ფიოდორ დოსტოევსკი
"ქრისტიანობის ისტორია არის გონებისა და გულის სფეროში სრულიად ახალი ქმნადობის პროცესი, კაცობრიობის სინამდვილეში უმაღლესი იდეებისა და ყველაზე სასიკეთო ძალების განვითარების ისტორია".
* "სკოლა, რომლისთვისაც ბევრი იღვაწეს კლიმენტი ალექსანდრიელმა და მისმა მსგავსმა მამებმა, მიზნად ისახავდა, ქრისტიანები აღეჭურვა უმაღლესი ღვთისმეტყველებით, რათა მათ შესძლებოდათ ქრისტიანული სწავლების ახსნა, დაცვა და მცდარი ფილოსოფიური მოსაზრებების გაბათილება".
კონსტანტინე სკვორცევი, კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორი
"მეცნიერება დაღონებულია, ვერ ხვდება, რა ძალუძს მას იცოდეს და რა - არა. რელატივიზმი ყველა სფეროს ედება. ზოგიერთებისთვის ეს ეჭვი და რელატივიზმი აბსურდის ფილოსოფიამდე მიდის".
* "ვერავინ გაბედავს თქვას, რომ წმინდა მამები და საერთოდ, მართლმადიდებლობა "მეცნიერებას ეწინააღმდეგება", ანუ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ცოდნას, რომელიც, ფაქტობრივად, არის ცოდნა სამყაროს შესახებ. ღმერთი არის შემოქმედი სამყაროსი და წყარო გამოცხადებისა. ამდენად, შეუძლებელია თეოლოგიასა და მეცნიერებას შორის იყოს რაიმე კონფლიქტი, - ორივე მათგანი ჭეშმარიტია და თითოეული რჩება იმ სფეროში, რომელსაც თავისი არსით განეკუთვნება".
სერაფიმე როუზი
"ეკლესია არ არის ფილოსოფიური სკოლა. ის არის ახალი კაცობრიობა, სიყვარულის ახალი მადლმოსილი ორგანიზმი. ის არის ქრისტეს სხეული".
წმინდა მოწამე არქიეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი)