ვინც მშვიდობიანი განწყობით დადის, სულიერ მადლს უხვად იხვეჭს
ვინც მშვიდობიანი განწყობით დადის, სულიერ მადლს უხვად იხვეჭს
"მშვიდობისმყოფელი ისაა, ვინც არა მარტო თვითონ ცხოვრობს მშვიდობით და მყუდროდ, არამედ წაჩხუბებულებსაც და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილოთაც არიგებს. მაცხოვარი მათ დიდსა და გამოუთქმელ ჯილდოს აღუთქვამს - ისინი ძედ ღმრთისად იწოდებიან, რადგანაც ღმერთს მშვიდობა და მყუდროება უყვარს, საღმრთო წერილში იგი თავის თავს ღმერთს მშვიდობისას და მამას მოწყალებისას უწოდებს. თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, კაცობრივი ბუნება იმიტომ შეიძინა და ჯვარს იმიტომ ეცვა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისთვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს ძე ღმრთისა ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთსა და შურს ხედავს!"
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

"როცა განიწმენდ გულს ყოველგვარი ცოდვისგან და იქცევი საკუთარი გულის მშვიდობისმყოფელად, მაშინ შეძლებ, უკვე სხვათა დამშვიდებასა და მტრების შერიგებას".
წმინდა ბარსანოფი დიდი

"ვინც მშვიდობიანი განწყობით დადის, სულიერ მადლს უხვად იხვეჭს. წმინდა მამები მშვიდობისმყოფელნი, დღეგრძელნი იყვნენ. თუ ადამიანი მშვიდობისმყოფელია, ის თავად გამოსცემს ნათელს. თვითონ უფალი ბრძანებს: "მშვიდობა თქვენთანა".

ამგვარად, ჩვენი აზრები, სურვილები და მოქმედებანი უნდა მივმართოთ იქით, რომ ღვთაებრივი მშვიდობა მივიღოთ და მისკენ მივილტვოდეთ".
ღირსი სერაფიმე საროველი

"ვისაც სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, მშვიდობისმყოფელი უნდა იყოს, ანუ პირველ რიგში ცდილობდეს დარღვეული მშვიდობის აღდგენას, მომხდარი უთანხმოების აღმოფხვრას".

* "მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა, სწორედ ამიტომ ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს, ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. ხოლო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვალდებული ვართ, ავმაღლდეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი სული ვერაფერმა აღაშფოთოს, ვერაფერმა ააღელვოს. უნდა დავემსგავსოთ მკვდარს ანუ ყრუსა და ბრმას ყოველგვარი განსაცდელის, ცილისწამების, ლანძღვა-გინების, გაჭირვების ჟამს, რაც აუცილებლად შეხვდება ქრისტეს მხსნელ გზაზე შემდგარ ადამიანს".

* "რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ჯიუტნი და თავნებანი ვართ, უკიდურესად დაჟინებულნი ჩვენს შეხედულებებსა და სურვილებში. კამათისას არ ვიცით დათმობა, მაშინაც კი, როდესაც ვხვდებით, რომ არ ვართ მართალნი. ჩვენ, პატივმოყვარეთ და დიდებისმოყვარეთ, სხვებზე ჭკვიანი და სხვებზე უკეთესი გვგონია თავი, არაფერში გვსურს დათმობა, არ გაგვაჩნია თავმდაბლობის ნიშნებიც კი, თითქმის ყველაფერი გვშურს სხვათა ცხოვრებისა: სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობთ, დავამციროთ სხვათა დამსახურება, ზოგჯერ კი პირშავად გამოგვყავს ან ცილს ვწამებთ ახლობელს. მაშ, რაღა მშვიდობისმოყვარეობაა ეს?"

* "თუ მშვიდობა რამენაირად დაირღვა, ძმურმა სიყვარულმა სასწრაფოდ უნდა ჩააქროს განხეთქილების ნაპერწკალი: თუ უნებურად მივაყენეთ ვინმეს შეურაცხყოფა, სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ ჩვენი განზრახვა და საქციელი, რომელიც მან არასწორად გაიგო. თუ ვინმეს მართლა ვაწყენინეთ და შეურაცხვყავით, მაშინ თავმდაბლობით უნდა ვითხოვოთ პატიება, ავუნაზღაუროთ ზარალი. თუკი ჩვენ თავად გვაწყენინეს და შეურაცხგვყვეს, მზად ვიყოთ შერიგებისთვის; როდესაც გვთხოვენ პატიებას, დაუყოვნებლივ მივუტევოთ, ზოგჯერ კი თავად ვეცადოთ შერიგებას, თუკი ის, ვინც გვაწყენინა, თავისი სასტიკი ხასიათის გამო არ ზრუნავს ამაზე".

* "ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რომ მუდმივი უთანხმოებითა და წყენით, მტრობითა და ჩხუბით მოყვასთან ნელ-ნელა ცივ, უხეშ, სასტიკ, ველურ, მძვინვარე არაადამიანებად და არაქრისტიანებად ვიქცევით. ზუსტად ჩვენ გვეხება მოციქულის მკაცრი გაფრთხილება: "თუკი ერთმანეთს ღრღნით და ჭამთ, გაფრთხილდით, არ მოსპოთ ერთმანეთი!" ოდესმე თვალწინ გადაგვეშლება ჩვენი მიწიერი მტრობის ნაყოფი და შევძრწუნდებით! უფალს სურს მშვიდობისმყოფელნი, ჩვენ კი ვჩხუბობთ; უფალს სურს მშვიდობის დამამყარებელნი, ჩვენ კი ვარღვევთ მშვიდობას ლაყბობით, ბოროტი ჭორებით, ჭეშმარიტების დამახინჯებით".

* "თუკი გაბოროტება თავს იჩენს ქრისტიანებს შორის, თუკი ჩვენ ერთმანეთში არაკეთილმეგობრული, ღვარძლიანი ურთიერთობა გვექნება, ამით ჩირქს მოვცხებთ ქრისტიანის სახელს!"

* "უფალო! დაამშვიდე ჩვენი ცხოვრება, შეარბილე ჩვენი სისასტიკე, მოგვეცი სიყვარული, დაე, მორჩილებამ სიტყვებისადმი - "ეძიებდე მშვიდობას, ილტვოდე მისკენ" - დაამარცხოს ყოველგვარი უთანხმოება, რომელიც გვიწამლავს გულსაც და სიცოცხლესაც. "მშვიდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყავნ თქვენ თანა" (2 კორ. 13,11).
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
ბეჭდვაელფოსტა
02.04. 2019
მახო
რუსებს წააკითხეთ ეს სტატიები............
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat