სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ივსებს გულს
სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ივსებს გულს
ბერი პაისი ამა სოფლის სულზე საუბრობს:

- წმიდა მამაო, რად ეძახიან ეშმაკს "ამა სოფლის მპყრობელს"? ის მართლაც ბატონობს სამყაროზე?

- ესღა გვაკლდა სწორედ, რომ ეშმაკი ქვეყნიერებას მართავდეს! როდესაც ეშმაკს "მთავარი ამის სოფლისა" უწოდა, ქრისტეს კი არ უგულისხმია, რომ ის "ქვეყნიერებას მართავს", არამედ ის, რომ იგი ბატონობს ქაოსზე, სიცრუეზე. სხვაგვარად როგორ შეიძლება! განა ღმერთი ეშმაკის ქვეყნიერების მმართველობას დაუშვებს? თუმცა ისინი, ვისი გულებიც ქაოსს, ბიწიერებას არის მიცემული, ემორჩილებიან "სოფლისმპყრობელთა... ამის საწუთოსათა". ანუ ეშმაკი მართავს ქაოსს და იმათ, ვინც ქაოსსა და ქვეყნიურს დამონებია. მართლაც, რას ნიშნავს სიტყვა "ქვეყანა"? მორთულობას, ამაო ზიზილ-პიპილებს. განა ასე არ არის? ამგვარად, ეშმაკი ბატონობს მასზე, ვინც ქაოსს ემონება. ქაოსური ქვეყნიერების მიერ დატყვევებული გული სულს განვითარების საშუალებას არ აძლევს, გონებას კი აბნელებს. და მაშინ ადამიანი მხოლოდ ჰგავს ადამიანს, სულიერად დაუმთავრებელია.

გონება მეუბნება, რომ ჩვენი სულის უდიდესი მტერი, უმეტესი მტერი, ვიდრე თვით ეშმაკი, არის ამქვეყნიური სული. ის ტკბილად გვიზიდავს და საუკუნო სიმწარეში გვტოვებს. ჩვენ რომ თვით ეშმაკი დაგვენახა, საშინელება შეგვიპყრობდა, ღმერთს მივმართავდით და უეჭველად სამოთხისაკენ გავემართებოდით. ჩვენს ეპოქაში შემოვიდა ბევრი რამ ქვეყნიური, ბევრი რამ სულისგან ამის სოფლისა. ეს "სოფლიური" დაარღვევს სამყაროს. როდესაც სოფელი შეიწყნარეს (შინაგანად ამსოფლისაგანნი გახდნენ), ადამიანებმა საკუთარი თავიდან განაგდეს ქრისტე.

- წმიდა მამაო, რად ვერ ვხვდებით, თუ რა დიდი ბოროტების მოტანა ძალუძს სულს ამა სოფლისას და გაგვიტაცებს ხოლმე იგი?

- იმიტომ, რომ ამსოფლიური სული ჩვენში თანდათანობით მკვიდრდება. როგორც ის ზღარბი, კურდღლის სახლში რომ მივიდა: თავდაპირველად მან კურდღელს მხოლოდ ქოხში თავის შეყოფა სთხოვა, რათა წვიმაში არ დასველებულიყო, შემდეგ ერთი თათი შემოაპარა, მერე მეორე, ბოლოს დაიპყრო ქოხი და კურდღელი ნემსების ჩხვლეტით გააძევა. ასევე, ამსოფლიური სიბრძნე მცირე დათმობებით გვატყუებს და თანდათანობით გვეუფლება. ბოროტება ჩუმ-ჩუმად მიდის წინ, აშკარა ნახტომებს რომ აკეთებდეს, ჩვენ არ მოვტყუვდებოდით. როდესაც ცელქი ბიჭები ბაყაყს მდუღრავენ, წყალს წვეთწვეთობით ასხამენ, რადგან თუ ერთბაშად დაასხამენ, ის გადახტება და საშიშროებას განერიდება. ხოლო თუ ცოტაოდენ მდუღარეს იგრძნობს, თავდაპირველად შეკრთება, შემდეგ კი დამშვიდდება. თუ ისევ ცოტცოტაობით დასხმას განაგრძობენ, თავდაპირველად კვლავ შეშფოთდება, მაგრამ ნელ-ნელა ისე მოიხარშება, ვერც გაიგებს. "რა გჭირს, ბაყაყო, მდუღარეს გასხამენ, ისკუპე და გაიქეცი!" არა, არ გარბის, იბერება, იბერება და ბოლოს იმდუღრება. ასევე იქცევა ეშმაკი. ის "მდუღარეს გვავლებს" წვეთწვეთობით, ხოლო საბოლოოდ, ჩვენ რომ ვერ გავიგებთ, ისე აღმოვჩნდებით "დამდუღრულები".

პატივი სულიერ მშვენიერებას უნდა მივაგოთ
სული, რომელიც ნივთიერი სამყაროს მშვენიერებითაა მოხიბლული, ამტკიცებს, რომ მასში ამსოფლიური სული ცოცხლობს. ამიტომ იგი შემოქმედით კი არა, ქმნილებითაა გატაცებული, არა ღმერთით, არამედ თიხით. ის, რომ ეს თიხა სუფთაა და ცოდვის ბიწი არ შეხებია, არაფერს ნიშნავს. გატაცება ამსოფლიური სილამაზით, რომელიც თუმცა ცოდვისმიერი არ არის, მაინც ამაოებად რჩება. გული დროებით სიხარულს გრძნობს, რომელიც საღვთო ნუგეშს, შინაგან აღფრთოვანებას, სულიერ ზეიმსაა მოკლებული. როდესაც ადამიანს სულიერი მშვენიერება უყვარს, ივსება და იხვეწება მისი სულიც.

ადამიანი და განსაკუთრებით ბერი საკუთარ შინაგან უბადრუკობას რომ ხედავდეს, გარეგნულ სილამაზეს აღარ გამოეკიდებოდა. სული ისეთი დაბინძურებული და დასვრილია, ჩვენ კი, მაგალითად, ტანსაცმელზე ვზრუნავთ. გარეგნულად სუფთები ვართ, მაგრამ შიგნიდან? ჯობია არც ვიკითხოთ. ამიტომ ყურადღებას რომ აქცევდეს საკუთარ სულიერ უწმინდურობას, ადამიანი იმაზე აღარ დაკარგავდა დროს, რომ სკრუპულოზურად, უკანასკნელ უმცირეს ლაქამდე ეწმინდა სამოსი. მთელი გარჯა სულის, შინაგანის გასუფთავებისკენ უნდა მივმართოთ და არა გარეგნული სილამაზისკენ. უპირატესობა ამაო სილამაზეს კი არ უნდა მივანიჭოთ, არამედ სულის მშვენიერებას. უფალმაც ხომ თქვა, რომ მთელი სოფელი არ ღირს მხოლოდ ერთი ადამიანის სულად.

ამსოფლიური სურვილები
ის, ვინც საკუთარ გულს არ ალაგმავს და ისეთი ნივთიერი სურვილებისკენ ექნება მისწრაფება, რომელთა გარეშეც შეიძლება არსებობა (ხორციელ ვნებებზე ხომ საუბარიც არ არის), ვინც გონებასა და გულს არ მოიკრებს, რომ ისინი სულთან ერთად ღმერთს მიუძღვნას, ორმაგი უბედურება ელის.

- წმიდა მამაო, როცა რაიმეს ისურვებ, ეს ყოველთვის ცუდია?

- არა, გულის სურვილები თავისთავად ბოროტება არ არის. მაგრამ რაღაც, თუნდაც არაცოდვისმიერი, რომელიც გულის ნაწილს დაიპყრობს, ქრისტესადმი ჩემს სიყვარულს ამცირებს. და ასეთი უცოდველი სურვილიც ბოროტებად იქცევა, რადგან მისი საშუალებით ბოროტი ქრისტესადმი სიყვარულს უშლის ხელს. როდესაც რაიმე სასარგებლო ნივთის მიღება მსურს, მაგალითად, წიგნის, და ეს სასარგებლო ნივთი ჩემი გულის თუნდაც მცირე ნაწილს იპყრობს, ასეთი სურვილიც არ არის კეთილი. რატომ უნდა დაატყვევოს წიგნმა ჩემი გულის ნაწილი? რა სჯობს - გვინდოდეს წიგნი თუ გვწყუროდეს ქრისტე? ადამიანის ნებისმიერი სურვილი, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს იგი, აუცილებლად უფრო დაბლა დგას, ვიდრე წყურვილი ქრისტესი ან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. განა შეიძლება ღმერთი არ განვიცადო სრულად, თუკი მას მთელ გულს მივცემ? ღმერთი ადამიანის გულს ეძებს: "შვილო, მე მომეცი შენი გული". და თუ ადამიანი მისცემს გულს, მაშინ ღმერთი იმას მიჰმადლებს, რაც მის გულს უყვარს - თუ ეს მისთვის საზიანო არ იქნება. გულს ტყუილუბრალოდ არ ფლანგავ მხოლოდ მაშინ, როცა მას ქრისტეს უძღვნი და ამქვეყნად მარტო ქრისტეში მოიპოვებს ადამიანი საღვთო სიყვარულის სამაგიეროს, ხოლო იმქვეყნად მარადიულ საღმრთო სიხარულს.

უნდა გავურბოდეთ ამსოფლიურ საგნებს, რათა მათ ჩვენი გულები არ დაიპყრონ. მხოლოდ უბრალო ნივთებს უნდა ვიყენებდეთ, ისეთებს, ჩვენს მოთხოვნილებებს რომ აკმაყოფილებს. ამასთან, იმაზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული საგნები საიმედო იყოს. როცა გვსურს, რაიმე ლამაზი ნივთით ვისარგებლოთ, ამ სილამაზეს გულს ვუძღვნით. ღმერთისთვის გულში ადგილი აღარ რჩება. მაგალითად, როდესაც რომელიმე სახლს ჩაუვლი და ხედავ მის მდიდრულ მორთულობას, მასში შენს გულს ტოვებ. ანდა მაღაზიაში სათვალის ლამაზ ჩარჩოს ხედავ და მისი ყიდვა გინდება. თუ არ იყიდი, გულს იმ მაღაზიაში ტოვებ, ხოლო თუ იყიდი და ატარებ, შენი გული აღძრული იქნება ამ ჩარჩოს მიმართ და მიეჯაჭვები მას. განსაკუთრებით ამ ანკესზე ქალები წამოეგებიან ხოლმე. ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელიც თავის გულს ამაოებაზე არ განაბნევს. ეშმაკი მათ მდიდარ გულებს ყოველივე ამსოფლიურის, ფერადის, ბრწყინვალის საშუალებით ძარცვავს. თუ ქალს თეფში მიუნდა, ცდილობს, ყვავილებიანი მოძებნოს, შეიძლება იფიქრო, უყვავილოზე თუ შეჭამს, მისი ულუფა დამჟავდება! ზოგიერთი სულიერი ქალბატონი კი სადმე ნახავს რაიმე სერიოზულ სურათს, მაგალითად, ორთავიან (ბიზანტიურ) არწივს ან რაიმეს ამდაგვარს. შემდეგ კი კითხულობენ: "რატომაა, რომ ყოველივე სულიერის მიმართ უგრძნობები ვართ?" კი მაგრამ, რა უნდა იგრძნო, როდესაც შენი გული კარადებითა და ლამბაქებითაა დანაგვიანებული? შენ გული არა გაქვს, გაქვს მხოლოდ ხორცის ნაჭერი - გულის კუნთი, რომელიც საათის მსგავსად ძგერს შენსავე მკერდში. ხოლო გულის ასეთი მექანიკური მოძრაობა მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ ფეხი გადადგა. რადგან გულის ერთი ნაწილი ერთისკენ მიდის, მეორე - მეორისკენ და ქრისტესთვის აღარაფერი რჩება.

ამსოფლიური სიხარული - ნივთიერი სიხარულია
- წმიდა მამაო, ხშირად ერის ადამიანები ამბობენ, რომ ყოველგვარ სიკეთეს ფლობენ და მაინც რაღაცნაირ სიცარიელეს განიცდიან.

- ჭეშმარიტი, წმიდა სიხარული ქრისტეს სიახლოვეს მოიხვეჭება. როდესაც ლოცვით შეუერთდები მას, ნახავ, რომ შენი სული ივსება. ერის ადამიანები სიხარულს ტკბობაში ეძიებენ. ზოგიერთი სულიერი ადამიანი სიხარულს საღვთისმეტყველო დისპუტებში, საუბრებსა და სხვა ამგვარ რამეში ეძებს. მაგრამ, როდესაც საღვთისმეტყველო მსჯელობებს ამთავრებენ, მათში სიცარიელე რჩება და ეკითხებიან საკუთარ თავს, რა გააკეთონ შემდეგში; როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის საქმე, რომელსაც აკეთებს - ცოდვილი თუ ნეიტრალური - შედეგი ერთია... ჯობდა, წასულიყავი და დაგეძინა, რომ დილით ფხიზელი გონებით დაგეწყო სამუშაო.

სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ავსებს თავის გულს. ასეთ ადამიანს შფოთი ეწყება. სულიერ ადამიანებში ერული სიხარული შეშფოთებას აღძრავს. ერული სიხარული მდგრადი და ჭეშმარიტი არ არის. ეს დროებითი, წარმავალი სიხარულია, სიხარული ნივთიერი, არასულიერი. ერული სიხარული ადამიანის სულს ვერ დამუხტავს, მხოლოდ დაანაგვიანებს. როდესაც სულიერ სიხარულს განვიცდით, ნივთიერ სიხარულს აღარ მოვინდომებთ. ერული სიხარული კი არ აღადგენს, არამედ წარიტაცებს სულიერი ადამიანის მთელ ძალებს. შეიყვანე სულიერი ადამიანი ერულ აპარტამენტებში - ის იქ ვერ დაისვენებს. თვით ერის ადამიანსაც მხოლოდ ეჩვენება, რომ ისვენებს, სინამდვილეში კი იტანჯება. გარეგნულად იხარებს, მაგრამ ეს მას შინაგან კმაყოფილებას ვერ ანიჭებს და იტანჯება.

- წმიდა მამაო, მეტად ჭირს სუნთქვა ამ ერულ წესრიგში.

- ადამიანებს სუნთქვა უჭირთ, მაგრამ თავადვე სურთ ეს სივიწროვე. როგორც ბაყაყი, ის ხომ თავად ხტუნაობს და პირში უვარდება გველს, გველი ტბის სიახლოვეს დარაჯობს მას და თვალმოუშორებლად შესცქერის. გველის ცქერაში საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, ბაყაყი მოჯადოებულივით ყიყინით მიხტის მისკენ და მის ხახაში ხვდება. გველი შხამავს მას, რათა წინააღმდეგობის უნარი დააკარგვინოს. აქ კი იწყებს ბაყაყი ყიყინს, მაგრამ რომც მიხვიდე, მიეხმარო და გველი გააგდო, ბაყაყი მაინც განწირულია, რადგან შხამითაა მოწამლული.

- წმიდა მამაო, რატომ ახარებთ ადამიანებს ამსოფლიური საგნები?

- თანამედროვე ადამიანები მარადიულობაზე არ ფიქრობენ, თავმოყვარეობა ეხმარებათ მათ, დაივიწყონ, რომ ყველაფერს დაკარგავენ, მათ ვერ გაუცნობიერებიათ ცხოვრების უღრმესი აზრი, არ უგრძნიათ სხვა, ზეციური სიხარული. ამ ადამიანების გულები სიხარულით არ მიემართება რაღაც უმაღლესს. მაგალითად, შენ აძლევ ადამიანს გოგრას. "რა შესანიშნავი გოგრაა!" - შესძახებს იგი. შენ აძლევ მას ანანასს. "უჰ, რა ქერცლი აქვს ამ ანანასს!" - ამბობს იგი და ანანასს აგდებს, რადგან მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ან უთხარი თხუნელას: "რა მშვენიერია მზე!" ის ისევ მიწაში მიძვრება. ისინი, ვისაც ნივთიერი სამყარო აკმაყოფილებს, უგუნურ ჩიტებს ჰგვანან, რომლებიც კვერცხებში უხმაუროდ სხედან, ნაჭუჭის გატეხასა და გარეთ გამოსვლას არ ცდილობენ, რათა გაიხარონ მზით - სამოთხისეული ცხოვრებისკენ ზეციური გაფრენით, არამედ გაუნძრევლად მსხდარნი კვერცხის ნაჭუჭშივე იხოცებიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat