ნათელი გვირგვინი
ნათელი გვირგვინი
ქონება არა გაქვს? შეგიძლია მიხედო ავადმყოფს, მიაკითხო პატიმარს, ჭიქა ცივი წყალი მიაწოდო, მწირი შეიწყნარო საკუთარ ჭერქვეშ, ორიოდ გროში შესწირო ქვრივის მსგავსად, იტირო მგლოვიარეებთან ერთად; ესეც მოწყალებაა. მაგრამ შენ არაფერი გაგაჩნია, სრულიად გლახაკი ხარ, ხორციელად უძლური და სიარულიც არ შეგიძლია? ყოველივე მადლობით გადაიტანე და დიდ ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო ლაზარეს სათნოება. ის ფულით არავის ეხმარებოდა. როგორ შეძლებდა ამას, როცა აუცილებელი საზრდელიც არ ჰქონდა? იგი არ აკითხავდა სნეულს, როგორ გააკეთებდა ამას, როცა ძაღლები ლოშნიდნენ? მაგრამ უამისოდაც მოიპოვა ჯილდო სათნოებისთვის - ყველა გასაჭირის მხნედ გადატანისთვის; იმისთვის, რომ ხედავდა სასტიკსა და უწყალო კაცს პატივსა და განცხრომაში, თვითონ კი უჭირდა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია. ამიტომაც დაიმკვიდრა აბრაამის წიაღი, თუმცა არაფრით იყო მიცვალებულებზე უმჯობესი, გაუნძრევლად იწვა მდიდრის კართან. გვირგვინოსან იქმნა პატრიარქთან ერთად, რომელმაც მრავალი კეთილი საქმე აღასრულა, განდიდებული და დამკვიდრებულია მის წიაღში ის, ვისაც მოწყალება არ დაურიგებია, მწირი არ შეუწყნარებია - არ შეეძლო მსგავსი რამ აღესრულებინა; მხოლოდ ღმერთს ჰმადლობდა ყველაფრისთვის და ნათელი გვირგვინი მიიღო. ჭეშმარიტად დიდებული საქმეა მადლიერება, კეთილმსახურება, მოთმინება ასეთ გაჭირვებაში. ეს უმაღლესი სათნოებაა.
წმინდა იოანე ოქროპირი

ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ და მაშინ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს? შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები - არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამ შეთავაზებას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნვა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე, ელოდე, რომ მოგიწოდებს უფალი. ამგვარი განწყობით წუთისოფელში აღარაფერი მოგეჩვენება მიმზიდველად, და თუკი მუდმივად ამ სადარაჯოზე იდგები და იფხიზლებ, მშვიდობიანად შეხვდები სიკვდილს.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ამრიგად, დაუტევე ამსოფლიური ჩვეულებები, ყოველი შენი ქმედება და ყოველი ნაბიჯი ისე აღასრულე, როგორც სახარებისეული კანონი ბრძანებს და სოფელში ისე იცხოვრებ, როგორც უდაბნოში; შენსა და სოფელს შორის ეს კანონი კედელივით აღიმართება და სოფელს ვეღარ დაინახავ. ის შენს თვალწინ იქნება, მაგრამ არა შენთვის. სოფელს ცვალებათა საკუთარი წესი ექნება, შენ - შენი წესრიგი. ის თეატრში წავა, შენ - ეკლესიაში; ის იცეკვებს, შენ მეტანიებს გააკეთებ; ის სასეირნოდ იქნება, შენ კი შინ, განმარტოებით; ის უქმადმეტყველებასა და სიცილ-ხარხარში იქნება, შენ კი - დუმილსა და უფლის ქებაში, ის სიამტკბილობაში იქნება, შენ - შრომაში, ის უსარგებლო რომანების კითხვაში იქნება, შენ - საღმრთო წერილისა და მამათა სწავლებების კითხვაში; ის ანგარებიან ანგარიშებში იქნება, შენ კი - თავგანწირვაში; ის ვნებიან ოცნებებში იქნება, შენ კი - საღმრთო ფიქრებში. ამგვარად, ყველაფერში კანონები დაიწერე და ამა სოფლის ჩვეულებათა საწინააღმდეგო ცხოვრების წესი შემოიღე. სოფელში ისე იქნები, როგორც უდაბნოში. არც შენ გამოჩნდები სოფელში, არც სოფელი გამოჩნდება შენში, მეუდაბნოე იქნები სოფელში, წმინდა მარიამის (ეგვიპტელის) მიმბაძველი გახდები უდაბნოში წაუსვლელად.
წმინდა თეოფანე დაყუდებული

ყველაფერი საღმრთოა... რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის, რომელიც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს ხიდად გასდებს, რომ თუ არ თითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი.

* შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც: ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი. არა კაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადაც შენი ვალის ასრულება.

* ხომ უნდა მოვკვდე დღესა თუ ხვალე, ის არა სჯობია, ღვთისა და... გეტყვი ახლა კი, კაცის სამსახურში... ამომივიდეს სული? აქ სახელი მაინც დაგრჩება და იქ სიკეთე წაგიძღვება. "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა..." სახელის მოხვეჭა კიდევ, სხვამ რაც უნდა სთქვას, ცხონებაა სულისა. სამოთხესაც აქედამვე ეგ ანათებს და ჯოჯოხეთსაც აქედამვე ეგ აქრობს...

* იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება. არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელად ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნდ გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.

* ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა. მარტო მადლისმყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულო.

* დიდბუნებოვანება კაცისა იმოდენად მაღალხარისხოვანია, რამოდენადაც "არცოდვის" საზღვარი უკან შორს დაუგდია დ "მადლის" საზღვარს მიახლოებია. ამ გზით წაჭარბებული მანძილი ერთადერთი საზომია დიდბუნებოვანის კაცისა, ესე იგი იმისთანა კაცისა, რომელსაც ყველა, დიდი და პატარა, თავისიანად ჰხდის, თავისიანსავით შეჰხარის, თავისიანსავით ჰგლოვობს.

* გაწირვა მაშინ არის დიდსულოვნების საქმე, როცა გამწირველი თვითონ დიდს რასმე ჰკარგავს ამით, როცა ვხედავთ, რომ ამ გაწირვამ გულში ერთი უმთავრესი ძარღვი ჩაწყვიტა გამწირველსა, ერთი დიდი რამ დააკლო, ძნელად გასაწირი, ძნელად გასამეტებელი, ძნელად დასათმობი ადამიანისაგან.

* მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმინდანთა შორის შერაცხულნი. ხოლო ყველას არა აქვს დიდებული უნარი, სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებისანი იშვიათნი არიან. შესწირე თავი მართალს, დეე გლანძღონ და გათრიონ, დეე მოგიწამლონ სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთისოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი საქნელი.

* დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარი ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერთობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა, შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული. რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა და პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალ-წინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს.

ეს მრავალგვარი მნიშვნელობა ისტორიისა ერის გამოცოცხლებისთვის კარგად იცოდნენ თავის ერის გულშემატკივართა სხვა ქვეყნებში. იგი სახელოვანი მამულისშვილნი, ყველაზედ უწინარეს, ერის გამოკეთებისთვის დავიწყებულის ისტორიის აღდგენას შეეცადნენ. გამოღვიძებამ ერისამ უგემურის ძილისაგან ყველგან აქედამ დაიწყო თავისი დასაწყისი.

* გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა - სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასთვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობაა ის ღონე უღონოსი, ის შემძლებლობა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევინებს ხოლმე ადამიანს და რომლის საოცარი მაგალითები ძლევამოსილობისა არა ერთი და ორია ისტორიაში.

* გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან, აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიან განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.

* ღვთის მიმართ ხელთ-აპყრობა, ლოცვა და ვედრება კარგია, მაგრამ თითონ ღმერთს მარტო თვითგამრჯელი, თვითმოქმედი, ხელგამომავალი კაცი უყვარს და ამისთანა კაცსა ჰშველის, ამისთანა კაცსა სწყალობს.
წმინდა ილია მართალი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat