ის არ არის მონაზონი, ვინც მიწიერ საგანძურს ეძიებს
ის არ არის მონაზონი, ვინც მიწიერ საგანძურს ეძიებს
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი X. ამბავი საბინისა, ქალაქ პიაჩენცას ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - დიდად პატივცემულმა ეპისკოპოსმა ვენანციოსმა მომითხრო სხვა სასწაულზე, რომელიც ქალაქ პიაჩენცაში მომხდარა. მის ნამდვილობას ადასტურებს ასევე იოანე რომის ახლანდელი პრეფექტი, ყველაზე სამართლიანი კაცი. იგი პიაჩენცაში დაიბადა, გაიზარდა და ახსოვს ყოველივე ის, რაც ვენანციოსს. ამბობენ, ამ ქალაქის ეპისკოპოსს საბინს, საკვირველ კაცს, ერთხელ დიაკონმა აუწყა, რომ მდინარე პო ადიდდა და დატბორა ეკლესიის მინდვრები. "წადი და უთხარი იმ მდინარეს, - უპასუხა მას ღვთისმოშიშმა საბინმა, - ეპისკოპოსი გიბრძანებს, დამდაბლდე და დაუბრუნდე შენს კალაპოტსო". ეპისკოპოსის სიტყვა დიაკონს უცნაურად და სასაცილოდ მოეჩვენა. მაშინ ღვთის მონამ თავისი მწერალი მოიხმო და დააწერინა: "უფალ იესო ქრისტეს მონის, საბინის განკარგულება მდინარისადმი. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, არასოდეს დატოვო კალაპოტი ამ მხარეში და არ წალეკო საეკლესიო მინდვრები". მერე უბრძანა მწერალს, - წაიღე და მდინარეში ჩააგდეო. მანაც მაშინვე შეასრულა ნაბრძანები. წერილის ჩაგდებისთანავე წყალი დაემორჩილა ღვთის კაცის ბრძანებას, დატოვა საეკლესიო მიწები და მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდა. მას შემდეგ არასოდეს დაუტბორია ის ადგილები. როცა იესოს ძალით ეს უგონო სტიქიაც დაემორჩილა ღვთის კაცის ბრძანებას, განა ამით არ გამოიხატება განკითხვა დაუმორჩილებელ კაცთა ჯიუტობისა?

თავი XI. ამბავი კერბონიოსისა, პოპულენელი ეპისკოპოსისა
ჩვენს დროში უდიდესი წმინდა ცხოვრებით განიდიდა კერბონიოსი, პოპულენელი ეპისკოპოსი. ის სიყვარულით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ერთხელ სტუმრად გამოქცეული სამხედროები მიიღო, დამალა და სიკვდილის საფრთხეს განაშორა ველური გუთების შემოსევისას. გუთთა ბიწიერმა მეფემ, ტოტილამ, როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, გამძვინვარებულმა ბრძანა, კერბონიოსი მიეყვანათ მასთან, მერულის სამხედრო ბანაკში, რომელიც 8 მილით იყო დაშორებული საეპისკოპოსო ქალაქს. აქ ეპისკოპოსი სახალხო სანახაობაზე დათვებისთვის უნდა მიეგდოთ დასაგლეჯად. უამრავი ხალხი შეიყარა სანახაობაზე, მეფეც იქ იყო. ეპისკოპოსი არენის შუაში გამოიყვანეს და მასზე მიუშვეს გალიიდან გამოშვებული მძვინვარე დათვი. მხეცი ეპისკოპოსს მივარდა, მაგრამ უეცრად დაღუნა თავი და ფეხების ლოკვა დაუწყო. თითქოს ნათლად აჩვენებდა ყველას, რომ ამ ღვთის მონასთან ურთიერთობამ მხეცს გული ადამიანის გულად შეუცვალა და პირიქით, კაცის გული გამხეცდა. სანახაობისთვის შეკრებილმა ხალხმა ყვირილით გამოხატა გაკვირვება და კეთილმოკრძალება. თვითონ მეფემაც, მისდა უნებურად, იგრძნო კეთილმოკრძალება წმინდანის მიმართ და მხეცის მაგალითით სიმდაბლე ისწავლა...

ლიონელი ეპისკოპოსი მომითხრობდა ამავე წმინდანის მიერ მოხდენილ კიდევ ერთ სასწაულზე. პოპულენში თავისი ეპისკოპოსობისას კერბონიოსმა ბრძანა, მისთვის სამარე გაემზადებინათ. იტალიაზე ლონგობარდების იავარმქმნელ შემოსევას კერბონიოსი კუნძულ ელბაზე გაეცალა. ის მძიმე ავადმყოფობამ სიკვდილის პირას მიიყვანა და თავის მორჩილ ღვთისმსახურებს და გარშემო მყოფთ უბრძანა, პოპულენში ადრევე გათხრილ საფლავში დაეკრძალათ. შეეწინააღმდეგნენ ეპისკოპოსს: - ამ უბედურების ჟამს როგორ გადავასვენებთ იქ შენს სხეულსო. "ნურაფრის გეშინიათ, - უთხრა მათ ეპისკოპოსმა, - უშიშრად გაგზავნეთ იქ ჩემი ნეშტი, მაგრამ ეცადეთ, მალევე დამმარხოთ, როგორც კი დამკრძალავთ, წამითაც ნუ დაყოვნდებით, მაშინვე უკან დაბრუნდით". როცა განსვენებული ეპისკოპოსი ხომალდზე დაასვენეს, ღრუბლებით დაიფარა ცა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თითქოს ნიშნად იმისა, თუ რამდენად დიდი წმინდანის სხეული ესვენა ხომალდზე. ელბიდან პოპულენში ისე ჩავიდნენ, რომ წვიმის ერთი წვეთიც არ დაცემულა ხომალდზე, არადა საშინელი ქარწვიმა მძვინვარებდა. ღვთისმსახურები ეპისკოპოსის ანდერძის თანახმად მოიქცნენ. როგორც კი ავიდნენ ხომალდზე, იმ ადგილას, სადაც ღვთის კაცი იყო დაკრძალული, მივიდა ლონგობარდების წინამძღოლი ჰუმარიტი. ამგვარად, ეპისკოპოსის განკარგულება მის წინასწარმეტყველების უნარზე მიგვანიშნებს.

თავი XII. ამბავი ფულგენცისა, უტრიკულელი ეპისკოპოსისა
გაყოფილი წვიმის სასწაული სხვა ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმაც მოახდინა. ეს მომითხრო ერთმა მოხუცებულმა ღვთისმსახურმა (ის ჯერაც ცოცხალია), რომელიც ამ სასწაულის თვითმხილველი გამხდარა. მძვინვარე მეფე ტოტილა განრისხებული იყო უტრიკულელ ეპისკოპოს ფულგენციზე. როცა ის ჯარით ამ ქვეყანას მიუახლოვდა, ეპისკოპოსმა, ღვთისმსახურთა ხელით, ძღვენი გაუგზავნა, რომ საჩუქრებით მაინც დაეცხრო მისი უგუნური გაშმაგება. ტოტილამ იუკადრისა ძღვენი და გაცეცხლებულმა უბრძანა მეომრებს, უპატიოდ შეეპყროთ ეპისკოპოსი და მის წინაშე სამსჯავროზე წარედგინათ. გუთებმა შეასრულეს ბატონის ბრძანება, შეიპყრეს ეპისკოპოსი, შემოხაზეს მიწაზე წრე, ჩააყენეს შიგ ფულგენცი და წრიდან გადასვლა აუკრძალეს. ეპისკოპოსს გუთები სდარაჯობდნენ. ფულგენცის მზე წვავდა. უეცრად იელვა და ქუხილთან ერთად ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მცველებმა ვეღარ გაუძლეს. წვიმის ერთი წვეთიც არ დასცემია იმ წრეს, რომელშიც წმინდანი იდგა. ეს ამბავი სასტიკ მეფეს უამბეს. მის გოროზ გულში გაიღვიძა ეპისკოპოსისადმი ღრმა პატივისცემამ. ყოვლისშემძლე ღმერთი თავისი ძალის მდაბალ მონებში სასწაულებრივი გამოვლინებით ამდაბლებს ამაყსა და ხორციელ გონებას! თავმდაბალ ადამიანებში მოქმედი ჭეშარიტება ამგვარად იმორჩილებს მათ, ვინც ამაყად წინაღუდგება მის მცნებებს.

თავი XIII. ამბავი ჰერკულანესი, პერუზელი ეპისკოპოსისა
ცოტა ხნის წინ ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა ფლორიდმა ერთ სასწაულზე მომითხრო: ქალაქ პერუზაში ეპისკოპოსად იყო უწმინდესი ჰერკულანი, აღმზდელი ჩემი. მეფე ტოტილას დროს გუთთა არმიას ეს ქალაქი შვიდი წელი ჰყავდა ალყაში. ბევრი მოქალაქე გაიქცა, ვისაც აღარ შეეძლო შიმშილის სატანჯველის გაძლება. მეშვიდე წლის ბოლოს გუთებმა, ბოლოს და ბოლოს, აიღეს ალყაშემორტყმული ქალაქი. მაშინ მოალყე ჯარის უფროსმა ტოტილას შეუთვალა, რა ვუქნა პერუზელებსა და მათ მღვდელმთავარსო. "ეპისკოპოსის სხეულიდან თავიდან ტერფამდე ტყავის ქამარი ამოჭერი, მერე კი თავი მოჰკვეთე, ასევე დახოცეთ ყველა მოქალაქე", - ბრძანა ტოტილამ. სარდალმა ეპისკოპოსი ქალაქის გალავანზე გაიყვანა და თავი მოჰკვეთა, მერე კი მიცვალებულისთვის ტყავი გააძრობინა და ცხედარი გალავანს იქით გადააგდებინა. ზოგიერთმა ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსის მოკვეთილი თავი დაადო სხეულს და გალავნის ძირში ნაპოვნ მოკლულ ყრმასთან ერთად დაკრძალა. ორმოცდღიანი სისხლისღვრის შემდეგ მეფე ტოტილამ სხვადახვა მხარეში გაბნეულ პერუზის მკვიდრთ გამოუცხადა, უშიშრად შეგიძლიათ ქალაქში დაბრუნებაო. ქალაქში დაბრუნებულებმა ეპისკოპოსის საფლავს დაუწყეს ძებნა, რომ მერე სათანადო პატივით გადაესვენებინათ წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარში. როცა საფლავი გათხარეს, ნახეს, რომ ყრმის სხეულს ხრწნა დაეწყო, ეპისკოპოსისა კი უვნებელი იყო, თანაც ეპისკოპოსის თავი ისე მტკიცედ შეზრდოდა სხეულს, თითქოს არასოდეს მოეკვეთათ. სხეულიც მთლიანი და სრული იყო, თითქოს მახვილიც არ შეხებოდა.

პეტრე: - ვინ არ გაოცდება ცოცხლების გონს მოსაყვანად მიცვალებულზე აღსრულებული ამგვარი სასწაულით!

თავი XIV. ამბავი მონისა ღვთისა ისააკისა
ქალაქ სპოლეტოს ახლოს გუთების ბატონობის დასაწყისიდან ბოლო დრომდე ცხოვრობდა ვინმე ისააკი, კაცი ღვთისმოშიში. ბევრი იცნობს მას. განსაკუთრებით ახლოს იყო მასთან ღვთისმოშიში ქალწული გრიგორია, რომელიც ახლა ჩვენთან, რომში, ყოვლადწმინდა ქალწულის, ღვთისმშობელი მარიამის სახელობის ტაძრის ახლოს ცხოვრობს. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა გათხოვებას უპირებდნენ, ისააკმა იგი ტაძარში შეიფარა და დამალა. ქალს მონაზვნობა სურდა და, ღვთის შეწევნით, აისრულა საწადელი, უარი თქვა მიწიერ სასიძოზე და ზეციური სასიძოს ღირსი შეიქნა. ბევრი რამ შევიტყვე ისააკზე ღირსი მამა ელეფთერის მონათხრობით. ისააკი წარმოშობით იტალიელი არ იყო, მაგრამ მოგითხრობ იმ სასწაულებს, რომლებიც მან იტალიაში ყოფნისას აღასრულა.

როცა პირველად ასურეთიდან სპოლეტოში მოვიდა, ეკლესიაში შესვლისას დარაჯს სთხოვა, რამდენიც სურდა, იმდენი ლოცვის უფლება მიეცა და ღვთისმსახურებისას გარეთ არ გაეგდო. მან მთელი სამი დღე და ღამე ღმერთთან საუბარში გაატარა. სიამაყის სულით შეპყრობილმა ეკლესიის ერთ-ერთმა დარაჯმა, იმის მაგივრად, რომ აქედან თავისთვის სასარგებლო რამ მიეღო, მხოლოდ სასიკვდილო ვნება ნახა. კადნიერად დაიწყო წმინდანზე ჭორაობა - ფარისეველი და მატყუარაა, სხვების წინაშე თავის გამოჩენა უნდა სამი დღე-ღამის ლოცვითო. შემდეგ კი დაეძგერა ღვთის მონას და ცემა დაუწყო, რათა ტაძრიდან უპატიოდ გაეგდო როგორც ფარისეველი და სიწმინდეთმკრეხელი. მაგრამ უეცრად დარაჯი ბოროტმა სულმა შეიპყრო, დასცა ღვთის მონის ფერხთა წინაშე და მისი ბაგეებით ყვირილი დაიწყო: "ისააკი განმდევნის მე". მლოცველის სახელი აქამდე ყველასთვის უცნობი იყო. ღვთის მონა გაწვა ეშმაკეულის სხეულზე და ბოროტი სული მისგან გამოვიდა.

ეს ამბავი მთელმა ქალაქმა შეიტყო. დაიწყეს მასთან სიარული უბრალო ღვთისმოშიშმა დედაკაცებმა, ისინი ცდილობდნენ, ისააკი შინ წაეყვანათ. ერთნი მიწას სთავაზობდნენ, მეორენი - ფულს, სხვები კი დახმარებას მონასტრის ასაშენებლად. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთის მონამ არ მიიღო არაფერი, გაშორდა ქალაქს და განმარტოებულ ადგილას უბრალო საცხოვრებელი აიშენა. მრავალი მიდიოდა მასთან, რომლებიც მისივე მაგალითით აღძრულნი საუკუნო ცხოვრებას ეძიებდნენ. ისინი ყოვლისშემძლე ღვთის მონას მორჩილებდნენ. მისი მოწაფენი ხშირად დაჟინებით, თუმცა კი თავმდაბლობით სთხოვდნენ ისააკს, მონასტრის საკეთილდღეოდ მიეღო შემონაწირი, მაგრამ ის, დაუძინებელი დარაჯი უპოვარებისა, ყოველთვის მტკიცედ იტყოდა: "ის არ არის მონაზონი, ვინც მიწიერ საგანძურს ეძიებსო". ცდილობდა, ამგვარი ზრუნვით შეენახა თავისი უპოვარება. ამ მონასტერში ყოფნისას მისი წინასწარმეტყველების ნიჭისა და უდიდესი სასწაულების ამბავი შორეულ ქვეყნებშიც კი გავრცელდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat