მან მაშინვე მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა დადო და სიკვდილამდე შეინახა
მან მაშინვე მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა დადო და სიკვდილამდე შეინახა
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
XXIII თავი
გაგრძელება

პეტრე: - მეტად საკვირველია, თუ როგორ მოახერხა ჯერ კიდევ ამ ხრწნად სხეულში მცხოვრებმა ამ პატიოსანმა და წმინდა კაცმა, მიეტევებინა სულებისთვის, რომლებიც უკვე სხვა, უხილავ სამსჯავროს იყვნენ მიცემულნი.

გრიგოლი: - პეტრე, ნუთუ ამ ხორცში მყოფებს არ ესმინათ აღთქმა: "რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რომელი განხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე, 16,19). შეკვრა და გახსნა კი მემკვიდრეობით გადაეცემა მათ, რომლებიც რწმენითა და ზნეობრიობით სამღვდელო ხელისუფლებას მიიღებენ. მაგრამ თიხით შექმნილმა კაცმა რომ შეძლოს ამისთანა საქმის ასრულება, ამისთვის ცისა და ქვეყნის შემოქმედი ზეციდან მიწაზე გარდამოვიდა, რათა ხორცს შესძლებოდა სულთა განკითხვაც კი. ამგვარი მადლი უბოძა მას ღმერთმა, რომელიც კაცთათვის ხორციელ იქმნა, რამეთუ უძლურებანი ჩვენნი აღემატნენ თავსა ჩვენსა, ოდეს ხორცი შეიმოსა ყოვლადძლიერმა ღმერთმა.

პეტრე: - ჭეშმარიტია სიტყვანი შენნი.

XXIV თავი
ამბავი ყრმა მონაზვნისა, დაკრძალვის შემდეგ მიწამ რომ ამოაგდო
გრიგოლი: - ერთხელ ყრმა მონაზონი, რომელსაც მშობლები ზომაზე მეტად უყვარდა, მათთან გაემგზავრა. მაგრამ მონასტრიდან კურთხევის გარეშე გამოვიდა და როგორც კი მშობლებთან მივიდა, გარდაიცვალა. ის დაკრძალეს, მაგრამ მეორე დღეს მისი სხეული მიწიდან ამოგდებული ნახეს. კვლავ დამარხეს. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მშობლებმა ისწრაფეს და წმინდა ბენედიქტეს მიმართეს. მწარედ მტირალნი ევედრებოდნენ, ყრმისთვის მიტევების მადლი მიენიჭებინა. წმინდა კაცმა მისცა მათ უფლის სხეულის ნაწილი და უთხრა: - წადით და უფლის სხეულის ეს ნაწილი კეთილმოკრძალებით ყრმას მკერდზე დაადეთ და ისე დაკრძალეთო. ბრძანება შეასრულეს. მიწამ დააკავა გარდაცვლილის სხეული.

ნახე, პეტრე, როგორი მადლით ღირსყო კაცი ესე თვით უფალმა იესო ქრისტემ: თვით მიწამაც კი ამოაგდო კაცი, ვისთვისაც ბენედიქტეს ცოდვები მიტევებული არ ჰქონდა.

პეტრე: - ვხედავ და განცვიფრებული ვარ.

XXV თავი
ამბავი მონასტრიდან გამოსული ბერისა, გველეშაპს რომ გადაეყარა
ერთ მონაზონს გონება ჰქონდა განფანტული და მონასტერში ცხოვრება აღარ უნდოდა. წმინდა კაცი გულმოდგინედ შეაგონებდა მას და ხშირად არიგებდა. ის კი არა და არ თანხმდებოდა ძმათა მწყობრში დარჩენას და ისე შეაწყინა თავი გაშვების სათხოვრით, რომ ერთხელ გადაღლილმა და განრისხებულმა პატივცემულმა კაცმა მონასტრიდან წასვლა უბრძანა. როგორც კი მონაზონი მონასტრიდან გამოვიდა, გზად დადარაჯებულ გველეშაპს გადაეყარა. გველეშაპმა მისი შეჭმა მოინდომა. შეშინებულმა მონაზონმა ყვირილი მორთო: - ჩქარა დამეხმარეთ, გველეშაპს ჩემი შეჭმა უნდაო. მოირბინეს ძმებმა. გველეშაპი ვერსად ნახეს. დამფრთხალი მონაზონი უკანვე წაიყვანეს მონასტერში. მან მაშინვე მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა დადო და სიკვდილამდე შეინახა. ამგვარად, წმინდა კაცის ლოცვებით მან დაინახა მისი მტერი გველეშაპი, რომელსაც ადრე ისე მიჰყვებოდა, რომ ვერც ამჩნევდა.

XXVI თავი
კეთრისგან განკურნებული ყრმა
ცნობილმა ანტონინემ მიამბო, თურმე მამამისის მსახურს კეთრი შეეყარა. თმა სულ დასცვივდა, კანი დაუსკდა და ჩირქი სდიოდა. მამამ ის წმინდა ბენედიქტესთან გაგზავნა და ყრმა მაშინვე განიკურნა.

XXVII თავი
ამბავი ოქროს მონეტებისა, მოვალემ სასწაულებრივად რომ იპოვა
ბენედიქტეს მოწაფემ, პერაგრინმა მიამბო: ერთხელ ერთმა ვალებით სულშეხუთულმა პატიოსანმა კაცმა იფიქრა, თავის გადასარჩენად წმინდა კაცთან მივალ და მოვუყვები, როგორ მამძიმებს ვალებიო. მივიდა მონასტერში, მონახა ყოვლისშემძლე ღვთის მონა და უთხრა, რა დაჟინებით სთხოვდა მევალე თორმეტ ოქროს მონეტას. ფრიად პატივცემულმა კაცმა უპასუხა, - ამდენი ოქრო არა მაქვსო, მაგრამ სიტყვით ანუგეშა: ორი დღის შემდეგ გამომიარეო. ეს ორი დღე წმინდა კაცი, ჩვეულებისაებრ, ლოცვას იყო მიცემული. მესამე დღეს ვალებისგან გატანჯული ეახლა. სწორედ იმ დროს მონასტრის საკუჭნაოსთან, სადაც პურს ინახავდნენ, ცამეტი ოქროს მონეტა იპოვეს. წმინდა კაცმა ბრძანა, - ვალებით დათრგუნულ კაცს გადაეცით. თორმეტი მევალეს მისცეს, ერთი მონეტა კი თავისთვის მოიხმაროსო.

ერთი კაცი მტრის სიძულვილით ისე იტანჯებოდა, რომ მას საჭმელში საიდუმლოდ საწამლავი შეურია. თუმცა მტერს საწამლავმა სიცოცხლე ვერ მოუსწრაფა, მაგრამ კანის ფერი კი შეუცვალა - კეთროვანივით აუჭრელა. წმინდანი როგორც კი შეეხო მას, ტანიდან სიჭრელე გაუქრა და კანმა ძველებური ფერი დაიბრუნა.

XXVIII თავი
ამბავი ქვაზე დაცემული მინის ჭურჭლისა, რომელიც არ დაიმსხვრა
საშინელი შიმშილი მძვინვარებდა. წმინდა კაცმა გლაკახებს მონასტრიდან ყველაფერი დაურიგა. საწყობში დარჩა მცირეოდენი ზეთი. იპოდიაკონმა აღაპიტემ დაჟინებით მოითხოვა, ცოტა ზეთი მომეცითო. წმინდა კაცმა გადაწყვიტა ყველაფერი მიწაზე გაეცა, რომ ყველაფერი ზეცაში შენახულიყო და ბრძანა, მისთვის ის შუშის ჭურჭელში ჩარჩენილი ზეთი მიეცათ. მაგრამ საკუჭნაოს მნე მონაზონმა ბრძანება არ შეასრულა. შემდეგ თქვა, - ეს ზეთიც რომ გამეცა, ძმებს აღარაფერი დარჩებოდათო. განრისხებულმა წმინდა ბენედიქტემ სხვებს უბრძანა, ზეთიანი ჭურჭელი სარკმლიდან გადააგდეთ, რათა მონასტერში ურჩობის ნაყოფი არ იყოსო. ასეც მოიქცნენ. სარკმლის იქით წვეტიანი ქვებით მოფენილი ფრიალო კლდე იყო. ასეთ ქვებზე დაეცა მინის ჭურჭელი, მაგრამ სრულიად უვნებელი დარჩა და ზეთის წვეთიც არ დაღვრილა. წმინდა კაცმა ჭურჭლის ამოტანა და მთხოვნელისთვის მიცემა ბრძანა, თან ძმათა წინაშე ურჩი ბერი ამხილა სიამაყესა და მცირედმორწმუნეობაში.

XXIX თავი
ამბავი ზეთით ავსებული ცარიელი კასრისა
ამგვარი მხილების შემდეგ წმინდა ბენედიქტე ძმებთან ერთად ლოცვას შეუდგა. იქვე იდგა ცარიელი, დახურული კასრი. წმინდა კაცის ლოცვისას კასრის სახურავი თავისით აიწია, რადგან ზეთით იყო სავსე და თანდათან იმატებდა. სახურავი ახადეს და ზეთი კასრიდან იატაკზე გადმოიღვარა. ეს რომ დაინახა წმინდა ბენედიქტემ, მაშინვე ლოცვა შეწყვიტა და ზეთის გადმოღვრაც შეწყდა. ურწმუნოსა და ურჩ ძმას ამით მეორე გაკვეთილი მისცა, რომ ესწავლა რწმენისა და სიმდაბლის მოპოვება. გონსმოსულ ძმას კი შერცხვა, რადგან ფრიად პატივცემულმა მამამ სასწაულებით დაუმტკიცა, თუ რა ძალა აქვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელზეც მოუთხრობდა მათ დარიგებისას. ამის შემდეგ უკვე აღარავის შეეძლო დაეჭვებულიყო იმის აღთქმულში, რომელმაც თითქმის ცარიელი მინის ჭურჭლის სანაცვლოდ მოგვცა ზეთით სავსე კასრი.

XXX თავი
ამბავი დემონისაგან განთავისუფლებული მონაზვნისა
ერთხელ მთის მწვერვალზე მდგარ ნეტარი იოანეს ტაძარში მიმავალ წმინდა კაცს გზად ეშმაკი შეხვდა ბეითლის სახით, თან ყანწი და სამფეხა მიჰქონდა. "სად მიდიხარ?" - ჰკითხა წმინდა კაცმა. "ძმებთან მივდივარო", - უპასუხა ბოროტმა. ღირსი ბენედიქტე ლოცვაზე წავიდა, მისი დასრულებისთანავე უკან დაბრუნდა. ამ დროს ეშმაკმა დაინახა, ერთი მოხუცი ბერი წყალს იღებდა. შევიდა მასში, დასცა მიწაზე და საშინლად ტანჯავდა. წმინდა კაცმა მხოლოდ მსუბუქად დაარტყა ბერს, მაშინვე გამოვიდა ბოროტი სული და მერე აღარ გაჰკარებია.

პეტრე: - ბენედიქტე ასეთ სასწაულებს ლოცვის ძალით ასრულებდა თუ ზოგჯერ ნების ერთი მინიშნებით ხდებოდა?

გრიგოლი: - კეთილი ნებით ღმერთს მიჯაჭვულებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ აღასრულონ სასწაულნი ზოგჯერ ლოცვით, ზოგჯერაც თავიანთი ხელმწიფებით. წმინდა იოანე ბრძანებს: "ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად" (იოანე 1,12). თუ არიან ისეთნი, ვისაც აქვთ ხელმწიფება იყვნენ ღვთის შვილები, რაღა გასაკვირია, რომ ასეთებს შეუძლიათ თავიანთი ხელმწიფებით სასწაულის აღსრულება? ხსენებული საშუალებით რომ აღასრულებენ სასწაულებს ამას წმინდა პეტრე მოციქულის მაგალითი გვიმტკიცებს, რომელმაც გარდაცვლილი ტაბითა ლოცვით აღადგინა, ცრუ ანანია და საფირა კი სიკვდილს მისცა მხილებით. არ წერია, რომ მას მათი სიკვდილისთვის ელოცოს, მხოლოდ მათი ჩადენილი საქციელი ამხილა. ამგვარად, ნათელია, რომ წმინდანები ზოგჯერ ლოცვით აღასრულებენ სასწაულს ზოგჯერ კი ხელმწიფებით. ახლა კი მოვიგონოთ ღვთის მონის ბენედიქტეს მიერ შესრულებული ორი სასწაული, რომელთაგან პირველი ზეცისგან მიცემული ხელმწიფებით აღასრულა, მეორე კი ლოცვით.

XXXI თავი
ამბავი ერთი შეხედვით ახალშენელის ხსნისა
მეფე ტოტილას ხელმწიფობის დროს არიოზული ერესის მიმდევარ ერთ გუთს, სახელად ცალას, სძულდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მამები, თუ ვინმე სამღვდელო პირს ან მონაზონს დაინახავდა, ცოცხალს არ უშვებდა. ერთ დღეს ანგარებისა და ძარცვის სურვილით აღძრულმა დაიჭირა ერთი ახალშენელი და სხვადასხვა სატანჯველი მოუწყო. ახალშენელმა კი, სიცოცხლის გადასარჩენად დრო რომ მოეგო, გუთს უთხრა, - მთელი ქონება ღვთის კაცს ბენედიქტეს მივეციო. მაშინ ცალამ მის წამებას თავი ანება, შეკრა ქამრებით, ცხენის წინ გაიგდო ბენედიქტესკენ გზის მაჩვენებლად. ახალშენელი გუთს მონასტერთან მიუძღვა. კარიბჭესთან მჯდარი ბენედიქტე წიგნს კითხულობდა და უთხრა: აი, ბენედიქტეო. ცალამ წმინდა კაცს უღრიალა, - სადა გაქვს ამის მიერ მოცემული ნივთებიო. წმინდა ბენედიქტემ კითხვას თავი ანება, შეათვალიერა გუთი, მერე ახალშენელის გაკოჭილ ხელებს შეხედა. მაშინვე ქამრებმა ისეთი სისწრაფით დაიწყო გახსნა, ვერანაირი კაცის ხელი რომ ვერ გახსნიდა. ამის შემხედვარე ცალა აკანკალებული დაემხო მიწაზე, სასტიკი ქედი მოიდრიკა წმინდანის ფერხთა წინაშე და მის ლოცვას მიენდო. წმინდა კაცმა კი ძმებს დაუძახა და უბრძანა: გუთი ატრაპეზეთო. როცა ის მეორედ მიიყვანეს წმინდა მამასთან, მან დაარიგა და სთხოვა, დაენებებინა თავი ასეთი უგუნური სისასტიკისთვის. გუთი გულშემუსვრილი წავიდა და აღარაფერი მოუთხოვია...

აი, რას ნიშნავს, პეტრე, ჩემ მიერ ნაამბობი, რომ ისინი კადნიერებით (საღმრთო, - კ.კ.) ემსახურებიან ყოვლისშემძლე ღმერთს. შეუძლიათ, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ხელმწიფებითაც შეასრულონ სასწაული - მჯდომარემ დააცხრო საშინელი გუთის ველურობა, ქამრის კვანძები გაუხსნა თვალის შევლებით. სასწაულის სისწრაფე გვიჩვენებს, რომ ჰქონდა ხელმწიფება იმისა, რაც გააკეთა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat