თუკი ადრე მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომას შეუდარებლად აღმატებულად ვთვლიდი, ახლა დავრწმუნდი, რომ იგი გაცილებით დაბლა დგას კაცის ცხონების გზაზე მოქცევის სასწაულთან შედარებით
თუკი ადრე მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომას შეუდარებლად აღმატებულად ვთვლიდი, ახლა დავრწმუნდი, რომ იგი გაცილებით დაბლა დგას კაცის ცხონების გზაზე მოქცევის სასწაულთან შედარებით
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XV. ამბავი ღვთის მონებისა ევტიქისა და ფლორენცისა
(გაგრძელება)

გრიგოლი: - ესაია წუხდა თავის ბაგეთა არაწმინდებაზე, მაგრამ თქვა, არაწმინდა ბაგეთა მქონ ხალხს შორის ვცხოვრობო. ამით აჩვენა, საიდან ისესხა არაწმინდება. ძნელია, საერო საქმეზე ყბედობამ არ შებილწოს ჩვენი გონება. თავიდან, სუსტი ჩვევით გატაცებულნი, თავს ნებას ვაძლევთ, ცოტა ვისაუბროთ საერო საგანზე, მერე კი ერთგვარი კმაყოფილებით მხარს ვუბამთ უღირს ყბედობას, ასე რომ, შესაძლოა, ბოლოს თავიც ვერ დავანებოთ იმას, რისი ნებაც ადრე შემწყნარებლურად მივეცით თავს. ამგვარად, უქმადმეტყველებიდან გადავდივართ ბოროტმეტყველებაზე და ჩვენს ბაგეთაგან აღვლენილი ლოცვა ნაკლებად შეიწირება ყოვლისშემძლე ღვთისგან; ამიტომაც თქმულა წმინდა წერილში: "რომელმან მიდრიკოს ყური თვისი არა სმენად შჯულისა, თვით ვედრება თვისი საძაგელ ჰყო" (იგავი 28,9). რაღა გასაკვირია, თუ ჩვენი ლოცვები სწრაფად არ ადიან ღვთის წინაშე, როცა უდებებით აღვასრულებთ ღვთის მცნებებს ანდა არ აღვასრულებთ? ფლორენცის ლოცვა ღმერთმა მალე შეისმინა, რადგან წმინდანი მუდამ შეისმენდა ღვთის მცნებებს.

პეტრე: - ვერაფერი აღუდგება წინ შენეულ ახსნას.

გრიგოლი: - ღვთის გზაზე ფლორენცის თანამგზავრმა ევტიქიმ სიკვდილის შემდეგ მოხდენილი სასწაულებით დიდი სახელი მოიპოვა. მისი თანამოქალაქენი ბევრ სასწაულზე ყვებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი: ყოვლისშემძლე ღვთის ნებით, ლონგობარდების დროს ის წმინდანის სამოსით მუდმივად აღესრულებოდა. ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში გვალვა ჩამოვარდებოდა, წმინდანის თანამოქალაქენი შეიკრებოდნენ, იღებდნენ მის სამოსს, ლოცვით აღამაღლებდნენ ღვთის წინაშე და ამ სამოსით და ლოცვით მიმოივლიდნენ ველებს. უეცრად გაწვიმდებოდა და გამოფიტულ მიწას დაარწყულებდა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რამდენად დიდი იყო წმინდანის სათნოებები და დამსახურებანი.

თავი XVI. ამბავი მარტინისა, მარსის მთის ბერისა
ცოტა ხნის წინ კამპანის მხარეში, მარსის მთაზე, განმარტოებით ცხოვრობდა ძალზე მოსაგრე კაცი მარტინი. მრავალი წელი იყო დაყუდებული ძალზე ვიწრო მღვიმეში. ჩვენები იცნობდნენ, ზოგიერთნი მისი ღვაწლის მხილველიც იყო. მის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე ჩემი წინამორბედის, ნეტარხსენებული პაპის პელაგის და სხვა ღვთისმოშიშ კაცთაგან. მისი პირველი სასწაული ის იყო, რომ როგორც კი იგი მღვიმეში დაეყუდა, ხსენებულ მთაზე, იმ ქვიდან, რომელიც ავიწროებდა მღვიმის ღრმულს, გამოდინდა წყარო, რომელიც ღვთის მონა მარტინს აწვდიდა იმდენ წყალს, რამდენიც სჭირდებოდა ყოველდღე. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს ყოვლისშემძლე ღმერთი თავის მონაზე. მაგრამ კაცთა მოდგმის უძველეს მტერს შეშურდა წმინდანის სათნობებისა და მღვიმიდან მის გასაძევებლად ჩვეულ ხრიკს მიმართა. შევიდა თავის საყვარელ გველში და იმით აპირებდა წმინდანის შეშინებას. გველი შეძვრა დაყუდებულთან და მლოცველ წმინდანს წინ გაეშალა. როცა წმინდანი ეცემოდა მიწაზე, გველიც იქვე ახლო იწვა. წმინდა კაცს უშიშრად მიჰქონდა ხელი ან ფეხი გველის თავთან და ეუბნებოდა: "თუ ჩემს კბენას გაბედავ, ამის ნებას გაძლევო". ასე გაგრძელდა სამი დღე. საბოლოოდ, წმინდანის სიტკიცით ძლეულმა ეშმაკმა ვაებით დატოვა მღვიმე, უფსკრულში დაეშვა და პირიდან გამოფრქვეული ცეცხლით გზად ყველა მცენარე მოწვა. ამით ეშმაკმა უნებურად აჩვენა, თუ რამდენად დიდი იყო ეს მისი მძლეველი წმინდა კაცი. დაფიქრდი, რა დიდსულოვანი იქნებოდა ადამიანი, ვინც სამი დღე გველთან ერთად უვნებლად გაატარა.

პეტრე: - ვისმენ და განვცვიფრდები.

გრიგოლი: - ამ ღვთისმოშიშმა კაცმა, თავისი დაყუდებულობის დასაწყისში, წესად დაიდო, არ ენახა მეტად სახე დედაკაცისა - ეშინოდა, დედაკაცთა ცქერით განსაცდელი არ შემთხვეოდა. ერთმა დედაკაცმა შეიტყო ეს და ურცხვად გადაწყვიტა, ასულიყო მთაზე, ამ მღვიმეში შეეღწია. მაგრამ წმინდანმა შორიდანვე ტანსაცმლით იცნო დედაკაცი. პირქვედამხობილმა დაიწყო ლოცვა. ასე დარჩა მანამდე, ვიდრე ეს ურცხვი ქალი, ლოდინისგან დაღლილი, არ მოშორდა მისი კელიის სარკმელს. დედაკაცი მთიდან ჩამოსვლისთანავე მოკვდა და ამ სიკვდილით აჩვენა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი საშინლად განარისხდა სათნო კაცის შეურაცხყოფით.

ბევრი მოდიოდა წმინდანთან ღვთისმოშიში აღთქმებით. მის კელიამდე ბილიკი ძალზე ვიწრო იყო. ერთხელ მცირეწლოვან ყრმას ფეხი დაუსხლტა და ღრმა ხევში ჩავარდა. ეს ადგილი იმდენად მაღალი იყო, რომ იქიდან უზარმაზარი ხეები ბუჩქებივით მოჩანდა. მგზავრები შეძრწუნდნენ. დაიწყეს ყრმის ძებნა. ფიქრობდნენ, ბავშვი ქვევითამდე სულს ვერ ჩაიტანდაო, მაგრამ ყრმა საღ-სალამათი იპოვეს. ყველა მიხვდა, რომ იგი უვნებლად მარტინის აღვლენილმა ლოცვებმა გადაარჩინა.

წმინდანის მღვიმის თავზე წამომართული უზარმაზარი კლდე სიკვდილით ემუქრებოდა წმინდანს - შეიძლება ყოველწამს მომწყდარიყო. ერთხელ სახელგანთქმული არმეტრაპის შვილიშვილმა მერკატორმა და ახალდაბელებმა სთხოვეს წმინდა კაცს, მღვიმიდან გამოსულიყო, რათა სახიფათო კლდე ჩამოეშალათ. წმინდანი არ დათანხმდა მღვიმის დატოვებას. მერკატორს კი ნება მისცა, რაც გინდა, ის გააკეთეო. ხალხმა ფრთხილად დაიწყო კლდის მონგრევა, რომ წმინდანს არაფერი მოსვლოდა. ამ დროს ყველას თვალწინ საკვირველი ამბავი მოხდა. კლდე უეცრად თავისთავად მღვიმეს თავზე გადაახტა, ღვთის კაცი უვნებელი დატოვა და ქვემოთ ჩავარდა. ყველა მიხვდება, რომ ეს, უფლის ბრძანებით, ანგელოზებმა ჩაიდინეს.

როცა თავდაპირველად მარტინი მთაზე დასახლდა და მისი მღვიმე ჯერ არ იყო ამოქოლილი (მხოლოდ სარკმელი ჰქონდა დატოვებული, - კ.კ.), მან ჯაჭვის თავი ფეხებზე მოიბა, ბოლო კი კლდეზე მიამაგრა, რათა ჯაჭვის სიგრძეზე შორს არ წასულიყო. ღვთისმოშიშმა ბენედიქტემ ეს რომ შეიტყო, მარტინს თავისი მოწაფე გაუგზავნა და დააბარა: - შენ თუ ღვთის მონა ხარ, თავი რკინის ჯაჭვებით კი არ უნდა შეიბორკო, არამედ ქრისტეს ხუნდები დაიდოო. ამის გაგონებაზე მარტინმა მოიხსნა ჯაჭვები. მაგრამ იმ ადგილს მაინც არ გადასცდებოდა, სადამდეც ბორკილდადებული მიდიოდა ხოლმე. მოგვიანებით, როცა მღვიმეში დაეყუდა, მარტინს მოწაფენი გაუჩნდნენ, რომლებიც მისგან განცალკევებით დასახლდნენ. ისინი საჭირო წყალს ჭიდან იღებდნენ. მაგრამ თოკი, რომელსაც ჭურჭელს აბამდნენ წყლის ამოსაღებად, ხშირად წყდებოდა. ამიტომაც ღვთისკაცისეული ჯაჭვი მიამაგრეს ჭურჭელს. ამის მერე თოკი აღარ გაწყვეტილა.

პეტრე: - გიხარია კაცს, როცა ასეთ საკვირველ სასწაულებს ისმენ, თანაც ყოველივე ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.

თავი XVII. ამბავი მკვდრეთით აღმადგინებელი ბერისა, არგენტარის მთაზე რომ ცხოვრობდა
გრიგოლი: - ჩვენს დროში ვუქსენტის ეკლესიის იპოდიაკონი კვადრაგეზიმი თავის ცხვარს ავრელიუსის მხარეში მწყემსავდა. ამ უაღრესად მართალმა კაცმა მიამბო ერთი ამბავი, რომელიც ყველასგან უჩუმრად მოხდა. თურმე არგენტარის მთაზე ცხოვრობდა ღვთისმოშიში კაცი, რომელიც გარეგნულადაც და ცხოვრებითაც ბერი იყო. ის ყოველწლიურად ჩამოდიოდა არგენტარის მთიდან მოციქულთა თავის, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც იპოდიაკონი კვადრაგეზიმი მასპინძლობდა. ერთხელ, მისი სტუმრობისას, მეზობლად ერთ დედაკაცს ქმარი მოუკვდა. მან, როგორც წესია, ქმარი განბანა, ჩააცვა და სუდარა გადააფარა. ამასობაში მოსაღამოვდა და მიცვალებული ვერ დამარხა. ქვრივი მთელი ღამე ცრემლებს აფრქვევდა გარდაცვლილს. ამ ქვითინით თითქოს სურდა თავისი მწუხარება ამოეთქვა. მისი მდგომარეობით შეძრულმა ღვთის კაცმა მასპინძელს უთხრა: - სულიერად თანავუგრძნობ ამ დედაკაცს. ავდგეთ, წავიდეთ, ვილოცოთო. მეზობლად მდებარე ეკლესიაში შევიდნენ და ერთად იწყეს ლოცვა. განგრძობილი ლოცვის შემდეგ ღვთის კაცმა იპოდიაკონს სთხოვა, განტევების ლოცვა ეთქვა. მერე წმინდა ტრაპეზის სადგამიდან მტვერი მოხვეტა, ევედრა და კვადრაგეზიმთან ერთად ქვრივს ეახლა. ბერმა დიდხანს ილოცა და მერე იპოდიაკონს კვლავ განტევების ლოცვა ათქმევინა, თვითონ აკურთხა და მაშინვე წამოდგა. მარჯვენა ხელში მოგროვილი მტვერი ჰქონდა, მარცხენით კი მიცვალებულს სახიდან ტილო ააშორა. დედაკაცი შეეწინააღმდეგა, რადგან არ იცოდა, ბერი რის გაკეთებას აპირებდა. ბერმა მტვერი დიდხანს უსვა მიცვალებულს სახეზე - გარდაცვლილის სული სხეულს დაუბრუნდა. მან თვალები გაახილა, ბაგენი აამოძრავა, წამოდგა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, გაოცებული უცქეროდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. ცრემლებით დაოსებულმა დედაკაცმა ეს რომ დაინახა, სიხარულით უფრო ატირდა. ღვთის კაცმა მდაბლად დაარწმუნა, ტირილი შეეწყვიტა და გაჩუმებულიყო. "თუ ვინმე გკითხავთ, - ეს როგორ მოხდაო, მხოლოდ ეს უთხარით: ეს სასწაული უფალმა იესო ქრისტემ თავისი ძალით მოახდინაო", - თქვა, გამოვიდა სახლიდან, მიატოვა იპოდიაკონი და მას მერე ამ მხარეში აღარ გამოჩენილა - გაურბოდა დროებით დიდებას.

პეტრე: - არ ვიცი, რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ მე ყველაზე დიდ სასწაულად მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენას ვთვლი.

გრიგოლი: - თუ სასწაულის გარეგნულ მხარეს შევხედავთ, უეჭველია, ასეა. ხოლო თუ ყურადღებას მივაქცევთ მის შინაგან მხარეს, დამრიგებლური სიტყვით ცოდვილის მოქცევის სასწაული და მისი ნუგეშინისცემა უფრო აღმატებულია, რადგან მკვდრეთით აღდგომისას აღდგება ხორცი, რომელიც ოდესმე კვლავ მოკვდება. პირველ შემთხვევაში კი სული საუკუნო სიცოცხლისთვის არის განკუთვნილი. შენი აზრით, რომელი უფრო დიდი სასწაულია? ლაზარე, რომელიც, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა რიცხვს ეკუთვნოდა, უფალმა ხორცით აღადგინა, სავლე კი სულიერად. ლაზარეს სათნოებებზე, ხორცით მკვდრეთით აღდგომის მერე, არაფერი თქმულა, მაგრამ რასაც ამბობს წმინდა წერილი პავლეს სათნოებებზე მისი სულიერად აღდგომის მერე, ამას ჩვენი სუსტი გონება ვერ დაიტევს: მისი ქადაგებებით ყველაზე გასასტიკებული სულები ღვთისმოშიშების გზას ადგებოდნენ, მას სურდა, მომკვდარიყო ძმათათვის, რომელთა სიკვდილი ადრე უხაროდა, ზედმიწევნით იცოდა წმინდა წერილი, თავს უვიცად აღიარებდა, იცოდა ქრისტე, ისიც მხოლოდ ჯვარცმული; თუ ადრე, მოქცევამდე, მახვილით დასდევდა ქრისტეს, მოქცევის მერე სიხარულით დაითმენდა მისი სახელისთვის კომბლის ცემას; თვითონ მოციქული იყო დიდებული, მაგრამ თავის თავს ის მოწაფეთა შორის უმცირესად თვლიდა, აღიტაცებოდა და ჭვრეტდა მესამე ცის საიდუმლოებებს, მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულით აღძრული, გონების თვალთ საქორწინო ურთიერთობის მოწყობასაც მიაპყრობს, როცა ამბობს, ცოლი ქმარს, დაე, საკადრის სიყვარულს მიაგებდეს, ასევე ექცეოდეს ცოლსაც ქმარიო; ანგელოზების დასთან ერთად სულიერ ჭვრეტას მიცემული, არ უგულებელყოფს საბერო საქმეთა განგებულებაზე ფიქრსაც. უხარია უძლურების ჟამს, მისთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - შესაძინელი. ცხოვრობდა ხორცში, მაგრამ ამ დროს უხორცო იყო. აი, როგორ ცხოვრობდა ის, ვინც გრძნობადი ცხოვრებიდან ღვთისმოშიშების ცხოვრებისკენ მიექცა! ასე რომ, ხორციელად მკვდრეთით აღდგომა ნაკლები სასწაულია, თუკი ხორცის აღდგომასთან ერთად სულიც არ გაცოცხლდება. ასე რომ, ხილული სასწაულის საშუალებით კაცი შინაგანადაც უნდა გაცოცხლდეს, ისევე როგორც ქრისტესკენ მოქცევისას.

პეტრე: - თუკი ადრე მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომას შეუდარებლად აღმატებულად ვთვლიდი, ახლა დავრწმუნდი, რომ იგი გაცილებით დაბლა დგას კაცის ცხონების გზაზე მოქცევის სასწაულთან შედარებით. მაგრამ, გთხოვ, განაგრძო დაწყებული საუბარი, რომ თავისუფალი დრო დამოძღვრის გარეშე არ გავატარო.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat