"შეკრიბეთ პირველად ღვარძლი იგი და შეჰკარით ძნეულად, რაითა დაიწვას იგი"
"შეკრიბეთ პირველად ღვარძლი იგი და შეჰკარით ძნეულად, რაითა დაიწვას იგი"
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
გრიგოლი: - ერისკაცობაში მამაჩემის ნამემკვიდრალ სახლში ვცხოვრობდი. ჩემი მეზობლები იყვნენ ქვრივი გალა და მისი ვაჟი ევმორფი, ასევე ოპტიონი (სამხედრო პირი, - კ.კ.) სტეფანე. როცა ევმორფის სიკვდილის ჟამი დაუდგა, მან მოიხმო თავისი მონა და უთხრა: - ახლავე წადი და უთხარი ოპტიონს, დაუყოვნებლივ წამოვიდეს, უკვე მზად არის ხომალდი, რომლითაც სიცილიაში უნდა წავიდეთო. მონამ იფიქრა, ბოდავსო და ბრძანების აღსრულება აღარ უნდოდა. ევმორფიმ მკაცრად უთხრა: რაც გითხარი, სასწრაფოდ აღასრულე, მე არ ვბოდავო. მონა წავიდა. შუა გზაზე შეხვდა კაცი, რომელმაც ჰკითხა, - სად მიდიხარო? მონამ უპასუხა: - ჩემმა ბატონმა სტეფანე ოპტიონთან გამგზავნაო. შემხვედრმა უთხრა: - ახლა სტეფანესგან მოვდივარ, ახლახან გარდაიცვალაო. მონა დაბრუნდა უკან. ევმორფი მკვდარი დახვდა. ამგვარად, ჩანს, რომ ორივეს ერთსა და იმავე წუთს მოუწოდა უფალმა.

პეტრე: - ძალზე შემაძრწუნებელია შენი მონათხრობი, მაგრამ მომაკვდავ სულს რატომ გამოეცხადა ხომალდი, ანდა მომაკვდავმა რად იწინასწარმეტყველა, სიცილიაში წამიყვანენო?

გრიგოლი: - სულს არ სჭირდება მეეტლე, მაგრამ არაფერია გასაკვირი, რომ ხორცში მყოფს გამოეცხადა ის ხომალდი, რომლის ხილვასაც მიჩვეული იყო ხორციელი თვალებით, რათა ამ ხომალდით მიმხვდარიყო, თუ როგორ წარევლინება სული (იმ ქვეყანაზე). მომაკვდავის მოწმობა, რომ სიცილიაში წაიყვანენ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამ კუძულზე, სხვა ადგილებზე მეტად, მთების ყელიდან ამოტყორცნილი ცეცხლი გამზადებულია სატანჯველად (ცოდვილთა სულებისა), თვითმხილველთა თქმით, (ვულკანების) ყელი ყოველწლიურად ფართოვდება. ასე რომ, რაც უფრო მოახლოვდება ქვეყნის აღსასრული, მით მეტი ცოდვილი შეიკრიბება მათთვის სატანჯველად განკუთვნილ ცეცხლში და მით მეტად განიღება ჯოჯოხეთის კარები (აზრი იმის შესახებ, რომ ცოდვილები ქვესკნელის ცეცხლში დაიწვებიან, განსაკუთრებით გავრცელებული იყო პირველ საუკუნეებში. მაგრამ არც წმინდა წერილში და არც ეკლესიის სწავლებაში ეს აზრი გარკვევით არ გამოითქმება). ხოლო იმას, რომ როგორც ღვთის რჩულნი, ისე ღვთისაგან უარყოფილნი ერთნაირი საქმეების გამო ერთნაირ ბედს იმსახურებენ და საერთო ადგილას მოთავსდებიან, გვიმოწმებს სახარება, როცა მართალთა სამყოფელზე ბრძანებს: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანენი მრავალ არიან" (იოანე 14,2). საუკუნო სიცოცხლეში ყველას რომ ერთნაირად მიეგებოდეს, მაშინ ერთი სავანე იქნებოდა და არა მრავალი. ესე იგი, არსებობს მრავალი სავანე, სადაც კეთილნი საფეხურებისდა მიხედვით არიან. დამსახურებით თანასწორნი ერთნაირად ნეტარებენ და ყველა მომუშაკე ერთ დრაჰკანს მაინც მიიღებს (მათ. 20,9). მაგრამ განირჩევიან მრავალ სავანეში მონეტარენი. ერთია ნეტარება, რომლითაც იქ ნეტარებენ, მაგრამ სხვადასხვა საქმისთვის სხვადასხვა საწყაულით მიეზღვებათ. უფალი, როცა თავისი სამსჯავროს დღეზე გვაუწყებს, ამბობს: "ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღვარძლი იგი და შეჰკარით ძნეულად, რაითა დაიწვას იგი" (მათე 13,30). მომმკელნი - ანგელოზები შეკრებენ ღვარძლს დასაწველ ძნებად, ანუ თანასწორთ შეკრებენ ერთნაირი სატანჯველისათვის: ამაყი, მაგალითად, ამაყთა შორის დაიწვება, განმცხრომი - განცხრომით მცხოვრებთა შორის, ძუნწები - ძუნწებთან, ცრუნი - მატყუარებთან, შურიანები - შურიანებთან, ურწმუნონი - ურწმუნოებთან. მაშინ ანგელოზები ერთნაირად დამნაშავეებს გადაანაწილებენ დასასჯელ ადგილებში და ერთნაირ სატანჯველს მისცემენ, თითქოს დასაწველ ძნებად შეკრული ღვარძლი ყოფილიყოს.

პეტრე: - შენმა პასუხმა სრულიად დამაკმაყოფილა, მაგრამ მითხარი, რას ნიშნავს, რომ ზოგიერთი სული მხოლოდ მოჩვენებითად დატოვებს სხეულს, მაგრამ კვლავ უბრუნდება მას და ადრე უსულოდ მყოფი, ამბობს, რომ გაიგონა, როგორ თქვეს მასზე იმ ქვეყანაში, ისევ უკან დააბრუნეთო?

თავი XXXVI. მიცვალება და მკვდრეთით აღდგომა მონაზონ პეტრესი, სტეფანესი და ხილვა ვინმე მეომრისა
გრიგოლი: - ეს მხოლოდ მოჩვენებითად არ არის. უნდა ვიფრთხილოთ, თუ გვინდა, კარგად გავიგოთ ყველაფერი. ღმერთმა თავისი სახიერებით და გამოუთქმელი გულმოწყალებით ისე მოაწყო, რომ ზოგიერთნი ნამდვილი სიკვდილის მერე უეცრად ცოცხლდებიან და უკვე ეშინიათ იმ ჯოჯოხეთური სატანჯველისა, ადრე რომ მხოლოდ გაეგონათ და არ სჯეროდათ, ახლა კი იხილეს. ერთმა ილირიელმა მონაზონმა მიამბო: "ევაზოს უდაბნოში პეტრე იბერიელი მოსაგრეობდა ჩემთან. მან მიამბო: "უდაბნოში გასვლამდე ძლიერი ხორციელი სნეულების შემდეგ მოვკვდი, მაგრამ მალევე სიცოცხლეს დავუბრუნდი. ვნახე ჯოჯოხეთის სატანჯველი და უთვალავი ცეცხლოვანი ადგილი, მასში შთავარდნილი ცნობილნი კაცნი ამა სოფლისა. მეც ცეცხლში ჩასაგდებად მივყავდი. უეცრად გამოგვეცხადა ბრწყინვალე სამოსით მოსილი ანგელოზი, დამიხსნა გეენიისგან და მითხრა: "წადი და დაფიქრდი, როგორი ცხოვრება გმართებს ამის მერე". ამ სიტყვებისთანავე სხეულის ასოებმა ნელ-ნელა იწყო გათბობა. გავიღვიძე საუკუნო სიკვდილის ძილიდან და ყველას ვუამბე, რაც დამემართა". საშინელი მოვლენით გონს მოსულმა პეტრემ ისეთ მარხვასა და მღვიძარებას მისცა თავი, მისი მაყურებელი მიხვდებოდა, თუ რა ჯოჯოხეთის სატანჯველნი ნახა. ამგვარად, ყოვლისშემძლე ღმერთმა, სიკვდილის საშუალებით ისე ქნა, რომ პეტრე საუკუნოდ არ მომკვდარიყო.

გულგასასტიკებულ ადამიანებს თვით ჯოჯოხეთის სატანაჯველთა ხილვა ერთნაირად სასარგებლოდ არ უხდება. სახელოვანი სტეფანე, რაღაც საქმეზე კონსტანტინოპოლში დარჩენილი, მოკვდა უეცარი ხორციელი სნეულებით. სიკვდილის დღეს ვერ მონახეს ექიმი და მალამოს გამყიდველი, რომ მისი გვამი გაეკვეთათ და დაებალზამებინათ. იგი ჩაიყვანეს ჯოჯოხეთში და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს, მაგრამ მსაჯულმა არ მიიღო: "ამის მოყვანა კი არ გიბრძანეთ, არამედ მჭედელ სტეფანესიო". ის მაშინვე დააბრუნეს სხეულში, ხოლო მეორე სტეფანე იმავე საათს მოკვდა. ამგვარად, თვითონ სტეფანეს სიკვდილმა დაამტკიცა, რომ ჯოჯოხეთი მართლაც არსებობდა.

ეს სტეფანე სამი წლის წინ მოკვდა საშინელი ჭირისას. მისი უსულო სხეული გაუნძრევლად ესვენა, მაგრამ მასში მალევე დაბრუნდა სული და მოჰყვა, თუ რა შეემთხვა: ნახა ხიდი, რომლის ქვეშ მოედინებოდა შავი და ბნელი მდინარე, რომელიც აუტანელ სიმყრალეს აფრქვევდა. ხიდის იქით იყო ფართო, ამწვანებული, სურნელოვანი ყვავილებით მოჩითული მდელო, რომელზეც შეკრებილიყო თეთრად შემოსილი ხალხი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. იქ იყო სინათლით ავსებული სხვადასხვანაირი საცხოვრებელი. საკვირველი სილამაზის სახლი ოქროს აგურით შენდებოდა, ოღონდ ვისი იყო, ვერ შეიტყო. მდინარის ნაპირზე მდგარ ზოგიერთ სახლში აღწევდა მდინარიდან ამოსული სიმყრალე. თუ ცოდვილს სურდა ამ ხიდის გავლა, ვარდებოდა ბნელსა და მყრალ მდინარეში. მართლები კი თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაივლიდნენ ხიდს და იმ მშვენიერ ადგილას მიდიოდნენ. მან იქ ნახა საეკლესიო რიგის უხუცესი პეტრე, რომელიც ოთხი წლის წინ მოკვდა. ის ფეხებით იყო ჩამოკიდებული იმ საშინელ ადგილას. უთხრეს, - ის ასე იმიტომ იტანჯება, რომ როცა ვინმეს დასჯას უბრძანებდნენ, მორჩილების გამო კი არ ურტყამდა დამნაშავეს, არამედ სასტიკი იყო და სიამოვნებდაო. ნახა ასევე ერთი უცხოტომელი დეკანოზი, რომელმაც ხიდი ისე თამამად გადალახა, როგორი გულწრფელობითაც აქ ცხოვრობდა. როცა სტეფანემ ხიდზე გავლა დააპირა, ფეხი დაუცდა და ნახევარი ტანით დაბლა ჩაეშვა, მდინარიდან ამომძვრალი საშინელი ხალხი ფეხებზე დაეჭიდა სიმყრალეში ჩასაგდებად, ხოლო თეთრსამოსიანი და კეთილსახოვანი კაცები ზემოთ ექაჩებოდნენ. ამ ორთაბრძოლისას მეომრის სული სხეულს დაუბრუნდა. ნათლად ჩანს, სტეფანეს მოწყალება უყვარდა, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა ხორციელ მანკიერებებს, რომლებიც ქვევით მიათრევდნენ. ჯოჯოხეთის სატანჯველთა ხილვის შემდეგ სტეფანე სრულიად შეიცვალა. აქედან გასაგებია, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველთა ხილვას ზოგისთვის სიკეთე მოაქვს, სხვებს კი ბოროტებად ექცევათ: ერთნი ხედავენ ბოროტებას და შეშინდებიან. სხვები კი ისე მკაცრად განიკითხებიან, რომ გაქცევაც აღარ შეუძლიათ უკვე ნანახი ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან.

პეტრე: - რას ნიშნავდა იმ მშვენიერ ადგილას ოქროს აგურით სახლის აშენება? იმის დაჯერება სასაცილოდ მეჩვენება, რომ იმ ცხოვრებაში ასეთი ლითონი კვლავ დაგვჭირდება.

თავი XXXVII. რას ნიშნავს მშვენიერ ადგილას სახლის აშენება. ამბავი დეუსდედიტისა, რომლის სახლიც, ხილვის მიხედვით, შაბათობით შენდებოდა. ასევე ამბავი სოდომელთა დასჯისა
გრიგოლი: - განა ასე გაიგებს ამას, ვინც გონივრულად ფიქრობს? იქ ნაჩვენები ხილვიდან აშკარად ვიგებთ, თუ რას აკეთებდა აქ (მიწაზე) ის, ვისთვისაც სახლი შენდება. ვინც აქ მოწყალების უხვად გაცემით ჯილდოდ საუკუნო ნათელს დაიმსახურებს, უეჭველია ოქროსგან იშენებს იმ ქვეყანაზე სახლს. ის მეომარი, რომელმაც სახლის მშენებლობა ნახა, ამბობდა, ოქროს აგურები მოჰქონდათ მოხუცებს და ახალგაზრდებს, ყრმებსა და ქალწულებსო. აქედან ჩანს, რომ ისინი, ვისაც სიყვარულით მოექცნენ, იქ სახლის მშენებლებად გამოჩნდნენ.

აქ მეზობლად ცხოვრობდა ღვთისმოშიში კაცი, მეწაღე დეუსდედიტი. მასზე ვინმე კაცს ხილვა ჰქონდა: დეუსდედიტისთვის სახლი შენდებოდა, მაგრამ მშენებლები სამუშაოდ მხოლოდ შაბათ დღეს მიდიოდნენ. თურმე დეუსდედიტს ჩვევად ჰქონდა, შაბათ დღეს წმინდა პეტრეს ეკლესიაში მიეტანა და ღარიბთათვის გაეყო სამოსი და სამუშაო დღეებში მორჩენილი საკვები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat