ჰოი, რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბრილიანტებს შენს თვალებში ვხედავ, დაო!
ჰოი, რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბრილიანტებს შენს თვალებში ვხედავ, დაო!
ყველა ჩვენგანს ხომ ქრისტიანს გვეძახიან, მაგრამ ვცხოვრობთ კი ამ სახელის შესაფერისად?
წმინდა ნიკოლოზ სერბი - სულიერი სწავლებანი და დარიგებანი
დედის წინასწარმეტყველება ვაჟისადმი. ბიტოლიდან მომწერეს, პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე დაღუპული 300 რუსი ჯარისკაცის ნეშტი გადაუსვენებიათ. ერთ-ერთ ჩონჩხზე ნახეს თუნუქის კოლოფი, მასში ძლევაშემოსილი წმინდა გიორგის პატარა ხატი ესვენა და სათუთად ჩაეკეცათ წერილი: "ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილო! დღეს საშინელი სიზმარი ვნახე: შენ დაიღუპები. გემუდარები, განუწყვეტლივ ევედრე ღმერთს, წმინდა გიორგისა და სხვა წმინდანებს. შეიძლება უფალმა დაინდოს შენი სიცოცხლე. მანდ ისე ილოცე, როგორც მე აქ ვლოცულობ. შეგახსენებ, ჩემო ძვირფასო ბიჭო, რომ ამგვარი სიზმარი ვნახე ათანასეს სიკვდილის წინა დღესაც". ამ ჯარისკაცმა, ნიკოლოზ ვავილოვმა, წერილი 1916 წლის 16 ოქტომბერს მიიღო.

ნეტარ არიან მოწყალენი. შვედი ქალბატონი, ევგენია გლახაკთა და შეჭირვებულთა დიდად მოწყალე იყო. ერთხელ შეიტყო, რომ ვინმე ქველმოქმედებს გაუჭირდათ ობოლთა და ქვრივთა თავშესაფრის აგება - უზარმაზარი თანხა აკლდებოდათ. ქალბატონს ამხელა თანხა ხელთ არ ჰქონდა, მოიხსნა თავისი ბრილიანტის სამკაული და მეურვეებს გადასცა. თავშესაფარი აშენდა. ერთხელ ქალბატონი ევგენია მას ესტუმრა. აქ უკვე ყველამ იცოდა მისი ქველმოქმედების ამბავი. როცა ერთი ღარიბი დედაკაცის საწოლთან ჩამოჯდა, ცრემლმორეული ქალი მადლობდა და აქებდა დიდებული ქალბატონის კეთილ საქციელს, მის სათნოებას: - ჩვენ, გლახაკებისთვის საკუთარი ძვირფასეულობა გაიღეთო. ქალბატონმა მას თავზე ხელი გადაუსვა და ჩუმად უთხრა: - ჰოი, რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბრილიანტებს შენს თვალებში ვხედავ, დაო.

"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7).

გოგოლის რჩევა.
უდიდესი რუსი მწერალი გოგოლი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. აი, რა ურჩია მან წერილით ერთ თავის მეგობარს: "ჩემო მეგობარო, თავი ყოველთვის მოწაფედ ჩათვალე. ქრისტიანისთვის სწავლას დასასრული არა აქვს, ის ყოველთვის მოწაფეა ვიდრე კუბოს ფიცრამდე.

ბატონო, აქედან არაფერს იღებენ. სერბმა გლეხებმა გაათავისუფლეს სერბეთი, შექმნეს სახელმწიფო და მართავდნენ მას ნახევარი საუკუნე. თუ ვიკითხავთ, როგორ მოხდა, რომ სწავლულმა სერბმა მთავრებმა (ყარაგიორგიდან მიხეილამდე) შეძლეს, ასე დიდხანს ემართათ სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზებული, განსწავლული და კულტურული ევროპის მეზობლად მდებარეობდა, ამის მიზეზი ერთადერთია: პატიოსანნი და თავგანწირულნი იყვნენ. მოვიყვან მხოლოდ ერთ კლასიკურ მაგალითს:

ერთხელ მმართველმა მილოშმა გაიხსენა თავისი ბატონი აქსენტი, რომელსაც ოდესღაც ემსახურებოდა და თავისთან მიიწვია. ნატრაპეზევს ისაუბრეს. მერე მილოშმა აქსენტი წაიყვანა სახელმწიფო ხაზინაში, ანახა აურაცხელი ოქროსა და ვერცხლის მონეტები და (თითქოს გამოცდიდა) შესთავაზა: - ბატონო აქსენტი, შენ ძალზე კარგად მექცეოდი. ახლა მსურს, დაგაჯილდოო. აიღე იმდენი სიმდიდრე, რამდენიც შენს სულს სურსო. აქსენტი მცირე ხნით გაჩუმდა, მერე თავისი ფუთა გახსნა, იქიდან ორი ცვანციკი (ძველებური ავსტრიული მონეტა) ამოიღო, ზინეთში ჩააგდო და თქვა:

- ბატონო, აქედან არაფერს იღებენ, უმატებენო.

თავდადება. გაგიგიათ იაკობ ბელიჩის საქციელი? ომში მან ორივე ფეხი დაკარგა და ყავარჯნებით დადიოდა. ერთხელ კოჭლობით მიდიოდა არხის პირას, რომელშიც ორი ბიჭი ბანაობდა. უეცრად ბავშვები წყალში გაუჩინარდნენ. წამითაც არ უფიქრია საკუთარ სიცოცხლეზე, ჯვარი გამოისახა, ყავარჯნები გადაყარა, გადაეშვა არხში და ორივე გადაარჩინა.

საუკეთესო საქციელს მაშინ ჩავდივართ, როცა საკუთარ თავს ვივიწყებთ და გაჭირვებულის გადასარჩენად ვისწრაფვით.

"ყოველივე ძალმიძს განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ" (ფილიპ. 4,13).

დაიმსახურე სახელი, რომელსაც ატარებ.
ერთხელ ალექსანდრე დიდს (მაკედონელს) შეატყობინეს, ერთი ჯარისკაცი დისციპლინას არღვევს, ყველგან უწესრიგობა შეაქვს და ყველას ცუდად ექცევაო. მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როცა ჯარისკაცი მოვიდა, ალექსანდრე დიდმა ჰკითხა, რა გქვიაო.

- ალექსანდრე, - უპასუხა მეომარმა.

ეს რომ მეფემ გაიგონა, უსაყვედურა, - ან იცხოვრე, როგორც შეჰფერის ამ სახელს, ან გადაირქვიო.

ყველა ჩვენგანს ხომ ქრისტიანს გვეძახიან, მაგრამ ვცხოვრობთ კი ამ სახელის შესაფერისად?

სხვებიც იტანჯებიან. ათენელმა ფილოსოფოსმა დემონაქტემ ერთხელ მოინახულა მეგობარი, რომელსაც ვაჟი მოკვდომოდა. ცხედართან უნუგეშოდ მტირალ მეგობარს უთხრა: - მე დავუბრუნებ შენს შვილს სიცოცხლეს, თუ იმის გაკეთებას შეძლებ, რასაც ახლა გთხოვო.

მწუხარე მამა ცოტათი დამშვიდდა და სიტყვა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც ფილოსოფოსი ეტყოდა. დემონაქტემ უთხრა: - ამ ქალაქში სამი ადამიანი მომიძებნე, რომელსაც არასოდეს ახლობელი არ მოკვდომიაო.

მეგობარი მიხვდა ფილოსოფოსის ნათქვამს და დამშვიდდა, რამეთუ გულისხმაყო, რომ სიკვდილი ყველას სახლს ეწვევა და მარტო არავინ არის მწუხარებისას.

უპირველესად ღვთის იმედი უნდა გქონდეს.
როცა ნაპოლეონს ეუბნებოდნენ, ომის დროს ღმერთს უნდა ევედროო, ამაყად და თავდაჯერებით ამბობდა: - ღმერთი ყოველთვის მძიმე არტილერიის მხარეზეაო. მაგრამ ერთხელ იწვნია სიმცდარე ამ აზრისა: ვატერლოოს ახლოს, სადაც მისი ჯარი საბოლოოდ გაანადგურეს, 160-მა პატარა ინგლისურმა ქვემეხმა დაადუმა და მწყობრიდან გამოიყვანა ნაპოლეონის არმიის 250 ცალი მძიმე ქვემეხი.

განკითხული და შეწყალებული.
ესქილეს, ათენელ პოეტსა და მეომარს, ერთხელ თანამოქალაქეებმა რაღაც დანაშაულის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა განაჩენი წაიკითხეს, მსაჯულთა წინაშე ესქილეს ძმა გამოვიდა, რომელსაც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეკარგა ხელები. მან მხრებამდე ააწევინა სამოსი და მსაჯულებს აჩვენა, ხელთაგან რაც დარჩენოდა. მათაც, როცა დაინახეს, თუ როგორი მსხვერპლი გაეღო სამშობლოსთვის ესქილეს ძმას, სიკვდილმისჯილი გაათავისუფელს.

რა იქნებოდა, ქრისტეს ცოდვილთათვის დათმენილი თავისი ჭრილობები რომ ეჩვენებინა? დაე, ნუ განვიკითხავთ ჩვენს ძმას, "რომლისთვისაც ქრისტე მოკვდა" (რომ. 14,15).

ასეთი წარმავალია ამსოფლიური დიდება. ძველ რომში ომში გამარჯვებულ მხედართმთავარს დედაქალაქში ტრიუმფალურ შეხვედრას უწყობდნენ. ხალხი მხიარული ხვდებოდა მის შემოსვლას, განადიდებდა მის სახელს, როგორც რომელიმე ღმერთისას. მაგრამ რომ არ გაყოყოჩებულიყო და თავი მართლაც ღმერთად არ წარმოედგინა, ტრიუმფატორის ეტლს წინ მიუძღოდა მეომარი, რომელსაც ხელთ ეპყრა ხმელი სელის კონა და ისე ხმამაღლა გაიძახოდა, რომ ხალხის შეძახილებსაც კი ახშობდა: - ასე წარმავალია ამსოფლიური დიდებაო.

"ვითარი არს ცხორებაი თქვენი? - კითხულობს იაკობ მოციქული და პასუხობს, - ვითარცა კუამლი ხართ, რომელი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის" (იაკობი 4,14).

ობლის ცრემლი.
ვინმე მართალი მამა ერთი კაცის სიკვდილს შეესწრო. კაცი შეევედრა ღმერთს, განეცხადებინა, რა ბედი ეწია გარდაცვლილის სულს. ღმერთმა განუხვნა თვალნი და მან დაინახა გარდაცვლილის სული, რომელიც სასწორის წინ იდგა. ერთ პინაზე უფლის ანგელოზებმა ამ კაცის კეთილი საქმეები დააწყვეს, მეორეზე კი ყველა მისი ნაავკაცარი. სასწორის პინები გათანასწორდა. უეცრად უფლის ანგელოზმა სიკეთის თეფშზე ერთი წვეთი ცრემლი დადო, საწონი მარჯვნივ გადაიხარა და გარდაცლილის სული სასუფეველში შევიდა. გაოცდა მართალი, ნეტავ რა ცრემლი არის და საიდან მოიტანესო. უფლის ანგელოზმა აუხსნა: "ერთ ადგილას ხიდზე დაუძლურებული და დამწუხრებული ობოლი გლახაკი იდგა. ბევრმა ჩაუარა და ვერავინ შეამჩნია. ამ კაცმა კი, დაინახა თუ არა ეს გატანჯული ადამიანი, შეჩერდა, მოწყალება მისცა და გაამხნევა: "ნუ გეშინია, ძმაო, ქრისტე დაგეხმარებაო!" ამ მოწყალებამ და თანაგრძნობის სიტყვებმა შეუთრთოლა გული გლახაკს და თვალთაგან კენტი ცრემლი ჩამოუგორდა. სწორედ ამ ცრემლმა გადაწყვიტა ამ სულის ბედი.

წმინდა მოწამე ზლატა მეგლინელის ცხოვრება.
ეს დიდებული ქრისტიანი მოღვაწე და მოწამე ცხოვრობდა მეგლინის მხარის სოფელ სლატინაში, რომელიც კაიმაჩკალანის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. წარმოშობით და ენითაც სერბულად მოსაუბრე, წმინდა ზლატა ბაჯაღლო ოქრო იყო არა მარტო სახელით, არამედ გულით და საქციელით. მაღალი, მოხდენილი, გარეგნობით სხვებისგან გამოირჩეოდა. ზოგიერთი თურქი ურცხვად უცქერდა მას.

ერთხელ წყაროზე წასული მოიტაცეს. დაემუქრნენ, თუ არ გამაჰმადიანდები, მოგკლავთო. თავის რწმენაში განმტკიცებულმა წმინდა ზლატამ უთხრა თურქებს, უწინ მოვკვდები, ვიდრე თქვენს სარწმუნოებას მივიღებო. მაშინ თურქებმა დასარწმუნებლად დები და მშობლები მიუყვანეს. ამისთვის დიდ ჯილდოს ჰპირდებოდნენ. ზლატას მშობლები ღარიბი ქრისტიანები იყვნენ. მათ ცრემლის ფრქვევით სთხოვეს ქალიშვილს: "ჩვენო გოგონავ, შეიწყალე საკუთარი თავი და შეგვიწყალე ჩვენც. მხოლოდ ხილულად უარყავი ქრისტე, სიტყვიერად, და ბედნიერი იქნები შენც და ჩვენც. ქრისტე მოწყალეა, გაპატიებს ასეთი შეჭირვებისას ჩადენილ ცოდვას". მაგრამ წმინდა ზლატას მამაცურმა სულმა უარყო ყველანაირი შეთავაზება და სძლია ეშმაკის ხრიკებს: "თუ თქვენ მირჩევთ, უარვყო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ აღარც ჩემი მშობლები ხართ და აღარც ჩემი დანი. მყავს მე მამა - უფალი იესო ქრისტე და დედა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდანები კი ჩემი დანი და ძმანი არიანო".

ამის მერე თურქებმა ზლატა დილეგში ჩააგდეს და სამი თვე ჰყავდათ დამწყვდეული. ყოველდღე გამოჰყავდათ და იქამდე ამათრახებდნენ, ვიდრე სისხლით მიწას არ მორწყავდა. ერთხელ ფეხებით ჩამოკიდეს და ქვემოთ ცეცხლი დაუნთეს, წმინდანი მისი კვამლით რომ გაგუდულიყო. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი აძლევდა ძალას, ყოველივე დაეთმინა მისი სახელის გულისთვის. საბოლოოდ, თურქებმა ზლატა აკუწეს და მთელ იმ მხარეში მიმოფანტეს. ქრისტიანებმა წმინდა ნაწილები ჩუმად მოაგროვეს და შინ წაიღეს, რათა იმით ღვთის კურთხევა შესულიყო მათ ოჯახში.

ასე დაასრულა წმინდა ზლატამ მიწიერი ცხოვრება და გადასახლდა ქრისტეს საუკუნო სამეფოში. ეს მოხდა 1795 წლის ზაფხულს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat