წმინდა პეტრე დამასკელი
ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას.
ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი - ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადამიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი ცხოველებთან აახლოებს.
ვერცხლისმოყვარე ღვთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა.
მღვდელი ნ. სოკოლოვი
ისმინეთ ყოველთა ვერცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაისითა. ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო და ესოდენი სწავლანი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაი მიეღო, და ამას ყოველსა ზედა, ვინაითგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა შთავარდა, რაიმე ვყოთ ჩუენ, უმეცართა მათ, რომელნი მარადის ამის საწუთროისადა შემსჭუალულ ვართ?
* * *
შეუძლებელია ვერცხლი და სული (ღვთისა) ერთდროულად გიყვარდეს.წმინდა იოანე ოქროპირი
ჯოჯოხეთი არ იტყვის: "კმარა" (იგავნი 30,16) და მომხვეჭელი არ აღიარებს: "საკმარისია".
* * *
შეძენის სურვილი მშობლებში ხშირად ბუნების ხმას ახშობს, ძმებში ჩხუბს იწვევს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს - მეკობრეებით, ქალაქებს კი ცილისმწამებლებით.წმინდა ბასილი დიდი