საკუთარი სურვილის აღსრულების მაგიერ მოყვასის სიკეთეს უყოყმანოდ ავირჩევ
საკუთარი სურვილის აღსრულების მაგიერ მოყვასის სიკეთეს უყოყმანოდ ავირჩევ
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
თავი XXXVII. ამბავი სანკტულისა, ნურსიის მხარის დეკანოზისა
გრიგოლი: - მან, ვინც ხუთი პურით ხუთი ათასი კაცი განაძღო , ვინც მცირე თესლს უთვალავ ნაყოფად ააღორძინებს, ვისაც ჯეჯილი ამოჰყავს მიწიდან, ვინც ყოველივე არაფრისგან შექმნა, მანვე, თავისი მონის დახმარებით, ერთი პურით განაძღო მრავალნი. მაგრამ საკვირველად რომ არ მოგეჩვენოს ღირსსახსენებელი სანკტულის მიერ ღვთის ძალით აღსრულებული გარეგნული მოქმედებანი, გეტყვი, როგორი იყო ის. იმავე ღვთის ძალით, ერთხელ ლონგობარდებმა დიაკონი ტყვედ შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და ბოლოს მოკვლა დაუპირეს. როცა მოსაღამოვდა, მონა ღვთისა სანკტული ლონგობარდებთან მივიდა და დიაკვნის განთავისუფლება სთხოვა. უარი უთხრეს. მიხვდა, განზრახული ჰქონდათ დიაკვნის მოკვლა და ესღა სთხოვა, - მე ვუდარაჯებო. ლონგობარდებმა, - უდარაჯე, მაგრამ თუ გაიქცა, მის მაგივრად შენ უნდა მოკვდეო. ღვთის კაცი სიამოვნებით დათანხმდა. როცა შუაღამისას ლონგობარდებს ღრმად ჩაეძინათ, გააღვიძა დიაკონი - გაიქეცი. დაე, გიხსნას შენ ყოვლისშემძლე ღმერთმაო. მან უარი უთხრა, - მაშინ შენ მოგკლავენო. მაგრამ ღვთის კაცმა აიძულა დიაკონი, გაქცეულიყო - მე ღვთის ხელმწიფების ქვეშ ვარ, ლონგობარდები ისე მომექცევიან, როგორც უფალი დაუშვებსო. დიაკონი გაიქცა. დარჩა ვითომ მისგან მოტყუებული სანკტული.

მეორე დილას ლონგობარდებმა ტყვის დაბრუნება მოითხოვეს. ღვთისმოშიშმა სანკტულმა - დიაკონი გაიქცაო. აირჩიე, როგორი სახის სიკვდილი გინდაო, - ჰკითხეს ლონგობარდებმა. მე ღვთის ხელში ვარ, - უპასუხა წმინდანმა, - ისეთი სიკვდილით მომკალით, რომლის ნებასაც უფალი დაუშვებსო. გადაწყვიტეს, სანკტულისთვის თავი მოეკვეთათ. შეიკრიბნენ სეირის საყურებლად. ერთი ღონიერი კაცი გამოარჩიეს, რომელსაც შეეძლო, ერთი დარტყმით თავი გაეგდებინებინა. ღვთის კაცი შუაში გამოიყვანეს. შეიარაღებულ კაცთა შორის მყოფმა წმინდანმა მცირე ხნით ლოცვის ნებართვა ითხოვა. მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. გავიდა ცოტა დრო. ჯალათმა ფეხი წაჰკრა - მოიდრიკე ქედიო. ღვთის მონა ადგა, მოღერილ მახვილს შეხედა და ხმამაღლა თქვა, - წმინდაო იოანე! შეაკავე იგიო. ჯალათს ხელი გაუშეშდა. ლონგობარდებმა აშკარად დაინახეს, რამხელა წმინდანი იყო სანკტული და პატივისცემით სთხოვეს, ფეხზე წამომდგარიყო, მერე ევედრნენ - ჯალათს ხელი განუკურნეო. მაგრამ უარი მიიღეს, - მისი გულისთვის არ ვილოცებ, თუ არ დაიფიცებს, რომ ამ ხელით ერთ ქრისტიანსაც აღარ მოკლავსო. ლონგობარდი იძულებული გახდა, დაეფიცა. მაშინ ღვთის მონამ უთხრა, - ჩამოუშვი ხელიო და ჯალათმა ხელი მაშინვე დაუშვა, მერე წმინდანმა უბრძანა: - ჩააგე მახვილი ქარქაშშიო. მანაც მაშინვე ჩააგო. მიხვდნენ ლონგობარდები, როგორი წმინდანი იდგა მათ წინაშე, ერთმანეთს ასწრებდნენ და სანკტულს საჩუქრად ნაძარცვ ნივთებს, ჯორებსა და ცხენებს სთავაზობდნენ, მაგრამ ღვთის კაცმა უარი თქვა მათ საჩუქარზე და უკეთესი ჯილდო ითხოვა: - თუ გსურთ რაიმე მაჩუქოთ, მაშინ მომეცით ყველა თქვენი ტყვე და ვილოცებ თქვენთვის ღვთის წინაშეო. სურვილი აღსრულებულ იქნა. ღვთის მოწყალე განგებულებით, ერთმა კაცმა, რომელმაც სხვისი გულისთვის სასიკვდილოდ თავი გადადო, მრავალი იხსნა სიკვდილისგან.

პეტრე: - საოცარი ამბავია! თუმცა ამის შესახებ, სხვებისგანაც გამიგონია, მაგრამ ვაღიარებ, რომ ყოველთვის, როცა მიყვებიან ამას, მღელვარებით ვისმენ.

გრიგოლი: - ნუ გაგაოცებს სანკტულის ეს სასწაული. დაფიქრდი, უბრალო, გულწრფელი და სათნოებათა ამგვარ სიმაღლეზე მდგომი, რითი იყო გამხნევებული, სად იყო ფიქრი მისი, როცა მტკიცედ გადაწყვიტა მოყვასისთვის მომკვდარიყო. ძმის ამქვეყნიური სიცოცხლის შესანარჩუნებლად საკუთარი სიცოცხლე მოიძაგა და ქედი თვისი მახვილს წარუპყრა; როგორი ძალა სიყვარულისა გაამხნევებდა მის გულს, როცა არ შეეშინდა, მოყვასის სიცოცხლე თავისი სიკვდილით გამოესყიდა! ცნობილია, რომ ფრიად პატივცემულმა სანკტულმა წესიერად კითხვაც არ იცოდა. მას სჯული წიგნით არ შეუსწავლია, მაგრამ რადგან "აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს" (რომ. 13,10), მანაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღასრულა სჯული მთლიანად, და ის, რაც მას მეცნიერებით არ შეუსწავლია (სჯული), მასში სიყვარულით ცხოვრობდა და მოქმედებდა. ვისაც შესაძლოა არასოდეს წაუკითხავს მოციქულ იოანეს მაცხოვარზე ნათქვამი სიტყვები: "რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დადვა და ჩვენცა თანა გვაც ძმათათვის სულთა ჩვენთა დადებაი", - არა სიტყვით, არამედ საქმით გვიჩვენა, რომ იცის ეს უდიდესი მცნება მოციქულისა. შევადაროთ მისი გასხივოსნებული უცოდინარობა ჩვენს მეცნიერულ ცოდნას. სადაც ჩვენი ცოდნა მკვდარია, იქ მისი შემეცნება ქმედითია, ჩვენ გულგრილად განვმარტავთ სათნოებებს (ვქადაგებთ სათნოებებზე), ვდგავართ ნაყოფით დახუნძლულ ხეებქვეშ, მხოლოდ ვიყნოსავთ ნაყოფის სურნელს და გემოს კი არ ვუსინჯავთ. ის კი, თუმცა სიტყვებით სათნოებათა ნაყოფის ყნოსვა (ანუ წიგნის კითხვა) არ შეეძლო, ამ ნაყოფს მიირთმევდა.

პეტრე: - როგორ ფიქრობ, თანდათანობით რატომ მცირდება სათნო ადამიანთა რიცხვი? რატომ არის, რომ ისეთებს, რომლებიც სხვათა დასამოძღვრად უნდა ცოცხლობდნენ, ან საერთოდ ვერ იპოვი, ანდა იშვიათად შეხვდები?

გრიგოლი: - ადამიანთა ბიწიერება მოითხოვს, რომ მათგან აღმოყვანილნი იქმნან ღვთისმოშიში ადამიანები, და როცა მოახლოვდება ქვეყნის აღსასრული, წმინდანები აღტაცებულნი იქნებიან (ზეცად), რათა არანაირი სიბილწე არ იხილონ. სოლომონი ამბობს: "ჟამი არს დადებად ქვათა და ჟამი არს შეკრებად ქვათა" (ეკლესიასტე 3,5). ამიტომ, რაც უფრო მოახლოვდება სამყაროს აღსასრული, მით აუცილებელია, შეიკრიბოს ცოცხალი ქვები ზეციური შენობისთვის, ვიდრე შენობა ჩვენი იერუსალიმისა თავის საზომს არ მიაღწევს. თუმცა გვწამს, ყველა რჩეული არ აღიტაცება მიწიდან, სოფელში მხოლოდ ბიწიერნი რომ არ დარჩნენ, რამეთუ ცოდვილნი არასოდეს მოიქცეოდნენ ცრემლიან სინანულში, რომ არ ჰყავდეთ მაგალითნი სათნოებათა, რომლებიც მათ სულებს დაატყვევებდნენ.

