ღმერთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქეებად შეგვქმნის, ხოლო ამა სოფლის სიყვარული - ბაბილონის მოქალაქეებად
ღმერთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქეებად შეგვქმნის, ხოლო ამა სოფლის სიყვარული - ბაბილონის მოქალაქეებად
სიყვარულის ორგვარი სახეობა ორგვარსავე მოქალაქეობას აღმოაცენებს მთელ ქვეყნიერებაზე: ღმერთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქეებად შეგვქმნის, ღვთის ქალაქისა, ხოლო ამა სოფლის სიყვარული - ბაბილონის მოქალაქეებად, ანუ ეშმაკის ქალაქისა. მაშ, დაე, ყოველმა ჩვენგანმა თვითვე ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ ვინ და რა შეჰყვარებია მას და ასე გულისხმა-ჰყოს, თუ რომელი ქალაქის მოქალაქე შექნილა - ღვთის ქალაქისა თუ ეშმაკის ქალაქისა!

* ჩვენ, ყოველნი ადამიანნი მკვდრეთით აღვდგებით უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლის ჟამს, რადგან ჩვენი სულები ხელმეორედ შეუერთდებიან ჩვენს სხეულებს, რომლებიც უკვდავნი შეიქნებიან და უხრწნელებასაც შეიმოსავენ, და ასე წარვდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე. ეშმაკი, მისი დემონები, ანტიქრისტე და უკეთური ადამიანები საუკუნო ცეცხლს მიეცემიან, არა ნივთიერს, როგორიც აწ გვაქვს და ვიცით, არამედ უნივთოს, ისეთს, როგორიც ერთმა ღმერთმა იცის.
წმინდა იოანე დამასკელი

* როცა ჯეროვნად ვდიდებისმეტყველებთ და გვიყვარს უფალი ღმერთი, მაშინ საქმეებითაც ღირსსაფერად უნდა განვაცხადოთ ჩვენი ეს სიყვარული, რათა აღთქმული ქვეყანა ღირსეულად დავიმკვიდროთ და შევიძინოთ საუკუნო ნეტარი ცხოვრება ცათა სასუფეველში ღმრთისა თანა.
წმინდა გრიგოლ პალამა

ცათა სასუფეველი ღმრთივ ქმნილი სჯულის კარვის მსგავსია, რამეთუ მასაც მომავალ საუკუნეში, მოსეს სჯულისკარვის მსგავსად, ორი კრეტსაბმელი ექნება: პირველში ისინი შევლენ, ვინც საღვთო მადლით იქნებიან შემოსილნი, მეორეში კი - მხოლოდ სრულყოფილნი შეაღწევენ.

* სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა - არის სრული უვნებობა, რომელიც, ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.

* მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმინდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმინდის მადლის მიერ წარმოითქმება.

* მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.

* მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმინდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხი ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმენდასა და ზრდაში.

* ყველა კეთილმსახური მეფე და მღვდელი ამქვეყნად - ცხებულია ახალი მადლით, მსგავსად იმისა, როგორც მათ პირველსახედ ცხებულ-იქმნებოდნენ უწინ ძველნი. რამეთუ ისინი წინასახენი იყვნენ ჩვენი ჭეშმარიტებისა და ჩვენც წინასწარ მოგვასწავებდნენ, უფლის ჭეშმარიტ ერს, ჭეშმარიტ ისრაელს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს. ცხება კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთისაგან ცხებული ადამიანი - წმინდა და უვნებო - მთლიანად, მთელი არსებით საბოლოოდ მიეძღვანება ღმერთს. ასე იყო, არის და იქნება მარადის, საუკუნოდ, ამინ.
წმინდა გრიგოლ სინაელი

ჩვენ ყველას... ერთი სამშობლო გვაქვს - ზეციური იერუსალიმი, რომელშიც დაცულია ჩვენი საუკუნო ცხოვრება. ყოველნი ერთი გვარ-ტომისა და წარმოშობისა ვართ: თუკი ქვენას, ამქვეყნიურს მოვიხილავთ, ეს მიწაა, მტვერი, ხოლო თუკი უზენაესისაკენ მივაპყრობთ მზერას, ეს ღვთაებრივი სულია, რომლის თანაზიარნიც ჩვენ შევიქენით, რომლის შენარჩუნებაც ჩვენ აღთქმად მოგვეცა და რომლითაც ჩვენ უნდა წარვდგეთ კიდეც უფლის სამსჯავროს წინაშე, რათა პასუხი მივცეთ ღმერთს მასზე, თუ როგორ შევინარჩუნეთ ჩვენი ზეციური კეთილშობილება და ხატი და მსგავსება ღმრთისა. ამიტომ კეთილშობილი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ჯეროვნად და ღმერთის სათნოდ დაუცავს თავის არსებაში ეს ღვთაებრივი სული, ანუ მსწრაფველად პირველსახისაკენ, ღვთის ხატისაკენ. და ამგვარადვე, კეთილშობილი სულაც არ არის ის ადამიანი, ვისაც მანკიერებებით შეუბილწავს თავის არსებაში ეს ღვთაებრივი სული, შეუგინებია იგი და მის ნაცვლად უცხო რამ სახე - გველის ხატი და მსგავსება შეუძენია. ხოლო ეს ქვენა, ამაქვეყნიური სამშობლონი და გვაროვნული კეთილშობილებანი მხოლოდ ერთგვარი თავშესაქცევია ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრებისა - წუთისოფლისა, ანუ ერთგვარი სახიობაა, რამეთუ მამულადაც აკი ჩვეულებრივ ის იწოდება, რაც თითოეულმა ან ძალადობით მიიტაცა თავიდან, ანდა საკუთარი შეჭირვებითა და მუშაკობით მოიპოვა, და აქ, ამაქვეყნიურ სამშობლოებში ჩვენ ყველანი ერთნაირად უცხონი და მსხემნი - ებრაელნი ვართ, რაოდენ სხვადასხვა სახელსა და წოდებას არ უნდა ვიგონებდეთ და წაღმა-უკუღმა ვატრიალებდეთ!
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.

* აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

* რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.

* ამქვეყნიური ჩვენი დაშვრომა და ტანჯვა დროისმიერაა სამძიმო, მოსვენება კი მათ შემდგომ დაუსრულებელია, დროის გარეშეა სანეტარო. მაშ, დავშვრეთ მცირეოდენ, რათა სამარადისოდ მოვისვენოთ. აქ, ამქვეყნად ნუ ვეძიებთ მოსვენებას, რადგან ჭეშმარიტ მოსვენებას ვერ ვიპოვით მასში, არამედ იმქვეყნად, ცათა შინა მოველოდეთ მას, სადაც საუკუნოდ დავიმკვიდრებთ ნეტარ სიმშვიდესა და მოსვენებას.

* საკუთარი თავის მკვლელია ის, ვინც თავის არსებას უღირსად შეიქმს საუკუნო ცხოვრებისათვის ცათა სასუფეველში.

* უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

* ყველას სურს ზეცად აღსვლა და საღვთო ნეტარების დამკვიდრება, მაგრამ ამ სურვილის აღსრულება საქმეებით უნდა მოხდეს! რამეთუ ყველა ვაჭარსაც სურს გამდიდრება, მაგრამ ამისთვის ისინი ოდენ თავიანთი სურვილით როდი კმაყოფილდებიან, არამედ შესაბამის საქმეთაც იქმან - ნავთ მოამზადებენ, ზღვათაც გადასცურავენ, ოქროსაც სესხულობენ და უცხო ქვეყნებსაც მოივლიან. ასევე ჩვენც უნდა საქმედ ვაქციოთ ჩვენი სურვილი და მხნედ განვვლოთ ის ზღვა, რომელიც ქვეყნიდან - ქვეყნად კი არ მიგვიყვანს, არამედ ამა ქვეყნიდან - ზეცად აღგვამაღლებს. ამისთვის კეთილ, მარჯვე მესაჭედ გადავაქციოთ ჩვენი გონება და კეთილ მენიჩბეებად მივცეთ მას ჩვენი უვნებობა და სათნოებანი, რათა ჩვენი სულის ნავი არც ქვეყნიურ საზრუნავთაგან ჩაიძიროს და არც ამპარტავნების ქარიშხლით მიმოდაიტაცებოდეს... და თუკი ასეთი იქნება ჩვენი ნავი, მაშინ კეთილად გადავცურავთ ამა ქვეყნის მღელვარე ზღვას და მშვიდობით მივაღწევთ ყოვლად მშვიდ ნავსაყუდელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც სიხარულით შეგვიწყნარებს...
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat