალმა დაგვაყენა. როგორც ეკლესიის მოძღვრები, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, მსახურებებს, საღვთო ევქარისტიას მთელი მსოფლიოსთვის. ვისაც სურს, მოვიდეს! ყველას, ვინც გრძნობს უხერხულობას, ძალის ნაკლებობას ან რაიმე სხვა რამეს, იმოქმედოს სიტუაციის საკუთარი გაგების შესაბამისად. ჩვენ არ გვაქვს უფლება, განვსაჯოთ რომელიმე ადამიანი. ჩვენ ვლოცულობთ მთელი მსოფლიოსთვის, მთელი "ადამისთვის", მთელი კაცობრიობისთვის.

ვიღაც იკითხავს: მაგრამ ჩვენ, ისინი, ვინც ეკლესიაში მოვალთ, ავად არ გავხდებით? ავად ჩვენც გავხდებით და ჩვენც გარდავიცვლებით. ვინ გითხრათ, რომ ჩვენ უკვდავები ვართ ამ წუთისოფელში. ნუთუ კორონავირუსი იყო საჭირო იმისათვის, რათა გვცოდნოდა ამის შესახებ, რომ ჩვენ გარდავიცვლებით? ნუთუ კორონავირუსი იყო საჭირო იმისათვის, რათა გვცოდნოდა, რომ ჩვენ ავად გავხდებით?
გახსოვთ, რა თქვა სებასტიის წმინდა ორმოცმა მოწამემ? აღვასრულოთ გულმოდგინებით! რადგანაც მაინც უნდა დავიხოცოთ, უმჯობესია დავიხოცოთ ისე, რომ პირნათელნი ვიყოთ საკუთარ თავთანაც და უფალთანაც.

გვქონდეს სიკვდილის ხსოვნა, რომლის შესახებაც ჩვენმა წმინდა თანამემამულემ ნეოფიტემ თქვა, რომ ღვთისადმი შიში, სიკვდილის ხსოვნამდე აღყვანილი, ყველაზე დიდი მადლია, რადგან ის გვახსენებს, რომ ჩვენ დავუტევებთ ამ ამაო სამყაროს და დავდგებით უფლის წინაშე.


ყველანი აღდგომისკენ მივდივართ

სიკვდილის არავის უნდა შეეშინდეს: ამ შიშისგან უფალმა თავისი სიკვდილით გამოგვიხსნა

რას გვაძლევს ეკლესია? უშიშრობას. სიკვდილის შიშზე გამარჯვებას. ჩვენ ყველას, გამონაკლისის გარეშე, გველის ბიოლოგიური სიკვდილი. მაგრამ არა სულიერი: ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, სიკვდილი არ ემუქრება. "ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე", - ამბობს უფალი. ანუ ის, ვისაც ღმერთის სწამს, სიკვდილს არასდროს იხილავს. ბიოლოგიურად - კი, სულიერად - არა. სწორედ ეს არის, რაც გვაშინებს - სულიერი სიკვდილი, ჩვენი მარადიული განშორება ქრისტესგან. ის გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ ეს არ დაგვემართოს, რადგან ბიოლოგიური სიკვდილი - დროებითი, ხოლო სულიერი სიკვდილი - სამუდამო განშორებაა!
როგორებიც არ უნდა ვიყოთ, წმინდანები თუ ცოდვილნი, ყველანი ბიოლოგიურ სიკვდილის ჭიშკარში შევალთ. როგორებიც არ უნდა ვიყოთ, ყველანი აღდგომისკენ მივდივართ, ქრისტეს აღდგომისკენ, რომელმაც სიკვდილი დასთრგუნა, რის შესახებაც ყოველი აღდგომის ღამეს გვესმის ხოლმე. სიკვდილის არავის უნდა შეეშინდეს: ამ შიშისგან უფალმა თავისი სიკვდილით გამოგვიხსნა. აღარ არის სიკვდილი, არის მარადიული სიცოცხლე, ქრისტე, ღვთის საუკუნო სასუფეველი.

ასეთი რწმენით უნდა გავიაროთ ჩვენთვის გამოგზავნილი განსაცდელი - პანიკის, შიშის, ადამიანური მოსაზრებების გარეშე. მოვუხმოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს დასახმარებლად.

KARIBCHE

ღვთის სიყვარული ამარცხებს შიშს

ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნად ჩვენს ცხოვრებას აქვს გარკვეული "ვადა". მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიკვდილი არის ამქვეყნიური საგნებიდან მარადიულობაში გადასვლა, ღვთის მარადიულ სასუფეველში. დღევანდელი კრიზისი არის ჩვენი რწმენის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი აზრების განსჯა, ღმერთთან - მამასთან კავშირის ხარისხის მაჩვენებელი.

ეკლესია კვლავაც ლოცულობს და ემსახურება ცოცხალ ღმერთს, ყოველგვარი ადამიანური გათვლებისა და ანგარების გარეშე. იგი იმედოვნებს, რომ ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას. არა იმისათვის, რომ უგულებელვყოთ ადამიანთა მცდელობები, არამედ იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიკვდილის შიში. მას კი სიყვარული ამარცხებს. სრულყოფილი სიყვარული განაგდებს შიშს. ღვთის მოყვარულს არაფრის ეშინია. მას ამქვეყნად არც ერთი განსაცდელი არ აშინებს. რადგანაც ღვთის სიყვარული ჭარბობს შიშს და ანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს.


ქრისტეს ნათელის გარეშე სიბნელე აუტანელია

ჩვენს საეპისკოპოსოში, საკათედრო ტაძარში, ისევე როგორც სხვა ეკლესიებში, ყოველ ხუთშაბათს დიდი მწუხრის წინ ან მის შემდეგ, აღესრულება ზეთის კურთხევა სულისა და სხეულის საკურნებლად. ეკლესია განკურნების საშუალებას გვაძლევს საუკუნო ცხოვრებისთვის. ადამიანის მიერ დამზადებულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ეკლესია გვაძლევს სწავლებას ზეთისცხების საიდუმლოზე, რათა მომადლოს ძალა სულსა და სხეულს, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც არ უნდა შეგვემთხვეს.
ქრისტეს სიკვდილით სიკვდილი დაითრგუნაო - ამბობდნენ ეკლესიის წმინდა მამები. მივენდოთ ქრისტეს. მოვუხმოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა მამებს. და ვიაროთ წინ რწმენით და სიმშვიდით. ასე რომ, ჩვენ უნდა ვანუგეშოთ ჩვენი ძმები. იფიქრეთ იმაზე, თუ რა უიმედობაა, რა შიში, რა დაუცველობა, რა საშინელება ცხოვრობს იმ ადამიანთა გულებში, რომლებიც არ არიან გასხივოსნებულნი ქრისტეს ნათლით! ეს მართლაც ტრაგედიაა - ცხოვრება ღმერთის გარეშე! ეს მართლაც ტრაგედიაა - ცხოვრება წმინდა ეკლესიის გარეშე! ქრისტეს გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. ქრისტეს ნათლის გარეშე სიბნელე აუტანელია!

მაშასადამე, ყველას, ვისაც ქრისტე გვწამს და მის წმიდა სახელს მოვუხმობთ, უნდა მივანიჭოთ იმედი, სიხარული, სიმშვიდე, სიმამაცე - ჩვენი ძმების გულებს, მოვუხმოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს დასახმარებლად.


წყარო: Πεμπτουσία



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat