წმინდა იოანე ოქროპირი
ადამიანის ბუნება არამდგრადი და ხრწნადია... ცხოვრების არსი მარადიული სიცოცხლისკენ სწრაფვაშია; სიკვდილს მხოლოდ ცოდვა შობს და სხვა ყველაფერი, რაზეც ადამიანები ფიქრობდნენ, სიზმარი და მოჩვენებაა, ფუჭი და ამაო ოცნებაა, რომელიც სულს ატყუებს. თუ ასე განვსჯით, მაშინ სიცოცხლეს აღარ მივეჯაჭვებით და სიკვდილი აღარ დაგვამწუხრებს; რა არის საშინელი იმაში, რომ ჭეშმარიტ და უბიწო ცხოვრებაში უნდა გადავსახლდეთ?!
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ჩვენთვის თუმცა დაფარულია ღვთის განგებულება, მაგრამ ყველაფერი, რაც ყოვლადბრძენი და კაცთმოყვარე ღვთის განჩინებით ხდება, უსათუოდ მოსაწონი უნდა გახდეს. ღმერთმა უწყის, ვისთვის რა უფრო სასარგებლოა და რატომაა ჩვენთვის საჭირო სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობა. ზოგიერთები ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან, სხვანი კი ხანგრძლივად ცხოვრობენ მრავალსალმობიერი სიცოცხლით; ამის მიზეზი კი კაცთათვის მიუწვდომელია.
წმინდა ბასილი დიდი
ჰოი, უფალო, სიბრძნითა გამოუკვლეველითა განსაზღვრებ ცხოვრებასა და წინასწარ ჰხედავ სიკვდილსა და სხვად ცხოვრებად მისცვალებ მონათა შენთა.
სულისთვის სასიკეთოდ, ამპარტავნებისა და მზვაობრობის შესამუსრად უფალმა სხეული ხრწნადი გახადა.
წმინდა თეოფანე გამომეტყველი