პეტრე: - ესე იგი, ტყუილად ვწუწუნებ სათნო ადამიანთა შემცირებაზე, მაშინ როცა ვხედავ, რომ უწმინდურნიც მრავალნი იხოცებიან.

თავი XXXVIII. ხილვა რედემპისა, თერენტის ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - ნუ გაგაოცებს ეს, ჩემო პეტრე. შენთვის ცნობილია თერენტის ეპისკოპოსი რედემპი. ეს ფრიად პატივცემული კაცი შვიდი წლის წინ გადასახლდა ამ სოფლიდან. ის ჩემთან სულიერად ახლოს იყო. ვთხოვე, ეამბა, რაც შეიტყო ქვეყნის აღსასრულზე ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედი პაპის, იოანე უმცროსის დროს.

ერთხელ მან ეპარქია შემოიარა და წმინდა მოწამე ევტიქის ტაძარში შეჩერდა. როცა შესაღამოვდა, ბრძანა, მისთვის საწოლი წმინდა მოწამის საფლავის გვერდით გაემართათ და დაღლილი დასასვენებლად მიწვა. შუაღამემდე ძილღვიძილში იყო. ამ მდგომარეობაში მყოფს გამოეცხადა წმინდა ევტიქი და ჰკითხა: "რედემპი, არ გძინავს?" "არ მძინავს", - უპასუხა. წმინდანმა სამგზის უთხრა, ახლოვდება ყოველი ხორციელის აღსასრულის ჟამიო და რედემპის სულიერ თვალთა წინაშე გაქრა. ღვთის მონა წამოდგა და აცრემლებულმა ლოცვა დაიწყო. მალე ცაზე ნიშნები გამოჩნდა. ჩრდილოეთით ცეცხლის შუბი და ისრები ჩანდა. მერე კი ლონგობარდთა საშინელი ერი გამოვიდა თავისი სამკვიდროდან და თავს დაგვესხა. გაწყდა მრავალი მოდგმა, როგორც თავთავი მკისას, მოისრა და მოსწყდა. ქალაქები დაცარიელდა, ციხესიმაგრეები დაინგრა, ეკლესიები, მამათა და დედათა მონასტრები დაიწვა, დაცარიელდა სოფელი, მინდვრები დაუმუშავებელი დარჩა, მიწა უდაბნოდ გადაიქცა, მასში ერთი ცოცხალი კაციც აღარ დარჩა, მათ ნასახლარზე მხეცები დარბოდნენ. ჩვენს მიწაზე სამყაროს აღსასრული არათუ ახლოს არის, უკვე დადგა კიდეც. ამიტომაც აუცილებელია, უფრო მეტი სიმტკიცით ვეძებოთ საუკუნო და არა ის, რაც უფრო სწრაფად ქრება, დროებითი (წამიერი). უნდა მოვიძაგოთ სოფელი ესე, თუნდაც ის გვეალერსებოდეს, ანდა გვაცდუნებდეს თავისი ბედნიერებით. მაგრამ თუ სოფელი ასე გაგვშოლტავს, მოგვაწევს უბდურებას, ყოველდღიურად წარმოშობს ჩვენთვის ამდენ მწუხარებას - განა ამით იმას არ გვმოძღვრავს, რომ იგი არ გვიყვარდეს?

ბევრი რამ შეიძლებოდა მეთქვა ამ რჩეული კაცის მოღვაწეობაზე, მაგრამ იმიტომ გავჩუმდები, რომ ვჩქარობ, სხვებზე მოგითხრო.

პეტრე: - ჩემი დაკვირვებით, წმინდა ეკლესიის წიაღში მყოფთაგან ბევრს ეეჭვება სიკვდილისშემდგომი ცხოვრების არსებობისა, ამიტომაც გთხოვ, გონიერი განსჯით ანდა მაგალითებით, რაც კი გაგახსენდება, მოგვიყვე იჭვნეულთა დასამოძღვრად, რომ სული სხეულთან ერთად არ კვდება.

გრიგოლი: - ეს ძალზე ძნელი საქმეა, განსაკუთრებით საქმიანი ადამიანისთვის, რომელიც სხვა საგნებზე ფიქრობს. მაგრამ თუ არის ხალხი, ვისთვისაც ეს სასარგებლო იქნება, საკუთარი სურვილის აღსრულების მაგიერ მოყვასის სიკეთეს უყოყმანოდ ავირჩევ და რამდენადაც შემეწევა წყალობა ღვთისა, წიგნის შემდგომ თავში გიჩვენებ, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat