"საპატიმრო არ უნდა იყოს მარტო სასჯელის მოსახდელი, ის უნდა იქცეს ადამიანის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად"
"საპატიმრო არ უნდა იყოს მარტო სასჯელის მოსახდელი, ის უნდა იქცეს ადამიანის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად"
ერთხელ მამა გაბრიელისთვის უკითხავთ, როგორ ბრძანდებითო. მას კი წყენით მიუგია: "ვერ ვიტან ასეთ მოკითხვას. მუხრან-ბატონი ხომ არ გგონივარ? ბერი ვარ! როგორ უნდა ვბრძანდებოდე, როცა ჩემს ქვემოთ მიწა იწვის და ტანჯულ სულთა გმინვა მესმის ჯოჯოხეთიდან. ნახევარი ჯოჯოხეთი კიდევ დედამიწის ზედაპირზეა. იცი, ამ წუთში რამდენ პატიმარს აწამებენ ციხეების ჯურღმულებში? რამდენს შია, სცივა, ტკივა, კვნესის და წამალს ნატრობს? რამდენი კი, თავად პატიმრებისგან ვნებული, თვითმკვლელობაზე ფიქრობს? ამათზე უარესად საგიჟეში მყოფი პატიმრები არიან და მითხარი, როგორ უნდა ვბრძანდებოდე?! ბრძანებით ისინი ბრძანდებიან, ვინც ყოველივე ეს მხოლოდ შორიდან იცის. როცა ღვთისაგან დაფარულის ხედვა მოგემადლება, ავი და კარგი, ყოველივე, შენს თვალწინ გაივლის, თითქოს სარკეში უყურებდე... ილოცეთ და იზრუნეთ პატიმართა, ავადმყოფთა და ყოველგვარ განსაცდელში მყოფთათვის. როცა ასეთ ხალხს რაიმეთი ეხმარები, ამით ქრისტე ღმერთს ეხმარები. იცოდე, პატიმრებისთვის ყველაზე დიდი დახმარება ნუგეშისა და იმედის მინიჭებაა, უმთავრესი კი - იმ გაგებისა და ცნობიერების შეცვლაა, რომლის მიზეზითაც ათასობით ადამიანი სატანის ხახაში ვარდება და შემდეგ ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში უმოწყალოდ იგვემებიან".
ბერი გაბრიელი

საპატიმრო არ უნდა იყოს მარტო სასჯელის მოსახდელი, ის უნდა იქცეს ადამიანის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

მსჯავრდადებულ პ.ი-ს, რომელიც ადამიანთა უსამართლობას უჩივის
ამბობ, რომ არ ხარ დამნაშავე იმაში, რისთვისაც გაგასამართლეს. ღამით, ჩხუბის დროს კაცი მოკლეს, მკვლელები გაიქცნენ, შენ კი შემთხვევით მკვლელობის ადგილზე აღმოჩნდი. პოლიციამ დაგაკავა, გაგასამართლეს. იფიცებ, რომ დამნაშავე არ ხარ. პირვლი წერილის შემდეგ გთხოვე, რომ აღსარებაში მთელი შენი ცხოვრების შესახებ მოგეთხრო. ეს შეასრულე. მეორე წერილის წაკითხვისას წამოვიძახე: "დამსახურებისამებრ მიეზღო!"

ღვთის ადამიანო, ეს მძიმე სასჯელი თუ ამ დანაშაულის გამო არა, წარსულში ჩადენილ უსჯულოებათა გამო დაგატყდა თავს. ყოვლისმხედველი მსაჯული ხედავდა მათ, მაგრამ დიდი მოწყალების გამო და თავისი განგებით კაცთა მსჯავრისგან დაფარა ისინი - ელოდა შენს სინანულს. შენ კი არ ინანიებდი, აღსარებას არ ამბობდი, არ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი. პირიქით, მალულად სჩადიოდი ბოროტებას და მზად იყავი, შენი უსინდისო საქმიანობის ხელისშემშლელი ყველა გაგენადგურებინა. პატიმრობის ღირსი ჯერ მარტო ცოლისადმი დაუნდობლობის გამო ხარ. იგი ბრალს არ გდებდა მიწიერი მსაჯულის წინაშე, მაგრამ მისმა გოდებამ მარადიულ მსაჯულამდე მიაღწია.

ბოროტი გზა რომ მიგეტოვებინა და კეთილ გზას შესდგომოდი, სული და საშინელი სამსჯავრო რომ გაგხსენებოდა, ადამიანთა ცხოვრების განმგებელმა უფალმა დანაშაულის ადგილზე მიგიყვანა. კაცთა მიერ იქმენი დაპატიმრებული და გასამართლებული.

შენი შემთხვევა დიდ ქრისტიან წმინდანს, ეფრემ ასურს მაგონებს. ახალგაზრდობაში წმინდა ეფრემი ბევრს სცოდავდა, მაგრამ არც ერთი ცოდვის გამო პასუხი არ უგია. ერთხელ მის მეზობელს ქურდებმა ცხვარი მოჰპარეს. მან ეფრემს დააბრალა და უდანაშაულო კაცი ციხეში აღმოჩნდა. ადამიანთა უსამართლობით გულნატკენმა ტირილი და ღვთის წინაშე ჩივილი დაიწყო. სხვა პატიმრებს სათითაოდ გამოჰკითხა, ვინ რისთვის იჯდა. ყველა სხვადასხვას ჰყვებოდა. მათ ცოდვებში ეფრემმა ის საკუთარი ცოდვები დაინახა, რომელთა გამოც მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მისი სული გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ საპყრობილეში მოპარული ცხვრის კი არა, თავის ადრინდელ შეცოდებათა გამო იჯდა. ეფრემმა შემუსვრილი გულით მოინანია ღვთის წინაშე ცოდვები. ცრემლებით სთხოვდა ფარულ უსჯულოებათა მიტევებას, ამავე დროს, მადლობდა მას საპყრობილეში ჩაგდებისათვის მაშინ, როცა ცხვრის ქურდობაში ბრალი არ ედო. იგი მალე გაამართლეს და გაათავისუფლეს, მაგრამ ამ განცდებმა ეფრემის სული შეძრა.

ციხემ იგი ცოდვილად მიიღო და წმინდანად გამოუშვა.

მშვიდობა და დღეგრძელობა გქონდეს უფლისაგან!
წმინდა ნიკოლოზ სერბი
წიგნიდან "მისიონერული წერილები"

თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება, მოთმინება განსჯის გარეშე. რადგან უფალი ყველაფერს ხედავს და თვალყურს ადევნებს, კაცი მთლიანად უნდა მიენდოს მას. გაიხსენეთ იოსები - იგი დუმდა, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს. ხომ შეეძლო ეთქვა, მე მათი ძმა ვარო, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. სამაგიეროდ, ღმერთმა თქვა თავისი სიტყვა და იგი მეფედ აქცია. ხოლო თუ ადამიანი მოუთმენელია, სიცოცხლე წამებად ექცევა - მას უნდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც სურს, მაგრამ, ბუნებრივია, ვერ დამშვიდდება, რადგან ყველაფერი მისი ნებისაებრ არ იქნება.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში იტანს კაცთა თუ ეშმას უსამართლობას, მისი სული სარგებელს მიიღებს. ხშირად ვამბობთ, მავანი უსამართლოდ გვექცევაო, სინამდვილეში კი თვითონვე ვართ უსამართლონი სხვათა მიმართ.
წმინდა პაისი ათონელი

ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიული ფიქრები, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელ შენს წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა და ნააზრევს, ადამიანებისადმი მიმართებას, პირუთვნელობას, უქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისკენ, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სავანეს მიგაახლებს და მაშინ ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენს ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.
მერაბ კოსტავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat