კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავისა
კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავისა
უძღები შვილის იგავში უფალი გვიჩვენებს, რომ ყველაზე უკანასკნელი ცოდვილიც კი შეიძლება წამოდგეს და ღმერთი მონანულ ცოდვილებს სიხარულითა და მამობრივი სიყვარულით იღებს... ჩვენ ზეციური მამის სახლში ანგელოზთა უმცროსი ძმები ვართ... და მისგან გარკვეული მემკვიდრეობა მივიღეთ - სხვადასხვაგვარი ბუნებითი და მადლიანი ნიჭები (ამიტომაც არ უნდა ვიქოთ თავი, ესა თუ ის ნიჭი როცა გვაქვს, ღმერთი ადიდე - ნამდვილი მიზეზი ამ ნიჭიერებისა). მაგრამ ჩვენ მამისაგან შორეულ ქვეყანაში ანუ ცოდვის მხარეში მივეშურებით... და განვაბნევთ იქ ქონებას, ვკარგავთ (საღვთო) მადლს... თქვენ იცით, რომ მადლს ნათელღებული ადამიანი ამქვეყნად საბოლოოდ არ კარგავს, თუმცა ცოდვების გამო მადლი და მფარველი ანგელოზი შეიძლება ერთგვარად განშორდეს.

სვიმეონ მესვეტის ცხოვრებიდან მოგაგონებთ: ჩაუარა ერთმა ადამიანმა, დალოცა სვიმეონმა, მეორემ გაიარა და ტიროდა მისთვის. დაეკითხნენ მოწაფეები, ასე უცნაურად რატომ იქცევიო. მან გონების თვალით დაინახა, რომ ვინც დალოცა, ანგელოზებს თითქოს ხელჩაკიდებული მიჰყავდათ წმინდა ცხოვრების გამო, მეორეს კი შორს მოჰყვებოდა მფარველი ანგელოზი, ტიროდა და ღმერთს ევედრებოდა, არ წარეწყმიდა, დრო მიეცა ამ ცოდვილი ადამიანისთვის, რათა ცოდვები მოენანიებინა. თუ ადამიანი სინანულს აჩვენებს, კვლავ ხდება მისი შემოსვა და შვილის ღირსებაში აღდგენა.

მაშ, ჩვენ განვაბნევთ იქ ქონებას, უცხო ქვეყანაში - ცოდვის ქვეყანაში განვეშორებით ღვთის წყალობასა და საფარველს, რის შემდეგაც ვიწყებთ ეშმაკთა სამსახურს (ანუ მეღორეობას) საცოდავი შვება-განცხრომისთვის, რომლითაც დემონები გვაჯილდოებენ, ანუ მოჩვენებითი, წარმავალი, წუთიერი სიამოვნებისთვის უარს ვამბობთ ზეციურ მოქალაქეობასა და შვილის ღირსებაზე... მაგრამ სულს, რომელიც ღვთისაგან შთაებერა ადამიანს, არ შეუძლია ასეთ საზრდელს დასჯერდეს და სინანულით ბრუნდება მამასთან...
წმინდა იოანე ოქროპირი

სარწმუნოა უფალი ყოველი თავისი სიტყვით (ფსალმ. 144,3) და არ ტყუის იგი, როცა გვეუბნება: "უკუეთუ იყვნეს ცოდვანი თქვენნი ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკნე" (ესაია 1,8). ასე რომ, სულთა დიდი მკურნალი ყოველთვის მზად არის შენი წყლულების განსაკურნავადაც, ჰოი, ცოდვილო კაცო, რამეთუ მისმა ტკბილმა და ცხოველმყოფელმა ბაგემ თქვა: "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ უძლურთა" (მათე 9,2). უფალს ნებავს გაგწმიდოს შენი წყლულებისგან, გამოგიყვანოს ბნელისაგან და შეგიყვანოს ნათელში. სწორედ შენ გეძებს მწყემსი კეთილი... და თუკი მის ხელთ მიეცემი, არ უგულებელგყოფს, არამედ მხარზე შეგისვამს და დიდად განიხარებს, რადგან პოვა ცხოვარი თვისი წარწყმედული (ლუკა 15,1). აი, დგას ნათლის მამა და მოელის შენს მოქცევას ბოროტისაგან, ხოლო როცა მოიქცევი და მისკენ იბრუნებ პირს, ის შორითვე გამოგეგებება, ქედს მოგეხვევა და სიყვარულით შეგიწყნარებს...
წმინდა ბასილი დიდი

რა დიდხანს გითმენდა ღმერთი და კვლავაც გითმენს და გიტანს, შენ კი მაინც არ ადგები გამოსწორების გზას.

* თუ ღმერთი ჰყოვნის და გადადებს თავის საღვთო სასჯელს შენს მიმართ, რასაც სავსებით იმსახურებ, შენ ნუ გადადებ და დაუყოვნებლივ ეცადე მისკენ მოიქცე!

* ჩვენი ხორციელი მშობლები უსათუოდ უნდა გვიყვარდეს და მათ ჯეროვან პატივს მივაგებდეთ, ხოლო ჩვენს მაცხოვარს - უფალ იესო ქრისტეს მათზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ.

* სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.

* რომელი ჩვენგანი გაბედავს, მყრალ, ჭუჭყიან რუში ჩააგდოს ძვირფასი სამოსი?! ასევე, განა უნდა გაკადნიერდეთ თქვენც, ჰოი, ცოდვილო ადამიანებო, იმ გულში მიიღოთ მაცხოვრის უძვირფასესი სისხლი და ხორცი, რომელიც ცოდვებით აღგივსიათ?!

* ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი არ ქრება ღვთისათვის, როგორც არ უნდა განიბნეს და განიხრწნას, დაე, თუნდა სრულიად დაიფერფლოს, რამეთუ ისინი იმ სტიქიებად იქცევიან, რომელთაგანაც მიღებულ იქნენ შემოქმედი ღმერთის ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი ხელით.

* კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავისა.
ნეტარი ავგუსტინე

ზოგჯერ ღმერთი დაუშვებს, რომ კაცმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს, და ამას იქმს ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნების აღმოსაფხვრელად. ასე, მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.

* თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს კვლავ ღვთისკენ მოქცევას, მეორე კი საბოლოო მიტოვებასა და ღვთისგან მის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ ანუ დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი მიმართავს ადამიანის გამოსასწორებლად, დასახსნელად და ვნებულის განსადიდებლად, რომ მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღვთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისთვის განაწყოს ისინი. საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღვთის ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავაც შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება, ანუ ისეთი, რომლის განკურნებაც უკვე სრულიად შეუძლებელია, რამეთუ ეს განკურნებაც მხოლოდ მისი თავისუფალი ნებით და არჩევანით უნდა მოხდეს. აი, მაშინ კი ამგვარი ადამიანის ხვედრი საბოლოო დაღუპვაა, ისეთი, როგორიც უფლის გამცემ იუდა ისკარიოტელს ეწია.
წმინდა იოანე დამასკელი

გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება - ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გაწიროს? განა არ უბრძანებ ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაკარგოს, მშიერ-მწყურვალი დარჩეს, სნეულებებმაც შეაწუხოს, რათა იძულებული გახდეს, დაგიბრუნდეს?! განა ასე არ მოიქცევი?! დიახაც, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით ჩაიკრავ გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისოდ მისმიერ სიხარულში ვგიებდეთ!
წმინდა სვიმეონ ახალი
ღვთისმეტყველი

ვნებებით შეპყრობილი გონებისათვის შეუძლებელია ღმერთთან მიახლება და შეერთება. ამიტომ, სანამ იგი ვნებებსაა დამორჩილებული, ღვთის წყალობასაც ვერაფრით ეღირსება, თუნდაც დღემუდამ ლოცულობდეს. ხოლო თუ შეძლებს და განიშორებს ვნებით აღსავსე ფიქრებსა და სურვილებს, გულშემუსვრილი დაიწყებს ტირილსა და სინანულს, რომელშიც თავის დასამდაბლებლად დიდხანს დაჰყოფს, ბოლოს მაინც მიაღწევს იმას, რომ ღვთისკენ მიაქციოს საკუთარი სულის ნებელობითი ძალა.

* ვერ ხედავ, რა უსაზღვროა კაცთმოყვარეობა უზენაესი ღმერთისა?! თავიდანვე არ გამოიყენა თავისი სამართლიანი მსჯავრი ჩვენი ურჩობის დასასჯელად და მრავალმოთმინედ მოგვანიჭა დრო და შესაძლებლობა სინანულისა და მოქცევისთვის. თავისი ასეთი მრავალმოთმინებით ღმერთი ხელმწიფებას გვანიჭებს, მის ძეებად შევიქმნათ (იოანე 1,12), თუკი ნამდვილად მოვისურვებთ ამას. თუმცა რას ვამბობ - ძეებად-მეთქი? ღმერთი იმის ძალას მოგვმადლის მის ღირსეულ მსახურთ და მორწმუნეთ, რომ თვით მას შევუერთდეთ და ვიყოთ "ერთსულ" მასთან (I კორინთ. 6,17). ხოლო თუკი ღმერთის ამ მრავალმოთმინების განმავლობაში მის საწინააღმდეგო გზას დავადგებით და ჭეშმარიტ ცხოვრებაზე მეტად შევიყვარებთ სიკვდილს ანუ ქვეყნიურ კეთილდღეობასა და ხორციელ შვება-სიამეთ, მაშინ იგი წაგვართმევს ჩვენდა მონიჭებულ ხელმწიფებას ღმერთის ძეებად შექმნისა და ძალასაც მასთან დაბრუნებისა. მაგრამ თუკი გულისხმავყოფთ ჩვენს უკეთურებას და შევინანებთ, კვლავაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ მას: ყოველმხრივ შეგვეწევა, თავს შემოგვევლება და მოგვაძიებინებს, თუ როგორ ვიბრუნოთ პირი კვლავ ჭეშმარიტი ცხოვრების საქმეებისაკენ, როგორც ეს სახარების იგავშია ნათქვამი ვენახისმოქმედთა შესახებ, რომელთაც დილიდან საღამომდე მოუწოდებენ სამუშაოდ, სხვადასხვა დროს, გასამრჯელოს კი ერთნაირად აძლევენ (მათე 20,1-16). მაგრამ ვინ მოუწოდებს და ქირაობს მათ? - მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღმერთი, ვის ხელმწიფებაშიცაა ყოველგვარი შვება-მოსვენების მონიჭება. რა არის ეს ვენახი, რომლის მოსამოქმედებლადაც იგი მოგვიწოდებს? - ესაა ძე ღვთისა იესო ქრისტე, რამეთუ ქრისტესთან მისვლა და მისი შედგომა არავის ძალუძს თავისით, თუკი თვით მამა ღმერთმა არ მიიყვანა (იოანე 6,44). ვენახის რტონი კი ჩვენ ვართ, ადამიანები... ღმერთი ივიწყებს ჩვენს უწინდელ ცოდვებს, თუკი წრფელად მოვინანიებთ მათ და მარადის თავისთან დასაბრუნებლად მოგვიწოდებს...
წმინდა გრიგოლ პალამა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat