ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმინდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება
ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმინდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება
ნათლისღების საიდუმლო წმინდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისგან მოგვენიჭება საღმრთო მადლი... ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც ძმამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შექმნა თავისგან არსებული სიტყვით და წმინდა ემბაზსაც თვითვე აფუძნებს. რასაც არ უნდა იქმოდეს მამა, ყოველივეს იგი ძით იქმს სულის მიერ. ასევე ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც, მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება, და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმინდის მიერ ნათლდება, იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმინდა სამების ქმედება ერთიანია.
წმინდა ათანასე ალექსანდრიელი

ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქმნება სულიერი ქვეყნის მოქალაქე.

* ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმინდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.
წმინდა ეფრემ ასური

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას წყალში სამგზის შთაფვლით თქვენც სამგზის კვდებოდით და სამგზისვე ხელახლა იშვებოდით. ასე რომ, ნათლისღების მაცხოვნებელი წყალი საფლავადაც შეიქმნა თქვენთვის და მშობელ დედადაც. მაგრამ ეს უბრალოდ მოგონება როდია უფალ იესო ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა; ეს სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეა: ჩვენ სინამდვილეში როდი ვკვდებით და ასევე სინამდვილეში როდი დავეფლვით, არც ნამდვილად ვეცმებით ჯვარს და შემდეგ მკვდრეთით აღვდგებით, - არა, არამედ ეს მიმსგავსება უფლის ვნებასთან და მკვდრეთით აღდგომასთან მხოლოდ სახისმიერია, ხატოვანია, ჩვენი ხსნა - ცხოვნება კი ჭეშმარიტად, ნამდვილად აღესრულება.

* ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მოტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მის ძედ გახდომისა... ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან... ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა წმინდა დაურღვეველი ბეჭდით, რამეთუ ნათლისღება ჩვენი ზეცად მიმყვანი ეტლია, სამოთხისეული ნეტარებაა, წინასწარი განმზადებაა ცათა სასუფევლისა.

* წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისთვის; მხოლოდ წმინდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენისთვის დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.

* ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია.

* ნათლისღების განმეორება არ შეიძლება, - თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.

* როგორც ზიარების პური სულიწმინდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმინდა მირონიც სულიწმინდის მოწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდია, - იგი არის საღმრთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმინდის ღმრთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათლით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება და თანაეზიარება საზომისაებრ მისი განწმენდისა... და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც. ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს.

* ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღმრთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღმრთაებრივი მადლი, მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმუნოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად... და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს აღარ ძალუძს, ყოველივე ქვეყნიური უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს...
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ქრისტეში ნათელღებულებს საიდუმლოდ აქვთ მინიჭებული მადლი, რომელიც იმდენად მოქმედებს, რამდენადაც მცნებებს ვასრულებთ და განუწყვეტლივ გვეხმარება ფარულად. მაგრამ ჩვენს ხელშია, ვაკეთოთ თუ არ ვაკეთოთ სიკეთე ძალისაებრ ჩვენისა.
წმინდა მარკოზ განშორებული

ნათლისღებისას ჩვენ შთავეფლებით იმ წყალში, რომელსაც შეეხო ქრისტე თავისი სიწმინდით და ამიტომ ღვთაებრივი ცეცხლით აღსავსე წყალი წვავს სიკვდილს. ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ ნათლისღებისას ადამიანი წყალში შთაფვლით სიმბოლურად კვდება და ისევ აღდგება.

ადამიანი თავით რომ ჩააყუდო წყალში, ხომ კვდება? და ნათლობისას, როცა თავით წყლის ქვეშ აღმოვჩნდებით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაგვიდგა სიკვდილის ჟამი და ამ სტიქიიდან მხოლოდ ღვთის ხმა თუ გამოგვიყვანს. შემდეგ ხდება წყლიდან გამოსვლა, რაც წარმოადგენს სიმბოლურად აღდგომას. სუნთქვას ახლებურად ვიწყებთ, ჩვენ განწმენდილნი ვართ ჩვენი პირველშობილი ცოდვისგან - ღვთისგან განდგომისგან, ღმერთთან გაუცხოებისგან. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახლა უკვე ვართ ქრისტიანები. უკვე ჩვენში ვატარებთ ქრისტეს სიწმინდეს უკვდავებასთან ერთად, რომელიც მოგვეცა.

* ნათლობით ჩვენ ვხდებით ქრისტეს სხეულის ნაწილები და როცა ვცოდავთ, ამით ვხდებით ღვთის მკვლელები და ისევ უარვყოფთ ქრისტეს მას შემდეგ, რაც შევუერთდით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

დაბოლოს, უკვე ნათელღებულებს შეგვიძლია ვეზიაროთ მის წმინდა ნაწილებს, რომელიც მაშინვე გვეძლევა, როგორც ნათლობის შემდეგ იორდანედან გამოსულ ქრისტეს მიეცა. და ჩვენ უკვე შეგვიძლია წავიდეთ აღსავლის კარისკენ, რომელშიც ჯერ ვერ შევალთ, მაგრამ რომლიდანაც გამოვა ქრისტე და გვაზიარებს თავის სისხლსა და ხორცს.

ამაშია ყველა სხვა საიდუმლოებათა არსიც.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ვის მიმართ ნათელ-იღე? - მამისა მიმართ! კარგი. მაგრამ ეს იუდეველურიცაა... ძისა მიმართ! კარგი, ეს უკვე აღარაა იუდეველური, მაგრამ ჯერ არც სრულყოფილია... სულიწმინდის მიმართ! - შესანიშნავია, ეს უკვე სრულყოფილია. მაგრამ უბრალოდ, მხოლოდ მათ მიმართ და მათ მიერ ნათელ-იღე თუ მათი საერთო სახელით? - დიახ, მათი საერთო სახელით - ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათელ-იღე. ეს სახელი - ჭეშმარიტი ღმერთის სახელია... ჰოდა, სწორედ ეს სახელი გწამდეს, "წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის, სიმშვიდისა და სიმართლისა" (ფსალმუნი 44,5).
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat