სასულიერო ლიტერატურა არა მარტო განსწავლის ჩვენს გონებას, არამედ განანათლებს მას
სასულიერო ლიტერატურა არა მარტო განსწავლის ჩვენს გონებას, არამედ განანათლებს მას
გთავაზობთ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებას სასულიერო ლიტერატურის კითხვის აუცილებლობის შესახებ.

"გევედრები თქუენ", - ასე მოგვმართავს წმინდა მამა ჩვენ, ქრისტიანებს, როცა წმინდა წერილის კითხვის შესახებ იწყებს საუბარს და გვთხოვს, გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, რომელზეც წარვდგებით უფლისა და წმინდანთა დასის წინაშე გარდაცვალების შემდეგ. ამრიგად, ვიჩქაროთ ცოდვათაგან განწმენდა, რადგან არ ვიცით, როდის მოვა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი წამი, რომ ზეციური მამის წინაშე უბიწონი მშვიდობით წარვდგეთ, - ბრძანებს იგი.

წმინდა იოანე ოქროპირი ბოროტ ზრახვებთან ბრძოლის ხელოვნებას გვასწავლის: როცა ბოროტი აზრი აგეკვიატება, მოიმარჯვე ღვთისმოშიშების მახვილი, რომელიც გაჰკვეთს ყოველგვარ ბოროტ ძალას, ხოლო საყვირის ნაცვლად მუდამ თან გქონდეს სასულიერო ლიტერატურა. მხედართა მსგავსად, რომელნიც ბრძოლის წინ საყვირის ხმაზე შეიკრიბებიან, წმინდა წერილიდან ამოკითხული სიტყვების ხმაზე ჩვენი გაფანტული გონება შემოიკრიბება და უფლის შიში გვეუფლება. წმინდა მამა ადამიანის ფიქრებს მეფის მხედრებს ამსგავსებს, რომელთაც საყვირის ხმა აღვიძებს და საბრძოლველად განაწყობს, ბრძოლის ჟინით აღვსილნი კი გამარჯვებას აღწევენ. ასევე განგვიღვიძებს გონებას სასულიერო ლიტერატურა და მას სიკეთის საქმნელად აღძრავს, ცოდვილ ფიქრებს კი განაგრილებს და საბოლოოდ ამარცხებს - სრულიად განდევნის მათ ჩვენი გონებიდან. ამიტომ, მოგვმართავს წმინდა იოანე ოქროპირი, რამდენადაც შეგვიძლია, ვაიძულოთ თავი, ვაყვედროთ მას გონებაგაფანტულობა და ვეცადოთ, მოვიკრობოთ გონება, ეშმაკის მიერ გაბნეული, ამქვეყნიურ საზრუნავს გადაგებული და დამწუხრებული. წმინდა მთავარეპისკოპოსი გვასწავლის, რომ ეშმაკი ჩვენს სულიერ დაცემას, ერთი მხრივ, სწორედ მწუხარების აღძვრით ცდილობს, მეორე მხრივ კი გარდამეტებული გახარებით, რაც შემდეგ აღვირახსნილობაში გადაიზრდება.

თუ ეშმაკი გონების გაფანტვით ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს - სულიერად მოაკვდინოს ადამიანი, ესე იგი განაშოროს ღმერთს, ეცდება, მწუხარებით დაუბნელოს გონება და იბატონოს მასზე. ბოროტი ძალა ადამიანს ასეთ ფიქრებს აღუძრავს: "როგორც კი უფლის მცნებებისაებრ დავიწყე ცხოვრება, მყის დამეწყო ბრძოლები, მრავალი ტკივილი მოიწია ჩემზე. თუ უწინდელ უღმრთო ცხოვრებას დავუბრუნდები, კვლავ სიკეთეს მივემთხვევიო". თუკი ვერც ამგვარად შეძლებს ადამიანის სულიერ დამონებას, სიმდიდრესა და ძალაუფლებას მისცემს საცდურად. წმინდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს, რომ სიმდიდრე ყველაზე საშინელი საცდურია, რადგან ქონება და ძალაუფლება კაცს ამპარტავანსა და უკადრისს ხდის. ეს არის ფართო გზა, რომელსაც სამარადისო სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი.

KARIBCHEეშმაკის მრავალ საცდურს ავარიდებთ თავს, თუკი გონება აღუშფოთებელი დარჩება. სიმშვიდეს კი მხოლოდ მაშინ შევინარჩუნებთ, როცა ფიქრებს მთლიანად უფლისკენ წარვმართავთ. "გაფრთხილდი, საყვარელო", - მოგვმართავს წმინდა მამა და გვირჩევს, მოუწყინებლად ვიკითხოთ სასულიერო ლიტერატურა და წმინდანთა ცხოვრებიდან ვისწავლოთ ბოროტ ძალებთან ბრძოლის ხელოვნება.

"მოიცალეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი", - ბრძანებს უფალი. შემოქმედის შემეცნება კი ცოდვებისგან განწმენდილი გულით წმინდა წერილის კითხვით არის შესაძლებელი. ამიტომ არ დაგეზაროს სასულიერო ლიტერატურის კითხვა, - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ განუწყვეტლად ილოცე გულში და იკითხე წმინდა წერილი, რათა ღვთის მადლმა განგინათლოს გონება და სისრულეს მიაღწიო, რამეთუ უფალი ბრძანებს: "იყავი სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს".

წმინდა მამა იხსენებს სამოელ წინასწარმეტყველის დედას, ანას, და ბრძანებს, რომ ნეტარი ანა გულში ლოცულობდა, ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა, და მისი ჩუმი ლოცვა შეისმინა უფალმა - მიმადლა ძე და დაიხსნა უშვილობის ყვედრებისგან. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი იტყვის, თუკი ხმამაღლა ვედრება არ ძალგვიძს, ვილოცოთ გონებითა და გულით, რადგან უფალს მდუმარე ვედრებაც ესმის. არც მაშინ უნდა დავბრკოლდეთ, როცა სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობთ და ვერაფერს ვიგებთ. ასეთ შემთხვევაში, გვირჩევს წმინდა მამა, დასახმარებლად წმინდა წერილში განსწავლულ სასულიერო პირებს მივმართოთ. ამით ჩვენი უმეცრება კი არა, გონიერება წარმოჩინდება, რომ მზად ვართ უფლის სიტყვის მისაღებად. ნათქვამია: "თუკი განსწავლულ კაცს ნახავ, ნუღარ მოსცილდები, არამედ ტკეპნე მისი სამყოფლის ზღურბლი".

წმინდა მღვდელმთავარი გვაფრთხილებს, ეშმაკი სასულიერო ლიტერატურის გაცნობის სურვილს რომ ხედავს, ცდილობს, ჩვენი გონება ამქვეყნიური საზრუნავისკენ წარმართოს. თუკი წმინდა წერილის კითხვისას დაგებადება აზრი, ადგე და სხვა საქმეს შეუდგე, იცოდე - ეს ეშმაკისგანაა, რომელმაც, სულიერი საზრდოს ძიებაში რომ გიხილა, გადაწყვიტა, მოეწყვიტე სულიერი სარგებლისგან და ხორციელისკენ მიეპყრო შენი ყურადღება. ასეთ შემთხვევაში, გვირჩევს წმინდა მამა, არ უნდა დავეთანხმოთ ჩვენს თავს, ბოროტი ძალის თანაზიარნი რომ არ გავხდეთ, არამედ მეტი გულმოდგინებით განვაგრძოთ კითხვა. მივემსგავსოთ მოწყურებულ ირემს, რომელიც წყურვილის მოსაკლავად წყაროსკენ მიიჩქარის.

საწყალობელია ადამიანი, ბრძანებს კონსტანტინოპოლის წმინდა მთავარეპისკოპოსი, რომელიც ამოიკითხავს უფლის სიტყვებს და ამ მცნებების შესაბამისად არ იცხოვრებს. ასეთს სარგებელი ვერ უნახავს წმინდანთა ცხოვრებიდან, რომელთა შესახებაც კითხულობს, გამოცდილება ვერ მიუღია. ასეთებს უფალი ეტყვის: "აწ შენ ვითარღა იტყვი სიმართლეთა ჩემთა, აღიღებ აღნათქუემთა ჩემთა პირითა შენითა, შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი, განიშორენ და განსთხიენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი". მათ, ღვთის ნებით, მალევე ავიწყდებათ სასულიერო ლიტერატურაში ამოკითხული უფლის სიტყვები, რადგან თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, საქმით კი უფლის წინააღმდეგნი არიან. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ასეთნი ურჯულოებზე უარესები არიან. მათ ამსგავსებს ღვინის ჭურჭელს, რომელშიც უვარგისი სითხე ასხია. ადამიანს ჰგონია, ჭურჭელი ღვინით არის სავსე, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდება და შიგ ჩაიხედავს, სიმყრალე ეცემა ცხვირში. ასევე წარმოჩინდება მოჩვენებითი ქრისტიანი საშინელ სამსჯავროზე, როცა მისი ყოველი საქმე გამოაშკარავდება.

დასასრულ, მოძღვარი გვაფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ წმინდა წერილის, ბიბლიისა და სახარების კითხვისას. თუ რამეს ვერ გავიგებთ, ნუ მივენდობით საკუთარ თავს და დავიწყებთ მის განმარტებას, რადგან კაცობრიობის მტერი ჩაგვსაფრებია და ეცდება, ღვთის გმობაში ჩაგვაგდოს, როცა სულიწმინდის მადლით დაწერილ სიტყვებს მცდარად განვმარტავთ. ამიტომ ვიკითხოთ წმინდა მამათა განმარტებანი და ამგვარად დავიცვათ თავი ღვთის გმობისგან. გვახსოვდეს, წმინდა წერილში მრავალი სიმბოლოა, რომელთა განმარტება ადამიანურ გონებას სულიწმინდის მადლის გარეშე არ ძალუძს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat