ვიზრუნოთ, რომ შევუერთდეთ წყაროს სინათლისა, სათნოებისა და სახიერებისა
ვიზრუნოთ, რომ შევუერთდეთ წყაროს სინათლისა, სათნოებისა და სახიერებისა
ჩვენს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ და მაგალითად დავისახოთ სათნოებები და სრულყოფილება იმ წმინდანებისა, ვის სახელსაც ვატარებთ

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) თავის მაგალითად ყველაფერში ჭეშმარიტ მწყემსს, იესო ქრისტეს დაისახავდა: "რას ამბობს ამაზე სახარება? როგორ მოიქცეოდა ქრისტე? ანდა ღვთისმშობელი?" - ხშირად ეკითხებოდა სულიერ შვილებს მამა საბა და მოუწოდებდა მათ მიბაძვას და ამ მაცხოვნებელ გზაზე სიარულს.

* მამა ანთიმოზი (ათონელი) მოგვიწოდებს: "ვიზრუნოთ, რომ მივაღწიოთ "ღვთის მსგავსებას", რადგანაც მსგავსი მსგავსს შეიერთებს. ვიზრუნოთ, რომ შევუერთდეთ წყაროს სინათლისა, სათნოებისა და სახიერებისა, თვითონ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი".

მამა ანთიმოზი არასოდეს აცდენდა ათონის მთისთვის ჩვეულ განგრძობილ ღამისთევის ლოცვებს. "მამაო, თქვენისთანა ხანდაზმულისთვის აუცილებელი არ არის, ეკლესიაში დაესწროთ ღამისთევის ლოცვას. დარჩით კელიაში და იქ ილოცეთო", - უთხრა ერთხელ სულიერმა შვილმა. "ჩემო პატარა სულელო, - უპასუხა მამა ანთიმოზმა, - იცი, რატომ მოვდივარ აქ? რათა როცა დაინახავთ, რომ მე, ბერიკაცი, მუხლმოუხრელად ვესწრები ღამისთევის ლოცვებს, თქვენც მიჰბაძოთ ჩემს მაგალითს".

* მე-18 საუკუნის ქართლში ერთი მდიდარი აზნაური ცხოვრობდა, სახელად ოთარ ქარუმიძე. ყველაფერი უხვად ჰქონდა - მიწა და საქონელი. უაღრესად სტუმართმოყვარე, გლახაკთმოწყალე და უცხოთშემწყნარებელი გახლდათ. სადაც მონაზონს ნახავდა, თითქოს ნათლისმცემელი უნახავსო, შეიყვანდა შინ, ფერხთ დაბანდა და კეთილად განუსვენებდა. ისმენდა მათგან, როგორი იყო წესი მონაზვნობისა და "თვითცა მობაძავ იქმნის მათდა, რამეთუ შინაგან კვართისა შთაიცვის ძაძაი, ხოლო გარეგან შეიმოსის ფეროვანნი სამოსელნი". მარხვას ინახავდა, ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, მონაზვნობის ღირსი გაეხადა. ერთხელაც დაუტევა ცოლ-შვილი და გარეჯის უდაბნოში დასახლდა. თავისი ღვაწლით, თავმდაბლობით და სიყვარულით ძველ მამებს მიემსგავსა და ონისიფორე დიდად იწოდა.

* ციხედიდის მთავარი ევაგრე ხშირად ნადირობდა სარკინეთის მთებში. ერთხელ, ნადირობისას, თვალი მოჰკრა მტრედს, რომელსაც ნისკარტით საზრდელი სადღაც მიჰქონდა. მიჰყვა და წმინდა შიოს მღვიმემდე მივიდა. იმდენად მოეწონა მისი მყუდროება, განშორება სოფლიდან, რომ მაშინვე იქ დარჩენა მოინდომა. წმინდა შიომ მას კვერთხი მისცა: "ჩადე მტკვარში, წყალი გზას მოგცემს, შენი საქმე მოაგვარე, უკან მობრუნებისას კვერთხი ისევ ჩადე მდინარეში. თუ წყალი კვლავ გაიპობა და გზა მოგეცემა, ნიშნავს, რომ ღვთის ნებაც ასეთიაო". ევაგრე მალევე დაბრუნდა წმინდა შიოსთან და მობაძავ იქმნებოდა მოძღვრის მოღვაწებისა. ევაგრეს მაგალითმა მრავალ ქართველს აღუძრა შემონაზვნების სურვილი და აივსო მთები სარკინეთისა ღვთის ფუტკრებით, მლოცველი მონაზვნებით. გარდაცვალებამდე ორი წელი წმინდა შიომ ღრმა მღვიმეში გაატარა. მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ევაგრემ მიჰბაძა თავის მოძღვარს და იქვე ახლოს ერთ ბნელ, ძალზე ღრმა მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. შიომღვიმის მონასტრის მკვიდრნი დღესაც განახებენ წმინდა შიოს მღვიმესთან ერთად წმინდა ევაგრეს მღვიმესაც.

* მამა გერვასიმ ცამეტი წლისამ მოინახულა კერნიცის მონასტერი. ფრესკების ყურებისას სურვილი გაუჩნდა, იქ გამოსახული წმინდანებივით ღმერთისთვის მიეძღვნა თავი და თქვა: "ღმერთო ჩემო, ღირს მყავ, მივეწებო ამ კედლებს, რომ ასევე გავხდე წმინდანიო".

* მამა იოსებ მღვიმელზე (ათონელზე) წმინდანების ცხოვრებათა წაკითხვამ იმდენად იმოქმედა, რომ აღარ შეეძლო რაიმე ერისკაცულზე ფიქრი. "ვეღარ ვძლებდი ქალაქის ხმაურში. გავდიოდი ათენის გარეუბანში, ხან სად, ხან სად. რამდენადაც საშუალებას მაძლევდა ჩემი მწირი ცოდნა მოსაგრე ცხოვრებაზე, ვცხოვრობდი, როგორც ასკეტი - მარხვასა და მღვიძარებაში. ღამღამობით ავდიოდი ხეებზე, სადაც გათენებამდე ვრჩებოდი, როგორც მესვეტე და ვცდილობდი, მიმებაძა ყველა იმ სახის შეჭირვების დათმენაში, რაც წმინდანთა ცხოვრებაში წამეკითხა. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი ათონის უდაბნოზე.

* მამა იერონიმე ეგინელი სიყმაწვილეში განსაკუთრებულ სიხარულს გრძნობდა, როცა განმარტოებით, გულითადი ლოცვისთვის მიდიოდა საყდარში, მონასტერსა თუ სკიტში. ხშირად ის პირდაპირ წმინდა ტრაპეზის წინ იძინებდა. ამგვარად ბაძავდა იმ მხარეში მრავლად მოღვაწეთ.

* მამა იოილმა (+1966) ერთხელ ბრძანა: "თორმეტი წლის ვიყავი, როცა ერთმა ქალმა მიმიყვანა იმ დროისთვის საღმრთო სინათლის ერთ-ერთ ლამპართან - პანაგულაკისთან. როგორც კი დავინახე მისი მომცრო სკიტი თეთრი ჯვრით, პატარა, ვიწრო და ბნელი კელიებით, მაშინვე ცეცხლი აინთო ჩემს სულში!.. ეს ცეცხლი მწვავდა მთელი ხუთი წელიწადი, ამ ცეცხლთან ერთად ვცხოვრობდი, ვიღვწოდი და ვკითხულობდი ეკლესიის მამათა და მეუდაბნოე ასკეტთა ნაწერებს".

* ღირსი ნიკონ ოპტელი გვასწავლის: "ავიღოთ სანიმუშოდ ჩვენი მდგომარეობის შესაფერისი წმინდანი და მივბაძოთ. ყველა წმინდანი იტანჯებოდა, რადგან მისდევდნენ გზას მაცხოვრისა, რომელიც იტანჯა დევნილებით, შელანძღვით, ცილისწამებით, ჯვარცმით და ყველა მისი მიმდევარიც ეწამება..."

* როცა ადამიანს მონაზვნად აღკვეცენ, ახალ სახელს აძლევენ, რომელიც "სიმბოლოა, ნიშანია კაცის ახალი დანიშნულებისა". წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი სწერდა ერთ მონაზონს: "ჩვენს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ და მაგალითად დავისახოთ სათნოებები და სრულყოფილება იმ წმინდანებისა, ვის სახელსაც ვატარებთ და მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, მომავალი ბრძოლის ყველა სარბიელზე მივბაძოთ მათ, რათა მათებრ სრულყოფილნი გავხდეთ. ამა თუ იმ წმინდანთა სათნოებების მაგალითი ძალზე ეხმარება მას, ვინც ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, დამდაბლებას ასწავლის თუნდაც მეფური სისხლისას, ასწავლის წინააღმდეგობების დაძლევას, თუნდაც ისინი გადაულახავად ესახებოდეს, ასწავლის მოძულეთა სიყვარულს და მაგინებელთა პატივისცემას. ასწავლის იცხოვროს მხოლოდ მოყვასისთვის და სიკვდილამდე ერთგული დარჩეს ღვთის სჯულისა და უფლის მცნებებისა, ისწავლოს, იყოს უკანასკნელი და სიხარულს პოვებდეს იმაში, რომ არ არის გამოჩენილი..."

* როცა ღირს ისააკს ნეტარი აღსასრული მოუახლოვდა, მოძღვრის გარშემო შეკრებილმა სულიერმა შვილებმა ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ, როცა აღარ გვეყოლები?" "გაიხსენეთ, როგორ ვიქცეოდი, თქვენს გვერდით რომ ვიყავი და ესეც საკმარისი იქნება. თუ გსურთ გამოჰყვეთ ჩვენს ნაკვალევს და დაიცავთ ღვთის მცნებებს, უფალი გადმოგაფრქვევთ მადლს და დაიფარავს ამ ადგილს... ჩვენც, როცა ვხედავდით ჩვენი მამების აღსასრულს, ასევე ვწუხდით, მაგრამ ვიცავდით ღვთის მცნებებს და მათ დარიგებებს, და ვცხოვრობდით ისე, თითქოს ისინი ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ. ასე მოიქეცით თქვენც და ღმერთი დაგიფარავთ".

* ერთხელ ალექსანდრე მაკედონელს შეატყობინეს, მავანი ჯარისკაცი დისციპლინას არღვევს, ყველგან უწესრიგობა შეაქვს და ძალზე ცუდად იქცევაო. მომიყვანეთო, - ბრძანა მეფემ. მიუყვანეს. ალექსანდრემ ჰკითხა: "რა გქვია?" "ალექსანდრეო", - მიუგო კაცმა. ეს რომ მეფემ გაიგონა, განრისხებულმა დაუყვირა: "ან იცხოვრე ისე, როგორც შეეფერება მაგ სახელს, ან შეიცვალეო". "თითოეულ ჩვენგანს ხომ ქრისტიანი გვეწოდება, მაგრამ განა ყველა ვცხოვრობთ ამ სახელის შესაფერად?" - გვეკითხება წმინდა ნიკოლოზ სერბი.

* მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება მღვდელმონაზონ კვიპრიანეზე: პაფოსის მიტროპოლიტმა, შემდგომში კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ დაარწმუნა მამა კვიპრიანე, კუნძულის მოსალოცად გაჰყოლოდა და მოენახულებინა ის ადგილები, სადაც იღვწოდნენ ეკლესიისგან განდიდებული წმინდანები. უკან დაბრუნებისას, როცა მღვდელმთავარმა იხილა, რომ მოხუცებული ღირსი მამა მგზავრობისაგან დაიღალა, მცირე ხნით დასვენება შესთავაზა. მაშინ ნეტარმა კვიპრიანემ ბრძანა: "მეუფეო, შენ იმისთვის გამიყოლე, რომ მენახა იმ წმინდანთა მოწამეობისა და ღვაწლის ადგილი, რომელთაც თავი მსხვერპლად შესწირეს ღმერთს და იმის მაგივრად, რომ მიბიძგო ასეთივე მსხვერპლისა და მათი მიბაძვისკენ, დასვენებას მთავაზობო".

* ღირსი მამა ელპიდე და მისი ტყუპისცალი ფილუმენი სიყრმიდანვე ღვთისკენ ისწრაფოდნენ, წმინდა მამათა კითხვისა და ლოცვის გარდა სხვა საქმიანობა არ იცოდნენ. ერთხელ, ღირსი იოანე მმარხველის (კალივატის) ცხოვრების კითხვისას, ისე დაატყვევა გმირობამ ამ მიწიერი ანგელოზისა, რომ მაშინვე ურთიერთშეთანხმებით დატოვეს მშობლები და მალულად სტავროვუნის მონასტერს მიაშურეს. მაშინ თოთხმეტი წლისანი იყვნენ.

* მამა კირილე კატუნაკელი თვრამეტი წლისა აღკვეცილა ბერად. მან კვიპროსზე მოილოცა წმინდა გიორგის მონასტერი, იქ შეხვდა ორ მამას, რომლებიც მწუხრზე ან ლიტურგიაზე ლოცვისას ჰაერში ნახევარ მეტრ სიმაღლეზე იყვნენ გაჩერებულნი! ნანახმა და წმინდა მამათა ლოცვებმა ისე იმოქმედა ახალგაზრდის სულზე, რომ მათი მიბაძვის სურვილი გაუჩნდა.

* როგორ მივბაძოთ ღმერთს? - აი, რას პასუხობს ამ შეკითხვაზე წმინდა ამბროსი ოპტელი: "წმინდა მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი". ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია მიბაძოს ღმერთს განსაკუთრებით შემდეგი სამი სახარებისეული მცნების აღსრულებით:

1) უფალი ამბობს სახარებაში: იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს; რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა (ლუკა 6,36; მათე 5,45). ეს მცნება პირველ რიგში ნიშნავს, რომ კაცი თანამგრძნობი უნდა იყოს მოყვასისა, მოწყალების გაცემისას არ უნდა გავარჩიოთ ღირსეული უღირსისგან. მეორეც: მოყვასისადმი შემწყნარებლობა მოგვეთხოვება და პატიება.

2) მოციქული პეტრე წერს: ვითარცა შვილნი მორჩილნი ნუ თანა ხატ ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქვენისა გულისთქმათა, არამედ მწოდებელისა მისებრ თქვენისა წმიდისა და თქვენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქვენსა: "რამეთუ წმიდა იყავით, ვითარცა მე წმიდა ვარ" (1 პეტრე 1,14-16).

ეს მცნება ნიშნავს, რომ კაცმა უნდა დაიმარხოს უმანკოება სულიერი და ხორციელი, არა მარტო ხორციელ ვნებასთან, არამედ სხვა ვნებებთან დაკავშირებითაც. ვინაიდან შური, სიძულვილი, ბოროტისმოხსენება ასევე შეადგენს სულის არაწმინდებას.

3) მათეს სახარებაში წერია: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5,48). ქრისტიანული სრულყოფილება კი, ისააკ ასურის თქმით, სრულ სიმდაბლეშია...

* ქრისტიანმა არ უნდა მიბაძოს ამა სოფლის მკვიდრთ. სამწუხაროდ, ჩვენშიც შემოვიდა ჰელოუინის გამართვის "ტრადიცია". ამერიკაში ახალჩასულმა რუსმა ემიგრანტებმაც გადაწყვიტეს, ამ დღეს (ნოემბრის დასაწყისში) მოეწყოთ ჰელოუინის ბალი. თან ეს დღე შაბათი საღამო გახლდათ და სან-ფრანცისკოს მართლმადიდებლურ ტაძარში წმინდა იოანე კრონშტადტელისადმი მიძღვნილი ღამისთევა იყო. წირავდა ამ ეპარქიის მღვდელმთავარი წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი. ტაძარში ხალხი კანტიკუნტად ჩანდა. მსახურების მერე მეუფე წავიდა იქ, სადაც ბალი ჯერ კიდევ გრძელდებოდა და დარბაზში შევიდა. შეწყდა მუსიკა. მეუფე დუმილით, დაჟინებული აკვირდებოდა ადგილზე გაქვავებულ ადამიანებს, აუჩქარებლად დადიოდა დარბაზში და თან სკვნილს მარცვლავდა. მას სიტყვა არ უთქვამს, არც იყო საჭირო: მეუფემ ერთი შეხედვით თითოეული მათგანის სინდისი მოწყლა. მეუფე მდუმარე წავიდა, მეორე დღეს კი ამბიონიდან გრგვინავდა და კეთილმოკრძალებული ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა ქრისტიანებს.

* მძიმე იყო საქართველოსთვის როსტომ მეფის ხანა. ერი ეკონომიკურად თუმცა წამოიწია, მაგრამ სულიერად გადაშენების გზას დაადგა. როსტომი ყიზილბაშებმა დასვეს მეფედ. მან ყიზილბაშური კანონები შემოიტანა და არც ქართული მოშალა. მცირე საბოძვარს უბოძებდა ქართველებს და მით იერთგულებდა, რამეთუ იმ დროის ქართველები იყვნენ მხნენი, რჯულმტკიცენი, წრფელნი, ვერცხლისუყვარულნი.

როსტომმა ჩამოიყვანა სპარსეთიდან გამაჰმადიანებული ქართველი ტყვეები და მათ ასწავლეს ქართველთ განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა-მრუშება, ტყუილი, ხორცგანსვენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე-მგოსნობა. თუ ადრე ამ საქმეთა მოქმედთ არავინ სცემდა პატივს, ახლა მიბაძეს მათ და მიდრკნენ უწესოებისკენ "ვიდრე მღვდელმთავარნიცა და ჰყოფდნენ უჯეროთა", - გვაუწყებს ვახუშტი ბატონიშვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat