***
"განა ვერ ხედავთ, როგორ მივაცილებთ მიცვალებულს?! ფსალმუნთა გალობით როგორ გამოვხატავთ ღვთისადმი მადლიერებას?! - ახალი სამოსით ვმოსავთ მას ნიშნად ჩვენი მომავალი უხრწნელებისა, ვცხებთ მირონსა და ზეთს და გვწამს, რომ ნათლისღების წმინდა მირონი თან გაჰყვება და შეეწევა; ვაცილებთ სურნელოვანი გუნდრუკით და ანთებული სანთლებით და გამოვხატავთ, რომ ამ შავბნელი ცხოვრებიდან იგი ჭეშმარიტ ნათელში გადაინაცვლებს. კუბოს მივმართავთ აღმოსავლეთისაკენ და ასე მივანიშნებთ განსვენებულის აღდგომას". ***
"თუ ჩვენ იმის გამო ვწუხვართ და ვტირით, რომ გარდაცვლილი უღირსი ადამიანი იყო, არ არის სწორი. ამის გამო, პირიქით, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რადგან სიკვდილმა შეწყვიტა ამ ადამიანის ბოროტების გზით სვლა; ხოლო თუ იმიტომ ვტირით, რომ ეს ადამიანი კეთილი და სულგრძელი იყო, ესეც უნდა გვიხაროდეს, რომ მას უკვე მოუწოდა ღმერთმა: "რათა არა უკეთურებამან სცვალოს გულისხმისყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი" (სიბრძ. 4,11); ახლა კი მან გადაინაცვლა იქ, სადაც აღარ არსებობს საშიშროება იმისა, რომ მისი სული შეიცვლება; ან იქნებ იმიტომ ტირი, რომ ახალგაზრდა იყო?! განა ამის გამო უფრო არ უნდა ადიდო უფალი, რომ მას ასე მალე მოუწოდა უკეთესი ცხოვრებისაკენ?! ან იქნებ ის გატირებს, იგი მოხუცი რომ იყო? ამისთვისაც მადლობა შესწირე უფალს".წმინდა იოანე ოქროპირი
"ადამიანის ბუნება არამდგრადი და ხრწნადია... ცხოვრების არსი მარადიული სიცოცხლისკენ სწრაფვაშია; სიკვდილს მხოლოდ ცოდვა შობს და სხვა ყველაფერი, რაზეც ადამიანები ფიქრობდნენ, სიზმარი და მოჩვენებაა, ფუჭი და ამაო ოცნებაა, რომელიც სულს ატყუებს. თუ ასე განვსჯით, მაშინ სიცოცხლეს აღარ მივეჯაჭვებით და სიკვდილი აღარ დაგვამწუხრებს; რა არის საშინელი იმაში, რომ ჭეშმარიტ და უბიწო ცხოვრებაში უნდა გადავსახლდეთ?!"
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
"ჩვენთვის თუმცა დაფარულია ღვთის განგებულება, მაგრამ ყველაფერი, რაც ყოვლადბრძენი და კაცთმოყვარე ღვთის განჩინებით ხდება, უსათუოდ მოსაწონი უნდა გახდეს. ღმერთმა უწყის, ვისთვის რა უფრო სასარგებლოა და რატომაა ჩვენთვის საჭირო სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობა. ზოგიერთები ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან, სხვანი კი ხანგრძლივად ცხოვრობენ მრავალსალმობიერი სიცოცხლით; ამის მიზეზი კი კაცთათვის მიუწვდომელია".
წმინდა ბასილი დიდი
"ჰოი, უფალო, სიბრძნითა გამოუკვლეველითა განსაზღვრებ ცხოვრებასა და წინასწარ ჰხედავ სიკვდილსა და სხვად ცხოვრებად მისცვალებ მონათა შენთა".
***
"სულისთვის სასიკეთოდ, ამპარტავნებისა და მზვაობრობის შესამუსრად უფალმა სხეული ხრწნადი გახადა".წმინდა თეოფანე გამომეტყველი
"ილოცე მიცვალებულთათვის, რომ მათ, როდესაც ნეტარ ცხოვრებაში შევლენ, შენთვის ილოცონ".
***
"ყოველ გაზაფხულზე, როდესაც დედამიწაზე ახალი ცხოვრება მოევლინება, აღდგებიან მცენარეები და ათასობით გაყინული, მკვდარი მწერი გაცოცხლდება. განა მიწა არ წარმოადგენს საყოველთაო აღდგომისა და ახალი უკვდავი ცხოვრების წინასახეს?"წმინდა ეფრემ ასური
"როგორც ყვავილებს აჭკნობს სიცივე, ასევე ცოდვილი აზრები და სურვილები სუსტებიან სიკვდილზე ფიქრში".
ამბა ისაია
"რა არის მორწმუნისათვის საფლავი, რომელშიც მიცვალებულის სხეული განისვენებს? - მხოლოდ ვიწრო კარი, რომლის გავლითაც სული, რომელმაც სხეული დატოვა, გადადის უმაღლეს სამყაროში და ნაპრალებს შორის მარადიული სიცოცხლის სამოთხისეული შუქი ციალებს".
წმინდა ისააკ ასური