ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს
ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს
თუ კაცი უკან, შორს იმისთვის დადგა, რომ მყუდროდ იყოს, თვალები და გონება არ გაეფანტოს და მეტადრე სიმდაბლით და მორიდებით ილოცოს, ეს მადლი იქნება; მაგრამ როცა ზოგიერთი უკანა კარების სიახლოვეს იმისთვის დგება, რომ ლოცვის დამთავრებას არ დაელოდოს და მალე წავიდეს, ეს ცოდვაა; ტაძარში წინ დადგომა ცოდვა არ არის, თუკი კაცი ამას ამპარტავნებით არ აკეთებს. ზოგიერთი წინ იმისთვის დგება, რომ ლოცვები უკეთ გაიგონოს და სამღვდელო მოქმედება კარგად დაინახოს. ეკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ვინც ტაძარში ყოველთვის უკრძალველად იქცევა, ხმამაღლა ლაპარაკობს, წირვას, კითხვასა და გალობას არ ისმენს, იგი ბეჯითად და კეთილად ვერც სხვა ქრისტიანულ მოვალეობებს ვერ აღასრულებს.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს "სჭირდება". პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

* სახლი ღვთისა არის "სახლ სალოცველ" და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა".

* ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

* ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყაროს. მაგალითად: "ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ". ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

* ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შემდეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები - მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ, პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

* თუ უძლურებაში ხართ, ანდა ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

* ღვთისმსახურებისას ეცადეთ, ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღვთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღვთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

* მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

* ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8). მხოლოდ წმინდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

* ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა, რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

* იმისათვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, იგი "თქვენია", იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა იაროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრად ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.
"ანბანი მართლმადიდებლობისა"

დღეს ბევრი მართლმადიდებელი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით. ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა, მაგრამ რაღაც აკავებს, რომ მივიდეს ეკლესიაში. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: "მართალია, აუცილებელია ეკლესიაში მისვლა, მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ. დღეს ამისთვის მზად არ ვარ".

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად, უმეტესობა - მოულოდნელად. მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც. თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ, რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში. კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა, იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს. ასე რომ, ხვალ კი არა, დღესვე, ამ წუთშივე წადით მოძღვართან, რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ვინც ეკლესიაში მოვა, ყველა გადარჩება, მაგრამ წმინდა მამათა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა, ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება. ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით, იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა.
არქიმანდრიტი ხარლამპი
ვასილოპულოსი
ბეჭდვაელფოსტა
06.07. 2019
......??
ანუ ის ვინც ტაძარში დადის დიდ სანთლებს ანთებს გადარჩება ვინც არ დადის მაგრამ გული სიყვარულით აქვს სავსე არა? გაურკვევლობაში ვარ ძალიან. ბევრი ვიცი ლოცულობს მრევლია მაგრამ ღვარძლში იხრჩობა. ანუ ვინ გადარჩება ზოგი ისე მიდის ამ ქვეყნიდან ნაზიარებიც არაა და ეკლესიაში დღესასწაულებზეა მარტო შესული თუმცა კეთილი საქმეებით არ ჩამოუვარდება მრევლს.
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat