წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული.
ღირსი ილარიონ ოპტელი
მრისხანება და ჯიუტობა უგუნურთა ძალაა.
* * *
მრისხანება მრისხანებით არ განიკურნება.* * *
აყვედრი ვინმეს თუ სჯი, შინაგანად გიყვარდეს იგი.* * *
თვით მხეცების მიმართაც კი არ უნდა იყო მხეცი.* * *
ვინც საკუთარ თავს არ აყვედრის, მას მრისხანება სძლევს.* * *
ნუ მისცემ საშუალებას მრისხანებას, შენს ხორხამდე მიაღწიოს.* * *
საკუთარი თავის გარდა ნურავის გაუბრაზდები და განურისხდები."სულიერი მდელო"
მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა.
ნეტარი იერონიმე
მრისხანება დაფარული სიძულვილის ხსოვნაა, ე.ი. ბოროტმეხსიერება.
წმინდა იოანე სინელი
განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს.
წმინდა ნილოს სინელი
არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა.
წმინდა ტიხონ ზადონელი