წმინდა თეოფანე დაყუდებული
სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.
ბერი ზოსიმე
ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომლებიც შენ არ გეხება.
ამბა აღათონ ეგვიპტელი
მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც, წმინდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ "ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით".
გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს გულს და სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
სერგი ნილუსი
ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა თამარი (მარჯანიშვილი)
მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე. თუ მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო იქნება.
წმინდა ნილოს სინელი
ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)