"ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით"
"ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით"
"საღმრთო დიდების ბრწყინვალება ცეცხლის ალის ბრწყინვალების მსგავსიცაა, ოღონდ ჯერ ალი როდია და მერე მისი ბრწყინვა, რამეთუ ალის აღგზნებას ახლავს ნათელის გამობრწყინებაც. აი, ასე, მოციქულის მოთხოვნისამებრ, უნდა წარმოვიდგენდეთ კიდეც ძეს, შობილს მარადის მამისაგან".

***
"ქმნილ მსგავსებათაგან საღმრთო სამობრიობის ერთობის ყველაზე კარგი ხატი ცისარტყელაა, რადგან მასი ერთი და იგივე ნათელი განუწყვეტელ-განუყოფელიცაა საკუთარ თავში და მრავალფერიც".

***
"სულიწმინდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია, მაგრამ ძალებით მრავალფეროვანია. იგი მთლიანად ჰგიებს თითოეულში და მთლიანადვეა ყველგან. განაწილება-მოფენისაგან არ ზიანდება; და მაშინაც, როცა მას ეზიარებიან, კვლავად ყოვლად სრული და მთლიანი რჩება, მსგავსად მზისა, რომელსაც არ აკლდება სინათლე და სითბო იმის გამო, რომ ეფინება, ანათებს და ათბობს მთელ ქვეყნიერებას. ასევე სულიწმინდაც ყველაში ჰგიებს, ვინც ჯეროვნად მიიღებს მას, ისე, როგორც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ამასთან, ყველას გადმოუღვრის სრულ მადლს, რომლითაც მაზიარებელნი იმ ზომით ტკბებიან, რა ზომითაც ძალუძთ ამის დატევნა, და არა იმ ზომით, რა ზომითაც თვით სულიწმინდას ხელეწიფება".
წმინდა ბასილი დიდი

"ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი - ეს სამების უწმინდესი ბრწყინვალებაა... მეორე ნათელი - ანგელოზები არიან, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათლისა, მესამე ნათელი კი ადამიანია".

***
"რაც მზეა გრძნობისმიერი არსებებისთვის, იგივეა ღმერთი - გონებისმიერთათვის. პირველი ხილულ სამყაროს განანათლებს, მეორე - უხილავ სამყაროს. სხეულებრივ ხედვას მზე ნათლისმჭვრეტელად აქცევს, ღმერთი კი თავის მსგავსებად შექმნის გონიერ ბუნებებს".

***
"ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცებრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისა, ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე".

***
"მხოლოდ წმინდანნი იხილავენ წმინდა სამების სამმზეობრივ ბრწყინვალებას. მხოლოდ სრულყოფილნი დაიმკვიდრებენ წმინდა მეუფეობრივი სამების სრულყოფილ ნათელს და შეცნობას, რამეთუ მაშინ სამება უფრო ნათლად და წმინდად გაგვაცისკროვნებს და მთლიანად შეუერთდება ჩვენს მთელ გონებას, რაშიც ვგონებ კიდეც საკუთრივ ცათა სასუფეველს... და მაშინ იქ დამკვიდრებული სულები შეიძენენ ყოვლადწმინდა სამების სრულყოფილ შეცნობას, და ეცოდინებათ, თუ რა არის იგი, ვითარია და რაოდენია".
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

"ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი - ბიწიერი მდგომარეობიდან სხვა, კეთილ, უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს. და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმინდის ძალით და შემწეობით".
წმინდა მაკარი დიდი (მეგვიპტელი)

"როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა, თუკი სინათლის სხივით არ არის განათლებული, ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარეშე, სულ ერთია, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარეგნულად".

***
"სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოუსურვებიათ".
ნეტარი ავგუსტინე

"ღმერთი - ნათელია და თავისი საღმრთო ნათლით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება და თანაეზიარება საზომისაებრ მისი განწმენდისა... და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს".
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

"ჩვენი უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება".

***
"უფლის ფერისცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ემორჩილება... უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს, გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა".

***
"ჩვენც, უფლის მოწაფეთა მსგავსად, უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათლით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და მშვენიერებისკენ; სულიერნი თვალნი ქვენა, მიწიერი ზრახვებისგან განვიწმინდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქს გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისკენ მიაქანებენ".
წმინდა გრიგოლ პალამა

"ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით".

***
"ქრისტეს ნათელი რომ მივიღოთ და შევუშვათ გულში, საჭიროა, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.

მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".

***
"როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, გონება უსუფთავდება და გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე.

ის მზად არის მიწის გულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი".
ღირსი სერაფიმე საროველი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat