ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ იმას მიენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს
ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ იმას მიენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს
* "ნუ გიკვირთ მათი, ვინც მთვარეს უახლოვდება, გიკვირდეთ მათი, ვინც გაურბის ამა სოფლის აზროვნებას, უახლოვდება ღმერთს და ხარობს".

* "რაც მეტად შორდებიან ადამიანები უბრალო, ბუნებრივ ცხოვრებას და მიელტვიან ფუფუნებას, მით უფრო იზრდება მათი მოუსვენრობა და რაც უფრო იხვეწება ამსოფლიური თავაზიანობა, მით მეტად იკარგება უბრალოებაც, სიხარულიც და ბუნებრივი ადამიანური ღიმილიც".

* "გარბიან წლები, ბერდებიან ადამიანები. მაშ, ნუ ჩამოსხდებით გზაჯვარედინზე. აირჩიეთ თქვენი მოშურნეობის შესაბამისად ერთ-ერთი ჯვარი, დაადექით ჩვენი ეკლესიის ორი გზიდან ერთ-ერთს და შეუდექით ჯვარცმის გზით ქრისტეს, თუკი გსურთ გაიხაროთ აღდგომის სიხარულით".

* "სიხარული, რომელსაც გრძნობს ადამიანი ნივთიერი შესაწირის მიღებისას, ადამიანური სიხარულია, ხოლო რომელსაც გაცემისას გრძნობს - ღვთიური. ღვთიური მოდის გაცემით!"
ბერი პაისი მთაწმინდელი

"ამჟამად მღვიმეში ვცხოვრობ. მშვენიერ მყუდროებაში ყველაზე ბედნიერი ვარ, ვინაიდან უზრუნველად ვცხოვრობ და განუწყვეტლივ ვიღებ მდუმარების ნექტარს. როცა მადლი მშორდება, როგორც მეორე მადლი, მოდის მდუმარება, გულში მიკრავს და ცბიერი, ვერაგი ცხოვრების ტანჯვა-მწუხარება არაფრად მეჩვენება. ამ ცხოვრებაში მწუხარება და სიხარული ერთად დადიან, ბოლო ამოსუნთქვამდე ასეა".
ბერი იოსები

* "როცა გული და გონება შეერთებულია ლოცვით და მშვინვიერი აზრები არ გვაწუხებს, მაშინ სულიერი სითბოთი თბება გული, რომელშიც შემოდის ქრისტეს ნათელი, შემოაქვს სიმშვიდე და სიხარული ადამიანის შინაგან სამყაროში".

* "ვისაც უყვარს ეს სოფელი, შეუძლებელია დარდიანი არ იყოს. ვისაც სძულს "ამა სოფლისანი", იგი მხიარულია ყოველთვის".

* "უნდა მოვიშოროთ დაღონების სული, რადგან მისგან მრავალი ბოროტება მოდის. დაღონება უძლურებისგანაც შეიძლება იყოს და დაღონების ბოროტისგანაც".

* "რა სასიხარულოა, როცა გონება სულიერი თვალით ხედავს სიმართლის მზეს, ქრისტეს. მაშინ ჭეშმარიტად ანგელოზის სიხარულით გიხარია".

* "ქრისტიანული გული, იღებს რა ღვთაებრივს, ამის შესახებ კიდევ რაიმე დამამტკიცებელს არ მოითხოვს, რადგანაც ზეციდან სიხარულს გრძნობს, სხვას აღარაფერს ითხოვს გარე სამყაროდან".
ღირსი სერაფიმე საროველი

* "მართალია, ქრისტიანი სერიოზულად და ღრმად უნდა იაზრებდეს თავის სიცოცხლეს და მოქალაქეობას, შრომითა და მოწიწებით ასრულებდეს თავის მოვალეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მოწყენილი და დამწუხრებული იყოს, ანუ ნუგეშს, სიხარულსა და მხიარულებას არ იცნობდეს. წმინდა მოციქული პავლე წერს: გიხაროდენ და კვალად გეტყვი, გიხაროდენ. ე.ი. ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს!"

* "მართლა ჭეშმარიტი, წმინდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანის სულშია. ჭეშმარიტი, წმინდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა ყალბია და წუთიერი. პირველი კეთილი სინდისისა და განწმენდილი აზრისგან მომდინარეობს, ხოლო მეორე - რომელიმე ცოდვისგან".

* "ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიდნენ; ჭეშმარიტ ქრისტიანს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია. წმინდა და მაცოცხლებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა - ყალბია და წუთიერი. ცოდვის სიამოვნება წუთიერია და შემდგომ გამამწარებელი".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

* "ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც.

წმინდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას მართლაც მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. "ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი (ანუ მიწიერი კეთილდღეობა) კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა", - გვასწავლის პავლე მოციქული.

* "სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, იგი ნაყოფია ღვთის სათნო, წმინდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "არც ძალაუფლების სიდიადე, არც ფულის სიმრავლე, არც ძლიერება, არც ჯანმრთელობა, არც უხვი სუფრა, არც შესანიშნავი ჩაცმულობა და არც სხვა რამ ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

"ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მიენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს".
წმინდა ანტონი დიდი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat