"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ"
"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ"
უფალი გვთავაზობს თავის ხორცს - მთელ თავის სხეულს, - გვთავაზობს სიყვარულის სიტკბოთი, რომელიც დედის სიყვარულზე მეტიც კი არის, მაგრამ ამასთან გვაძლევს თავის ხორცს, მწარე და სასიკვდილო წამებით რომაა ჩვენთვის შემზადებული. "ესე არს ხორცი ჩემი, - ამბობს იგი, - თქვენთვის განტეხილი. ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული". როგორც ხორბალი ექცევა წისქვილის ქვებს შორის, შემდეგ ხაბაზის ხელში და გახურებულ ღუმელში, რათა პური გამოცხვეს, რომ განამტკიცოს ადამიანის გული; ასევე ყურძნის წვენი იწურება სასრესის იწროებაში, რათა იქცეს ღვინოდ, ადამიანის გული რომ გაახალისოს; ასევე ინება ღვთის განხორციელება ძემ - მიეცა თავისი სხეული სხვადასხვა მწუხარებათათვის - ელეონზე, იერუსალიმში და გოლგოთაზე, დაუშვა, რომ მრავალგვარი ტანჯვით გამოედინა თავისი სისხლი ჯვრის წინ და ჯვარზე წამებისას, რათა იმით მოემზადებინა ჩვენთვის საჭმელი და სასმელი ცხოვრებისა, სამკურნალო, უკვდავი და ნეტარი.
მიტროპოლიტი ფილარეტი

ღმერთმა თქვა: "ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი... ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა". და მართლაც, მისი ყოვლადძლიერი ბრძანებით ასეც ხდება და იქნება იმ დრომდე, "ვიდრემდის მოვიდეს" (1 კორ. 11,26) და ამ ახალი მსახურებისთვის მოწოდებით, სულიწმინდის ძალა იქცევა მაცოცხლებელ წვიმად, "ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, - წარმოთქვა წმინდა ქალწულმა, - რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" - ანგელოზმა მიუგო: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ" (ლუკ. 1,34-35). ახლაც, თუ იკითხავ: როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი ქრისტეს სისხლად, გიპასუხებ: სულიწმინდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას.
წმინდა იოანე დამასკელი

ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას, მისი სიტყვები კიდეც რომ მოგვეჩვენოს ჩვენი აზრებისთვის მიუღებლად. დაე, მისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს, "ესე არს ხორცი ჩემი", უნდა დავრწმუნდეთ, ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალით. შენ რომ ყოფილიყავი უსხეულო, მაშინ ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა; რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გამცნებს გრნობისმიერით. ბევრისგან გაიგონებ: ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა: "აი, შენ ხედავ მას, როცა ეხები წმინდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ გსურს მისი სამოსლის დანახვა, ის კი გაძლევს საშუალებას, არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი შიგნით, საზრდელად მიღებისა. ასე რომ, არავინ უნდა მიეახლოს მას მოუფრთხილებლად, არავინ უნდა მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ ანთებული სიყვარულით, დიდი მონდომებითა და სიფრთხილით...
წმინდა იოანე ოქროპირი

თუმც კი ჩვენი გრძნობა პურსა და ღვინოს წარმოგვიდგენს ევქარისტიის საიდუმლოში, მაგრამ დაე, რწმენით განმტკიცდე და გემოსხილვით კი ნუ იმსჯელებ ამ საიდუმლოთა საგნის შესახებ, არამედ რწმენით დაუდასტურე საკუთარ თავს, რომ ზიარების ნაწილთა მიღებით თვით ქრისტეს სხეულისა და სისხლის მიღების ღირსი შექმნილხარ.

***
ხატი, სახე პურისა და ღვინისა - რჩება, მაგრამ ამ ხატით შენ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეული და სისხლი მოგემადლება; და მაშინ ჩვენ, ყველა, ვინც ვეზიარებით წმინდა ნაწილთ, ქრისტეს მატარებელნი ვხდებით, მისით აღვივსებით, რადგან მისი ხორცი და სისხლი ჩვენი სხეულის ნაწილთ შეერთებიან და თანაეზიარებიან...

***
მართალია, ჩვენს გრძნობებს ეჩვენება, რომ ზიარების წმინდა ნაწილნი - ჩვეულებრივი პური და ღვინოა, მაგრამ თვით უფლის საღმრთო მოწმობით, ეს მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია.

***
ჩვენ ვევედრებით კაცთმოყვარე ღმერთს, სულიწმინდა გარდამოავლინოს წინადაგებულ მსხვერპლზე (ზიარების პურსა და ღვინოზე), რათა პური თავის ხორცად გარდააარსოს, ღვინო კი - თავის სისხლად, რამეთუ რასაც სულიწმინდა მიეახლება, ყოველივე იკურთხება, განათლდება და უკეთესად მოიქცევა.

***
არსობის პური იმგვარ პურს ნიშნავს, რომელსაც ქმედითი ზეგავლენა აქვს სულის არსობრიობაზე. და ეს პური ადამიანის სტომაქში კი არ მოექცევა, არამედ მთელ მის არსებას მოემადლება.

***
ევქარისტია არის უსისხლო მსახურება და სულიერი მსხვერპლშეწირვა. ევქარისტიის ძღვენი საუფლო ძღვენია, წმინდა და საშინელი მსხვერპლი.

***
როცა შესვენებულთათვის ვევედრებით ღმერთს ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას, ჩვენ გვირგვინს კი არ ვწნავთ მისთვის, არამედ კაცობრიობის ცოდვათათვის დაკლულ იესო ქრისტეს ვწირავთ მსხვერპლად მათთვისაც და საკუთარი თავის ხსნისთვისაც, რათა თავი შევავედროთ კაცთმოყვარე ღმერთს და ცოდვათა მოტევება მივიღოთ.
წმინდა კირილე იერუსალიმელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat