* მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
* არიან ეშმაკები, რომლებიც წმინდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან, და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცდუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.
* თუკი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლის შემძლებელი, ჰეროდეს ხორციელად განეშორა, - ისწავლონ ამპარტავნებმა, რომ საკუთარი ნებით თავი განსაცდელში არ ჩაიგდონ, რამეთუ თქმულია: "ნუ მისცემ შეძვრად ფერხსა შენსა, და არა რულეს მცველსა შენსა" (ფსალმ. 120,3).
* ეშმაკები ხშირად მცირე საქმეთაგან განგვაშორებენ, რომელთაგან სარგებელს მივიღებდით, და მძიმე და ჩვენს შესაძლებლობებს აღმატებულ საქმეთა აღსრულებას მოგვიწოდებენ.
* ვისაც სიზმრების სჯერა, იგი სრულიად გამოუცდელია; ხოლო ვინც სრულიად არ ერწმუნება მათ, ყოვლად ბრძენია.
* საყვარელო, ის უკეთური მტერიც განდევნე, რომელიც გეუბნება: აღასრულე ეგ შენი გულისთქმა და კვლავ შეძლებ სინანულს, ლოცვას, მარხვასა და მღვიძარებას, კვლავ იგლოვებ და გამოაკეთებ შენს სულს. განდევნე იგი შენგან, რამეთუ მრავალთ ჰქმნეს ბოროტება და ვეღარ შეძლეს სინანული; გულისთქმანი რომ დაეუფლნენ, ვეღარ დაიხსნეს მათგან თავი, ანდა ცოდვის აღსულებისთანავე სიკვდილი ეწიათ.
* როგორც თვალით ხედვა სიტყვით არ ისწავლება, რამეთუ ბუნებრივი ნიჭია იგი, ასევე არც ლოცვის მშვენიერება ისწავლება სხვისი სიტყვით... მისი მოძღვარი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი" (ფსალმ. 93,10) და "მოსცის ლოცვაი მლოცველსა და აკურთხნა წელიწადნი მართლისანი" (1 მეფ. 2,9).
წმინდა იოანე სინაელი