ჟამი არს ახლო
ჟამი არს ახლო
ივერიის ღვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართველოში...
რისთვის მივეახლო წარმავალს და რად უნდა ვესწრაფოდე ამქვეყნიურს?! - მე ხომ მთავარანგელოზის ხმას ველოდები, უკანასკნელ საყვირს, ცათა გარდაქმნას, ქვეყნის შეცვლას, სტიქიათა გათავისუფლებას, სამყაროს განახლებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

როცა ჩვენი, ადამიანური ბუნება, განსაზღვრული რიგითა და კავშირით, დაასრულებს დროის მთლიან მიმოქცევას, მაშინ უსათუოდ შეჩერდება ეს მოძრაობაც, რომელიც შობადთა მემკვიდრეობითობით აღესრულება... დროის მსვლელობა სწორედ ადამიანის შობადობაში მდგომარეობს, რაშიც შემოქმედი ღმერთის მიერ წინასწარგანსაზღვრული კაცობრიობის სისრულე ხორციელდება... სულთა რაოდენობის გაზრდა-გამრავლებაში გონება უსათუოდ განჭვრეტს საბოლოო შეჩერებასაც, რათა არ მივიღოთ გონებისთვის წარმოუდგენელი დაუსრულებელი მსვლელობა ქმნილ, ანუ შემოსაზღვრულ ბუნებაში, ისეთი, რომელიც თითქოს გამუდმებით უნდა მიმდინარეობდეს ადამიანთა შობისას და არასდროს დამთავრდეს... ხოლო როცა შეწყდება ადამიანთა შობა, მასთან ერთად დროც დასრულდება და ასე მოხდება სამყაროს განახლება... დასრულდება შვიდეული მიმდინარე დროისა და დადგება მერვე დღე, დიადი დღე მომავალი დაუსრულებელი საუკუნისა, - დადგება ახალი ცხოვრება - მარადიული, დაუსრულებელი, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერც შობა და ვერც განხრწნა-სიკვდილი.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

ცათა სასუფეველი ღმრთივ ქმნილი სჯულისკარვის მსგავსია, რამეთუ მასაც მომავალ საუკუნეში, მოსეს სჯულისკარვის მსგავსად, ორი კრეტსაბმელი ექნება: პირველში შევა ყველა საღმრთო მადლით შემოსილი, მეორეში კი მხოლოდ სრულყოფილნი შეაღწევენ.

* მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და უფრო და უფრო მეტი სიკეთისკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.

* მომავალ საუკუნეში კაცთა სასუფეველში მყოფ ყველა წმინდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხი ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმენდასა და ზრდაში.
წმინდა გრიგოლ სინაელი

როდის მოხდება მეორედ მოსვლა, არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. მაგრამ ნაწინასწარმეტყველებია, რომ საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილება და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისთვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.

როგორც მწყემსი არჩევს ცხვართა და თიკანთა, ასე უფალი მეორედ მოსვლისას მარჯვნივ კეთილთა დაიყენებს, ხოლო მარცხნივ - უკეთურთ. მარჯვნივ მყოფთ ეტყვის: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. თუ რის გამო უნდა დაიმკვიდრონ მათთვის ქვეყნის დასაბამითგან განმზადებული სასუფეველი, ეს მაცხოვრის მომდევნო სიტყვებშია განმარტებული: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა. ე.ი. იმას კი არ ეკითხება, ვინ რა შეიძინა და მოიხვეჭა, ვის როგორ სწამდა და ლოცულობდა, არამედ იმას, ვინ რა კეთილი საქმე გააკეთა, ვინ დაეხმარა და გაუწოდა ხელი გასაჭირში ჩავარდნილს, რადგან როცა ამბობს, მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მომაწოდეთო, გაჭირვებულთ გულისხმობს. მარცხნივ მდგომთა სასუფეველი სწორედ იმიტომ დაკარგეს, რომ მშიერ-მწყურვალთა და სნეულთა მიმართ უგულობა გამოიჩინეს.

* ივერიის ღვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართველოში... ჟამი არს ახლო, უფალი უკვე მარჯვნივ და მარცხნივ აყენებს თავის შვილებს.

ჯერ კიდევ I საუკუნეში მაცხოვრის მოწაფეები ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს, ამიტომაც გვაფრთხილებს წმინდა პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის უქონელნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზევებულნი, გულისთქმათა მოყვარენი!" (2 ტიმ. 3, 1-5).

მჯერა, საქართველო გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის ყოველგვარ ზეწოლას, საქართველო გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას, რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთის რწმენით იქნება აღვსილი და იგი იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და
უნეტარესი ილია II

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა, არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის თავს საქართველოში...

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გასაცილებლად. ყველაფერი იქნება ნაჩვენები ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ, საქართველოში ჩამოვიდნენ.

საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმინდის მადლი არასოდეს მოჰკლებია და არც მოაკლდება!

სვეტიცხოველი ორი იერუსალიმისხელა ტაძარია!..
ლაზარე ყარდა და ქრისტე ღმერთმა აღადგინა, ასევე აღადგენს ღმერთი საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!
გაბრიელ ბერი

როდესაც ცოდვა და უსჯულოება მოინადირებს ყოველსა კაცსა, დაამძიმებს დედამიწასა, მაშინ გამოჩნდება უცხადესი ნიშანი სოფლის აღსასრულისა, მოვა ანტიქრისტე - კაცი საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქმევს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და მით მიიქცევს თვისადმი ყოველთა სუსტთა და განრყვნილთა: და ესრეთ იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და დააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა.

რომელნიც იმჟამად დარჩებიან ქვეყანაზე მორწმუნენი და გულის ხმის მყოფელნი, იგინი ამათ ნიშანთა და სასწაულთაგან შეიტყობენ მოახლოებასა ქრისტეს გამოჩინებისასა. მაშინ გამოჩნდებიან სასწაულნი და ნიშანნი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მიწის მრავალნი სიყმილნი, ბრძოლანი და ხმანი ბრძოლისანი, ყოველნი ტომნი იქმნებიან აღრეულნი და გაშტერებულნი შიშისაგან: და იყოს სასწაული მზესა შინა და მთვარესა და ვარსკვლავთა და "ქვეყანასა ზედა, შეკრება თესლებისა განკვირვებითა ოხვრისათა ზღვისაგან, და ძვრითა სულთა კაცთათა შიშისგან და მოლოდებისა მომავლისა სოფელსა ზედა". და ესრეთ, ოდეს ერთის მხრით მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა, და, მეორეს მხრით, უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარმატებულნი სიმთვრალითა და სიმაძღრითა, მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყუებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ბეჭდვაელფოსტა
09.01. 2017
lia
dideba ufals!
08.01. 2017
Damateba
Dideba shenda gmerto chveno!!!!
02.03. 2016
Il Mio Dio!
მალე, უფალო,დაასრულე ეს ცირკულაცია და მშვიდობით ჩაგვიკარი კაცობრიობა,დიდება შენდა, დიდება,ქრისტე ღმერთო!
05.10. 2015
მაია
დიდება უფალს...
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat