მან გამოუთქმელი ნეტარება და ზეციური სიხარული დამიტოვა, რომლის დათმენაც არ შემეძლო
მან გამოუთქმელი ნეტარება და ზეციური სიხარული დამიტოვა, რომლის დათმენაც არ შემეძლო

ჯვარიპატიოსნის კალივა.
სტავრონიკიტას მონასტრიდან კარიესისკენ მიმავალი წმინდა ნიკოლოზის ეკვდერს რომ გასცდები, მარცხნივ ბილიკს ჯვარიპატიოსნის კალივამდე მიჰყავხარ. უამრავი სტუმარი მიდიოდა მამა პაისისთან. თუ შინ არ დახვდებოდათ, კარებზე დაკიდებულ ყუთში ჩააგდებდნენ წერილს, ხოლო როცა შინ იყო, იქვე ზეთისხილის ქვეშ გამართულ საზაფხულო არქონდარიკში გაგიმასპინძლდებოდა. არქონდარიკის მარცხნივ, მამა ტიხონის საფლავზე მამა პაისიმ ბუჩქი დარგო - ვინმეს შემთხვევით ფეხით რომ არ გაეთელა.

ჯვარიპატიოსნის პატარა კალივაში იმის პირობები არ იყო, მამა პაისის სტუმრები მიეღო, მაგრამ თუ აუცილებელი იყო, სტუმარს ღამეს გაათევინებდა. საგულისხმოა ერთი წერილი, რომელიც ახლობელს მისწერა: "ძალიან მინდა, ჩემს კალივაში მიგიღოთ, გაგიმასპინძლდეთ ჩემი ბოშური სტუმართმოყვარეობით და ნახევარი პაისი კი არ გავიღო, არამედ მთლიანად მოგეცეთ. ჩამოდით, როცა ისურვებთ. თუ გავიგებ, რომ ყოყმანობთ, გამაბრაზებთ. არის ერთადერთი "მაგრამ" - ზამთარში კალივას ერთ სტუმარზე მეტის მიღება არ შეუძლია. სამწუხაროდ, ჩემს კალივას უთანხმოება აქვს ჩემს გულთან".

წლიდან წლამდე სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა. ადამიანები თავიანთი პრობლემებით ქანცავდნენ ბერს. წერდა: "გაციებული ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა. სტუმრები ტემპერატურას მიწევენ, თანაც სიკვდილის ნებას არ მაძლევენ, რადგან ამისთვის დრო არ მრჩება". მამა პაისი კვლავ არჩევანის წინაშე დადგა: სინას მთაზე ანდა სადმე სხვაგან განმარტოებულიყო თუ ათონს დარჩენილიყო. ილოცა და, უფლის ნებით, ჯვარიპატიოსნის კელიაში დარჩა. ოთხშაბათსა და პარასკევს განმარტოვდებოდა ხოლმე და ღმერთს ეზიარებოდა.

ერთხელ სტავრონიკიტას მონასტრიდან წამოსვლისას ერთმა ერისკაცმა შეაჩერა და თავის გასაჭირზე დაუწყო საუბარი. საუბარს გვიან მორჩნენ. მამა პაისის ფარანი არ ჰქონდა. მაინც განაგრძო გზა (კაცი მონასტერში დარჩა). ერთ ადგილას ფეხი დაუსხლტა და მაყვლის ბუჩქში ჩავარდა. ბეჭებზე მოგდებული გუდა თავზე დაეცა. რა უნდა ექნა - საღამოს ლოცვა დაიწყო. უეცრად ძლიერმა ნათელმა ყველაფერი გააკაშკაშა. ამოძვრა და ბილიკს დაადგა. ნათელი არ ქრებოდა. ბერს გული ზეციური სიხარულით აევსო. მიაღწია თავის კალივას, სამალავიდან აიღო გასაღები, კარი გააღო, შევიდა ეკლესიაში, აანთო კანდელები და ზეციური ნათელი მხოლოდ ამის შემდეგ თანდათანობით შემცირდა და გაქრა.

მამა პაისის ერისკაცული სახელი არსენი გახლდათ, რომელიც მას წმინდა არსენ კაბადოკიელმა დაარქვა. გამოხდა რამდენიმე ათეული წელი და მამა პაისიმ თავისი ზეციური მფარველის წმინდა ნაწილებიც მოიპოვა და წმინდანის ცხოვრებაც აღწერა. სწორედ იმ დროს, როცა "ცხოვრებას" წერდა, მას მამა არსენი გამოეცხადა: "მზის ჩასვლამდე ორი საათი იყო დარჩენილი. ხელნაწერს ვკითხულობდი. ამ დროს მომინახულა მამა არსენიმ, ალერსიანად გადამისვა თავზე ხელი, ისე, როგორც მასწავლებელი ეფერება კარგ მოწაფეს. იმავე დროს მან გამოუთქმელი ნეტარება და ზეციური სიხარული დამიტოვა, რომლის დათმენაც არ შემეძლო". ღირსი მამის გამოცხადებამ შეძრა მამა პაისი, საკუთარი ხელით ღირსი მამის გრაფიკული გამოსახულება შექმნა და მის მიხედვით დედებს ხატი დააწერინა. მამა არსენის წმინდანობისა მტკიცედ სჯეროდა ბერს, მაგრამ დედებს უბრძანა, ნიმბს ნუ გაუკეთებთო. ხატი ტაძარში სხვა წმინდანთა ხატების დაბლა დაკიდა. "რატომ მაღლა არ ააბრძანეო" - ჰკითხეს. თუ ღირს მამას უნდა, მაღლა ასვლისთვის (ანუ წმინდანად აღიარებისთვის) თვითონ იზრუნოსო.

ერთხელ ეწვია ვიღაც მოხიბლული ბერი, რომელსაც წესად დაედო, წყალი არასოდეს დაელია. ხიბლი მართლაც რომ საშინელი სულიერი სნეულებაა და ძნელად თუ იკურნება. იფიქრა მამა პაისიმ, რითი დახმარებოდა და რაჰათლუკუმთან ერთად წყალიც მიუტანა. ვედროთიც მოიმარაგა, რადგან იცოდა, რაც მოხდებოდა. "მთელი ჭიქის დალევას არ გთხოვ, მხოლოდ ერთი ყლუპი გადაყლაპეო". ბერმა მოიყუდა ჭიქა და ძირს აღარ დაუშვა, ეგ კი არა, მერე მთელი ვედრო გამოცალა.

1972 წელს საბრძნეთში დაიწყეს მსჯელობა, მღვდლებს ანაფორა სცმოდათ თუ არა. ზოგიერთი სამღვდელო პირი მამა პაისის ანაფორის ჩაუცმელობის კურთხევას სთხოვდა. ერთ-ერთი მოდერნისტი მღვდელი არწმუნებდა, - ადამიანს ანაფორა ხომ არ აქცევს მღვდლად! უმჯობესია, მღვდლებმა უანაფოროდ იარონ, ამით უფრო დაუახლოვდებიან ხალხსო და სხვა. მამა პაისიმ ახალგაზრდა მღვდელს დიდი ხნის საუბრის მერე უთხრა: - კარგი, ხვალ მოდი და გიპასუხებო.

მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, დილით მღვდელს ზეთისხილის ხე აჩვენა, რომლისთვისაც წინასწარ ტყავი აეძრო, გაესხლა და კენწეროში რამდენიმე ტოტიღა დაეტოვებინა. ამგვარად ის მართლაც წააგავდა... უანაფორო, წვერშეკრეჭილ მღვდელს. აბა რას იტყვი, მოგწონს კანგაცლილი ხე? აი, ამ ხესავით გამოიყურებიან ის მღვდლები, ვინც ანაფორას არ ატარებსო. ამ პატარა და მარტივმა მაგალითმა მღვდელი გონს მოიყვანა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა გონიერმა ქრისტიანმა ვაჟმა ჰკითხა: "მამაო, რატომ უნდა ეცვას მღვდელს ანაფორა?" "მიზეზი მრავალია, - უთხრა მას მამა პაისიმ, - მაგრამ სრულიად საკმარისია მხოლოდ ეს ერთიც - ყველა კეთილმოკრძალებულ ადამიანს მოსწონს და უხარია, როცა თავის მღვდელს ანაფორაშემოსილს ხედავს".

წმინდა ეფემიას გამოცხადება. ერთხელ ერთი ბერი, მამა პაისის სულიერი შვილი, ჯვარიპატიოსნის კალივაში მივიდა. აღელვებული მოძღვარი ეზოში იდგა და იმეორებდა: "დიდება შენდა, ღმერთო... ასე ადამიანი არარაობა ხდება, ამ სიტყვის კეთილი გაგებით", - უთხრა ბერს. "ვისზე ამბობ, მამაო?" - ჰკითხა სულიერმა შვილმა. "ვიჯექი ჩემთვის კელიაში წყნარად, მშვიდად. მოვიდა და წონასწორობიდან გამომიყვანა... გეტყვი, ოღონდ არავის უთხრა, - და მამა პაისიმ უამბო: ცოტა ხნის წინ სოფელში ვიყავი წასული ერთი საკითხის გამო, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. და კვლავ ათონზე დავბრუნდი. სამშაბათს კელიაში ჟამნებს ვკითხულობდი. უეცრად კარზე კაკუნი და ქალის ხმა მომესმა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." "საიდან გაჩნდა მთაწმინდაზე დედაკაცი?" - ვამბობ გაოცებული და გულში ღვთაებრივ სიტკბოებას ვგრძნობ. "ვინ არის?" "ეფემია". "ვინ ეფემიაა ნეტავ, ნუთუ ვინმე გიჟმა ჩაიცვა მამაკაცის სამოსი და ათონზე შემოაღწია? რა ვქნა ახლა?" - ვფიქრობ. ისევ გაისმა კაკუნი და ლოცვა. ვეკითხები და მპასუხობს, ეფემია ვარო. როცა მესამედ დააკაკუნა, შიგნიდან დაკეტილი კარები თავისით გაიღო. ვიღაცა შემოვიდა. დერეფანში ნაბიჯების ხმა მომესმა. კელიიდან დერეფანში გავვარდი. ჩემს წინ შალწამოსხმული ქალი იდგა. "ვინ ხარ?" მოწამე ეფემიაო, - მიპასუხა. "თუ მოწამე ხარ, წავიდეთ და ყოვლადწმინდა სამებას თაყვანი ვცეთ. რასაც მე ვაკეთებ, შენც ისე მოიქეცი".

შევედი ტაძარში, მუხლი მოვიდრიკე და ვთქვი: "სახელითა მამისათა..." მანაც დაიჩოქა და ლოცვის სიტყვები გაიმეორა. როცა დავრწმუნდი, წმინდა მოწამე იყო, მუხლი მოვუდრიკე. ამის მერე წმინდანი სკამზე დაჯდა, მეც იქვე სკივრზე ჩამოვჯექი. წმინდა ეფემიამ პასუხი გასცა კითხვას, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. მერე კი თავისი ცხოვრება მომიყვა. მომითხრო ქრისტესადმი თავის მოწამეობაზე. მე არა მხოლოდ ვისმენდი, ვხედავდი და თანაგანვიცდიდი იმ სატანჯველს, რაც წმინდანმა დაითმინა. ძრწოლამ ამიტანა, საშინელებაა! რამხელა სატანჯველი დაუთმენია! როგორ გაუძელი ამხელა სატანჯველს-მეთქი. რომ მცოდნოდა, რამხელა დიდებაში არიან წმინდანები, ალბათ ყველანაირად შევეცდებოდი, ეს სატანჯველი გაგრძელებულიყოო".

ამ ამბიდან სამი დღე-ღამე ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო პაისიმ და განუწყვეტლივ ადიდებდა ღმერთს. "ვერასოდეს გადავუხდი ვალს წმინდა ეფემიას, რომელიც მოვიდა ჩემთან, სრულიად უცნობთან, და ასეთი პატივი მომაგო", - წერდა მამა პაისი.

მამა პაისი განცვიფრებული იხსენებდა, - წმინდანი პატარა, გამხდარი, სიფრიფანა ქალი იყო, როგორ დაითმინა ასეთი სატანჯველიო. მამა პაისის სოფელში გასვლა არ უყვარდა, ახლა კი წავიდა თავის მიერ აშენებულ დედათა მონასტერში და იქაური დები თავისი სიხარულის თანაზიარნი გახადა. მისი ხელმძღვანელობით, დედებმა წმინდა ეფემიას ხატი ისეთი გამოსახეს, როგორიც ბერს გამოეცხადა...

ეშმაკის ოინები. მამა პაისი ამბობდა: "ეშმაკს ყველაზე მეტად არ უნდა, რომ ვილოცოთ. როცა ვინმე ლოცულობს და ხელის შეშლა არ შეუძლია, ეცდება, მლოცველს ფიქრები გაუფანტოს ათასნაირ საგნებზე; თუ ვერ მოახერხა, შეიძლება მლოცველს გამოეცხადოს კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგაშფოთოს, აგრიოს და ლოცვითი განწყობილებიდან გამოგიყვანოს. ერთხელ ჯვარიპატიოსნის კალივის ეზოში მამა ტიხონის საფლავთან ვლოცულობდი. როცა წარმოვთქვი: "ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი", - ზურგს უკან განათდა, თითქოს პროჟექტორი აანთესო. მივხვდი, ეშმაკის ოინი იყო და ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.

ეშმამ დაინახა, რომ "სინათლის მოფენით" გული ვერ ამიტოკა და სხვა ოინი მოიგონა. ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ორი პატარა ეშმაკი, მეტრნახევარი სიგრძისა, ერთმანეთს ხელისგულებს ურტყამდა და პანღურებს სთავაზობდა. აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე. როცა ნახა, რომ მისი "ნათელით" არ ავღელდი, ყურადღების გასაფანტავად ჭინკები გამომიგზავნა ბოროტთა მეთაურმა".

ერთხელ ღამით, ძილში მამა პაისის ვიღაცამ გვერდში ხელი წაჰკრა და გააღვიძა, - ადექი და შენი საბერო კანონი ჩამომილოცეო. "ნეტავ ამ შუაღამისას ვინ მაღვიძებს?" - გაიფიქრა ბერმა და თვალები გაახილა. საწოლთან ეშმაკი დაინახა. "შენა ხარ?" - უთხრა ბერმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ბოროტი არ მოეშვა: - დიახ. ჩაგეძინა, არადა საბერო კანონი უნდა შეასრულოო. "თვითონვე ვიცი, როდის რა შევასრულო, - არ შეეპუა ბერი, - ჩემი ლოცვით კი შენზე ვიბატონებო.

ერთხელ მამა პაისის შორიდან არტილერიის ხმა მოესმა - ქვემეხებს ისროდნენ. სკვნილი აიღო და მეზობელ ქედზე ავიდა, უკეთ რომ დაენახა, რა ხდებოდა. მოეჩვენა რომ თითქოს ომი დაიწყო. დადგა ლოდზე და იესოს ლოცვა დაიწყო. უეცრად წინ რაღაცამ გაიელვა და პაისი მაშინვე მიწაზე დაეცა. რა მოხდა ნეტავ? თურმე ვიღაც მონადირეს შორიდან დაუნახავს, თხად მოსჩვენებია და უსვრია. მამა პაისიმ მზეზე თოფის ლულის ანარეკლი დაინახა, მიწას გაეკრა და გადარჩა. ეტყობა, ეშმაკს, რომელსაც ომები და ბრძოლა ანიჭებს სიხარულს, არ სურდა, რომ ბერს თავის სამშობლოში მშვიდობისთვის ელოცა. ერთხელ ბერი ტყეში ლოცულობდა, მონადირემ ესროლა და მაშინაც უფალმა გადაარჩინა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat