წმინდა იოანე სინელი
(კიბისაღმწერელი)
(კიბისაღმწერელი)
ყურადღებით დაკვირვება, თუ რა ხდება გულში და რას აღმოაცენებს იგი, არის სწორი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საქმე. სწორედ ეს აწესრიგებს როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს. მაგრამ ყურადღებას თან ყოველთვის განსჯა უნდა ახლდეს, რათა კარგად გავაცნობიეროთ, რა ხდება შიგნით და რა მოგვეთხოვება გარეგნულად. ყურადღება არად გვარგია, თუ მას განსჯა არ ახლავს თან.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
ლოცვის თავდაპირველი ნაყოფი ყურადღება და გულისლმობიერებაა. ეს ნაყოფები სწორად აღსრულებული ლოცვის ფონზე, სხვებზე ადრე წარმოჩნდებიან, რამეთუ ეს ლოცვა ფსალმუნთგალობას და სხვა ყველანაირ ლოცვითმეტყველებას აღემატება. ყურადღებისაგან იშვება ლმობიერება, ხოლო ლმობიერებისაგან ღრმავდება ყურადღება. ისინი ერთმანეთს შობენ და აძლიერებენ, ანიჭებენ ლოცვას სიღრმეს და გულს თანდათანობით აცოცხლებენ; ავსებენ მას სიწმიდით, განაშორებენ გაფანტულობასა და მეოცნებეობას. როგორც ჭეშმარიტი ლოცვა, ასევე ყურადღებაც და ლმობიერებაც არსით ღვთისაგან ბოძებულ ნიჭებად ითვლება.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
ყურადღება და ლოცვა, მუდამ ერთმანეთთან შეერთებულნი, ელიას ცეცხლოვანი ეტლის მსგავსად ცად აღამაღლებენ მას, ვისაც ეს ორი სათნოება აქვს.
წმინდა სერაფიმე საროველი