შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო!
შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო!
თუკი გსურთ წარმატებულად იღვწოდეთ სათნოებათა მოსაპოვებლად და სრულყოფილად აღორძინდებოდეთ სულიერად, მარადის მშვიდნი და აღუშფოთველნი იყავით გულით, და თუ შეიძლებთ ამას, არასდროს იქნებით სირცხვილეულნი ეშმაკისაგან. თუ ეს ნამდვილად გსურთ, ძმანო, მთლიანად დაემორჩილეთ თქვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყველა მათი რჩევა-დარიგება შეისმინეთ და მაშინ ესევითარნი, შემოსილნი ქრისტესმიერი თავმდაბლობითა და მორჩილებით, არასდროს დაეცემით.

***
ათასგზისაც რომ შესცოდო (ოღონდ არა შეგნებული, წინასწარი განზრახვით), მაგრამ შემდეგ გულწრფელი სინანულით მიეახლო ღმერთს, იცოდე, კვლავ და კვლავ განიწმინდები სიბილწისა და შენს მიერ ჩადენილ უსჯულოებათაგან.

***
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც - ეშმაკიც უმალ განიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელ სინანულის ცრემლთაც დავღვრით.

***
განა ძალუძს შუა ზღვაში მდებარე კუნძულს შეაჩეროს ბობოქარი ტალღები, მის ნაპირთ რომ აღარ ეხეთქებოდნენ?! რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მაინც წინაღუდგება მათ. ასევე არც ჩვენ ძალგვიძს სრულიად შევაჩეროთ საკუთარ გულისთქმათა მღელვარება, მაგრამ ის ხომ ძალგვიძს, რომ შევეწინააღმდეგოთ მათ!

***
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა - ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვდიადის ხელშეწყობით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, რაკი მისი გამეფება სურთ, რამეთუ ამ დროს ყველანაირ სამეფო შესამოსელს უძღვნიან მას, რათა თხემით ტერფამდე ერთიანად მეფურად იყოს შემოსილი. ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი მისი ბუნება და სრული არსება შებილწა, სრული ადამიანი დაატყვევა თავისი წყვდიადის სამეფოში ისე, რომ მცირედი ნაწილიც კი არ დატოვა მასში თავისუფალი - არც ზრახვა-გულისთქმები, არც გონება, არც სხეული, ანუ მთლიანად შემოსა ადამიანი წყვდიადის "ძოწეულით", და როგორადაც სხეულში რაიმე სენის დაბუდების ჟამს მისი მხოლოდ ერთი რომელიმე ნაწილი კი არ ევნება, არამედ მთელი ადამიანის არსება იტანჯება, ასევე სულიც მთლიანად ევნო და მოიწყლა მანკიერებისა და ცოდვის უძლურებათაგან. ასე რომ, მზაკვარმა ეშმაკმა ადამიანის სრული სული - ადამიანის არსების ეს უმთავრესი ნაწილი - შემოსა თავისებური ბოროტებით ანუ ცოდვით და ადამიანიც ასე შეიქნა სხეულითაც ვნებებს დაქვემდებარებულ გახრწნად და მოკვდავ არსებად.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა სხვადასხვა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოავლინოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქმნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!

***
მარხვა და სიწმინდე ნურავის მოეჩვენება ძნელ და საშინელ საქმედ, რადგან ეს თქვენთვის კი არა, ბოროტ სულთათვის არის საშინელი. და თუ ვინმე ეშმაკეული იყოს, პირველ ყოვლისა მარხვის სახე უჩვენე მას, რამეთუ თვით ქრისტე იტყვის: "ესე ნათესავი არარაით განხდეს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
წმინდა იოანე ოქროპირი

ღმერთის წინამძღვრობით წარმართებული ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით იყენებს ამქვეყნიური ცხოვრების სიძნელეებს იმისთვის, რომ სულის სიმტკიცე შეიძინოს. სიამეთა სიუხვისა და წარმავალ სიკეთეთა საცთურის წინაშე გამოცდის იგი თავშეკავების უნარს და კეთილკრძალული ხდება. ცდუნებასა და განსაცდელთა შორის სწავლობს კეთილმოშიშებას და გონიერებით აღვსილი, ცდილობს, არასდროს არაფერში დაუთმოს მათ და კიდევ უფრო გულმოდგინე იყოს ჭეშმარიტების სიყვარულში, რომელიც არასდროს გვატყუებს და არასდროს გვარცხვენს.

***
ის მანკი, რომლითაც პირველად იქნა ძლეული ადამიანი, სულ უკანასკნელად დაიძლევა ჩვენს მიერ, რადგან როცა ყველა ცოდვას ვძლევთ, ის საშიშროება დაგვემუქრება, რომ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებულობის შეგნებისას, შესაძლოა, ოდენ საკუთარი თავით და ჩვენი ძალებით ვიქადოდეთ, და არა - უფლის ძლიერებით, რომელმაც მოგვმადლა წარმატება.
ნეტარი ავგუსტინე

ყოველივე უნდა უარვყოთ, მივატოვოთ და განვაგდოთ ჩვენგან, რაც ღმერთისაგან განგვაშორებს და საუკუნო სიკვდილის მიზეზად შეიქმნება ჩვენი სულებისთვის! - უარვყოთ ჩვენს ურთიერთობებშიც სხვა ადამიანებთან, ჩვენს საქმეებშიც, სურვილებშიც და ფიქრებშიც. რამეთუ ვინც შიშით აღივსება ამგვარი, საბოლოო სიკვდილის წინაშე და თავსაც შემოიზღუდავს მისგან კეთილმსახური ცხოვრებით, მას უკვე აღარ ექნება შიში სხეულებრივი სიკვდილის წინაშე, რადგან თავის არსებაში ჭეშმარიტი სიცოცხლე ექნება შეძენილი. ნამდვილი სიკვდილი ხომ სწორედ და მხოლოდ სულიერი სიკვდილია, სულის სიკვდილი, ისევე, როგორც ნამდვილი სიცოცხლე, მხოლოდ და სწორედ სულიერი სიცოცხლეა, სულის ცხოვრება. ხოლო სულის ეს ცხოვრება შემოქმედ ღმერთთან ერთობა და თანაზიარობა, ისევე, როგორც სხეულისთვისაც სიცოცხლე სულთან ერთობასა და თანაზიარობაში მდგომარეობს.

***
სრულყოფილი სამართლიანობის საქმე იყო ის, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება, რომელიც ჩვენივე თავისუფალი ნებით იქნა დამონებული და ძლეული, თვითვე ხელახლა აღმდგარიყო ბრძოლად საბოლოო გამარჯვებისთვის და მონობის ნებაყოფლობითი უღელიც ქედიდან მოეცილებინა. ამიტომაც ინება ღმერთმა ჩვენი ადამიანური ბუნება მიეღო და სასწაულებრივად შეერთებოდა მას ჰიპოსტასურად, მაგრამ ადამიანურ ბუნებასთან შეერთება, შერწყმა უზენაესი ბუნებისა, რომლის სიწმინდე მიუწვდომელია ჩვენი ცოდვილი ადამიანური ბუნებისთვის, შეუძლებელი იყო მანამ, სანამ ადამიანის ბუნება არ განიწმინდებოდა. ამიტომაც იყო აუცილებელი სიწმინდის მომნიჭებელი ჩასახვისა და შობისთვის სრულიად უბიწო და ყოვლადწმინდა ქალწული.
წმინდა გრიგოლ პალამა

როცა უფალში განმტკიცებული გონება სულს ხანგრძლივი ბოროტი ჩვევისგან განაყენებს, მაშინ გონება და ვნებები გულს ჯალათივით აწამებენ და აქეთ-იქით დაათრევენ მას.

***
ვნება, რომელიც საკუთარი ნებით მოიყვანეს მოქმედებაში და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.

***
როცა ეშმაკი ნახავს, რომ გონებამ გულით ილოცა, მაშინ უდიდეს და ვერაგულად დახლართულ ცდუნებებს მიმართავს და სურს, დიდი თავდასხმებით გაანადგუროს მცირე სათნოებები.

***
შესისხლხორცებული გულისთქმები ადამიანის მიდრეკილებების მამხილებელია, მათი სწრაფი განადგურება კი ბრძოლასა და წინააღმდეგობას ნიშნავს.

***
არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.
წმინდა მარკოზ განშორებული

თუ მტრის წინააღმდეგ აღმდგარი დაინახავ, რომ მისი დასუსტებული მხედრობა უკუიქცევა შენგან, ნუ გაიხარებს ამით გული შენი, იმიტომ რომ ამ მტრებმა უკან მზაკვრობა მოგიწყვეს. სწორედ იქ გიმზადებენ პირველზე უბოროტეს ბრძოლას. გამოვიდნენ შენს წინააღმდეგ და თავიანთი მხედრობის მნიშვნელოვანი ნაწილი საფარში დატოვეს, უბრძანეს, არ განძრეულიყვნენ. და როცა შენ შეეწინააღმდეგე, ისინი, თითქოს უღონონი, გაიქცნენ. მაგრამ თუ გული შენი გაამაყდება - განდევნეო, და ამგვარად დატოვებ ქალაქს, მაშინ წამოიმართებიან ისინიც, რომლებიც დარჩნენ უკანა საფარში, შეჩერდებიან ადრე გაქცეულნიც და ყოველი მხრიდან შეიპყრობენ შენს საბრალო სულს ისე, რომ მას აღარანაირი თავშესაფარი აღარ დარჩება. ქალაქი არის ლოცვა, მტრის შეწინააღმდეგება არის გულისთქმათა წინააღმდეგობა ქრისტე იესოთი, ხოლო მათ წინააღმდეგ გამოსვლა არის განრისხება.

***
თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაშლის საუკუნო მწუხარებას, მაშინ იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა - და შენ არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისგან.

***
ზოგჯერ ბოროტი, გარკვეული ხნით, მზაკვრულად მიიმალება ხოლმე, რათა მისცეს კაცმა თავის გულს თავისუფლება, ფიქრობს რა, რომ უკვე გათავისუფლდა ბრძოლისგან. თუ მართლა ასე მოხდა, მოულოდნელად თავს ესხმის საბრალო სულს და იპყრობს მას, როგორც უმწეო ჩიტს. და თუ ბოროტი სძლევს, მაშინ უმოწყალოდ იმორჩილებს მას და ამცირებს ყოველგვარი ცოდვებით, ადრინდელზე უბოროტესით, რომელთა შენდობაც მას ჰქონდა გამოთხოვილი. ამიტომ უნდა ვიყოთ უფლის გამუდმებულ შიშში და მკაცრად დავიცვათ გული, მოუკლებლად შევასრულოთ ჩვენი საქმე და დავიცვათ სათნოებანი (გონება-გულის წყობა), რაც არის მტრის ბოროტების საძლევი.

***
გევედრები, სანამ კიდევ ხორცში ხარ, ნუ მოადუნებ შენს გულს, რამეთუ, როგორც მიწათმოქმედს არ შეუძლია იმედი იქონიოს მინდორში ამოსული თავთავისა, რადგან არ იცის, იქიდან რას მიიღებს, სანამ მას არ შეინახავს თავის სულში, ასევე კაცს არ ძალუძს, მოადუნოს გული, ვიდრე სუნთქავს და ღვთის სული უდგას ნესტოებში (იობ. 27,3). არ იცის მან, რომელი ვნებით გამოიცდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომაც არ უნდა მოადუნოს გული, სანამ შეუძლია სუნთქვა. მაგრამ მართებს, შეღაღადოს უფალს შეწევნა და წყალობა.
აბბა ისაია განდეგილის დარიგებანი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat