მიცვალებულთათვის ისე უნდა ილოცო, თითქოს შენი სული იმყოფებოდეს ჯოჯოხეთის ცეცხლში
მიცვალებულთათვის ისე უნდა ილოცო, თითქოს შენი სული იმყოფებოდეს ჯოჯოხეთის ცეცხლში
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს
* "ლოცვისას ვინმეზე უკმაყოფილო არ უნდა იყო, თორემ ლოცვის თავი აღარ გექნება. უკმაყოფილება, მრისხანება - ნიშანია სიამაყისა, ღმერთი კი ამაყებს წინ აღუდგება. იმდენად უგუნური ნუ იქნები, რომ ზეციური მეუფის წინაშე თავმდაბლობის გარეშე ილოცო. მშვიდი და მდაბალი გულითა (იესო) შეისმენს თავმდაბალთა და მშვიდთა ლოცვებს, ხოლო არ მიიღებს ამაყთა და ბრაზიანთა სათხოვარს. იყავ მომთმენი. მოთმინების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ნათქვამია: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი" (ლუკა. 21,19).

* საჭიროა, რომ ლოცვის წინ ანდა ლოცვისას გული სრულიად გამსჭვალული იყოს ღვთისა და ადამიანების სიყვარულით, რომ მასში აღარ ჩაიმალოს რაიმე სახით მტრობა ღვთისა და კაცთა მიმართ, მაგალითად, სახედ უკმაყოფილობისა, დრტვინვისა, სოფლის სიყვარულისა, სიძულვილისა, ბოროტებისა, სიძუნწისა. ლოცვის წინ თუ გრძნობ, რომ გული გტკივა, გიწუხს, თითქოს რაღაც სიმძიმე გაწევს, რომელიც მას ხელს უშლის, რომ ღვთისკენ ზეაიწიოს, ეცადე, მასში ღვთისადმი გულწრფელი სიყვარული შეიყვანო და იგი განკურნავს მას. ლოცვისთვის გულის მდგომარეობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ვერ აღიწევა იგი ღმერთთან, თუკი მას რაიმე ვნება განხრწნის. მართალია ნათქვამი: "სადაცა არნ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი" (მათე 6,21).

* ღმერთი ხშირად ლოცვის დასასრულს უვლენს გულს მადლმოსილ სითბოს რწმენისა და სიყვარულისა. ამიტომ მოთმინება უნდა ვიქონიოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, არ დაგვაეჭვოს ლოცვის ძალამ დასაწყისში და ლოცვის შუაში, მშვიდად გავაგრძელოთ იგი ბოლომდე.

* განაგდე ლოცვისას ყველანაირი დაუდევრობა, რომ ამით არ შეურაცხყო მადლი სულიწმინდისა, შენში რომ ცოცხლობს, ხოლო თუ შეურაცხყოფ, შენს სულს კაეშანი გატანჯავს.

* ყოველთვის გაფრთხილდი, რომ შენი ლოცვა არ იყოს მხოლოდ ცარიელი მრავალხმოვნება. ლოცვას სჭირდება ამოოხვრანი, ცრემლები, შემუსვრა საკუთარ ცოდვებზე, დამდაბლება ღვთის წინაშე და ცოცხალი რწმენა მისადმი.

* ღმერთი ლოცვისას დაუშვებს ხოლმე, რომ მტერმა დიდხანს გამოგვცადოს და შეგვავიწროოს, რათა ამით ჩვენი ლოცვა გულწრფელი და მტკიცე გახდეს, ბოლოს კი გვაძლევს მადლს, ვილოცოთ მშვიდად და გონებაგანუფანტველად.

* ზოგს ლოცვის დაწყებამდე ლოცვის ეშინია, როგორც რაღაც სიმძიმისა, სულის შემავიწროებლისა და მომკვლელისა. ხოლო როცა დაუძლურებული სულით ლოცვაზე დადგებიან, ჩქარობენ კითხვას - რაც შეიძლება ჩქარა განთავისუფლდნენ მისგან. ასე ხდება როგორც საზოგადო, ისე შინ ლოცვისას. რაღა ლოცვაა ეს? სად არის აქ მისი თავისუფლება? სადაა მისი კეთილმოსურნება? ყველაფერი აუცილებლობის გამო და მწუხარებით აღესრულება.

* თუ ლოცვისას რწმენა მოგაკლდება და გული დაგიუძლურდება, შენით ნუ ეცდები მის მოპოვებას, ეს სიამაყეა სულისა, არამედ მდაბლად მოიდრიკე თავი ყოვლადწმინდა სამების წინაშე და შეევედრე, მოხედოს შენს უღირსებას, რომ გიბოძოს უდიდესი საუნჯე რწმენისა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდმო არს "(იაკბ. 1,17) და მათ შორის რწმენაც.

* წმინდა დავითი ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია ლოცვისა. გვქონდეს სამაგალითოდ და სახელმძღვანელოდ მისი რწმენა და სასოება.

* როცა სხვისი სიტყვებით ვლოცულობთ, უფალი გვიყურებს, ეთანადება თუ არა ჩვენი სურვილი იმას, რასაც ვთხოულობთ, არის თუ არა მასში წილი ჩვენი მადლიერებისა, ჩვენი დიდებისმეტყველებისა.

* ლოცვისას უნდა ვმადლობდეთ უფალს იმისთვის, რომ მან ღირსგვყო ჩვენ, ცოდვილნი და ბოროტზნისანი, მასთან სასაუბროდ განვაღოთ ჩვენი ბილწი და არაწმინდა ბაგენი, ის კი შეისმენს ჩვენს ლოცვებს. რამეთუ ეს არის უდიდესი სახიერება - შემოქმედი ყოველთა მოწყალედ იღებს ვედრებას, მადლიერებასა და ხოტბას თავის დამნაშავე და უმადურ ქმნილებათაგან.

* ლოცვაზე დადგომისას კარგად მართე შენი სულის ხომალდი, რომ მან მიაღწიოს მყუდრო და უსაფრთხო ნავსაყუდელს - ღმერთს. ნავი გულისა მიმართე პირდაპირ და მტკიცედ. დაუყენე მესაჭედ გონება და თვალი ადევნე, იყოს ფხიზელი და სრულიად მშვიდი. მერე კი გაშალე იალქნები შენი გონიერი ხომალდისა, ანუ გულისა - რწმენა, იმედი და სიყვარული და ამგვარად, მშვიდი გულით, ნათელი გონებით, გასცურე ღმრთისკენ სამი იალქნით, რომელნიც მალე მიიყვანენ სულს უფალთან.

* "განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი" (ფს. 9,39). გესმის, ყურს ვის უგდებს უფალი? ვისაც ლოცვისას გული გამზადებული აქვს, ანუ ვინც სათანადოდ მოამზადა გული უდიდესი საქმისთვის - ღმერთთან სასაუბროდ. "განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი" (ფს. 56,7). აბა, ჩვენთან რა ხდება ხოლმე როცა ვლოცულობთ? - განუმზადებელია გული: ენა ლოცულობს, გული ღვთისგან შორსაა, ხშირად ამაო საგნებით არის დაკავებული ან ღრმად სძინავს ლოცვისას.

* ლოცვისას გულზე უნდა მივირქვათ სიტყვა: "მე მისმენს თვითონ სახიერება".

* ლოცვისას, როცა, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ღვთის ცოცხალი რწმენა გვქონდეს, მაინც არ გვაქვს გულში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ყოველთვის და განსაკუთრებით ლოცვისას ცდილობს დაგვიხუჭოს, დაგვიბინდოს გულის თვალები, რომ ისინი ღმერთს ვერ ხედავდნენ (რწმენა არის გულისმიერი ხილვა უხილავი ღმერთისა). შინაგანად უნდა ვუთხრათ ღმერთს: უფალო, მტერი დაგფარავს შენ ჩემთვის და უგუნური გული ჩემი, მისი ბნელისგან დაბინდული, ირყევა და შფოთავს: "დაე, გამოსჩნდეს ნათელი პირისა შენისა ჩვენ ცოდვილთა ზედა" (შეადარე ფს. 4,7).

* თუ გინდა, რომ ცოცხალი რწმენით, სასოებით, ნაყოფიერად ევედრო ღმერთს, როცა ტაძარში მიხვალ, ანდა შინ ლოცვად დადგები, წარმოიდგინე ყველაზე შვილმოყვარე, ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი, ყოვლადსახიერი, მდაბალი, უხვი, მოწყალე მამა, რომელმაც ურიცხვი რამ გიბოძა და მზადაა, ყოველთვის მოგცეს, რაც გჭირდება, ოღონდ სთხოვე სიმდაბლით, გულწრფელად და უეჭველი რწმენით.

* თუ არ გაქვს რწმენის უბრალოება და არ შეგიძლია ისე გულწრფელად და მარტივად ილოცო, როგორც ლოცულობდნენ მოციქულნი, დავით წინასწარმეტყველი, ესაია, იერემია, იეზეკიელი, დანიელი, ანტონი, ექვთიმე დიდი, პავლე, ანტონი, ვარლაამი, სერგი და სხვანი, იტირე, რომ არ გაქვს გულისა და რწმენის უბრალოება, ევედრე მეუფეს, თავის წმინდანთა ლოცვით გიბოძოს რწმენის უბრალოება.

* ზოგიერთი კითხულობს: რა საჭიროა მიცვალებულთა ან ცოცხალთა მოხსენიება, ანდა მათთვის ლოცვა? ყოვლისმხედველმა ღმერთმა ხომ თვითონაც იცის მათი სახელები და ისიც, რა სჭირდება თითოეულ მათგანს. მაგრამ ამის მთქმელნი ივიწყებენ, ანდა არ უწყიან ლოცვის ფასი, არ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია გულით ნათქვამი სიტყვა, ივიწყებენ, რომ ღვთის მართლმსაჯულება და ღვთის მოწყალება მიიდრიკება ჩვენი გულითადი ლოცვისკენ, რომელსაც ღმერთი, თავისი სახიერებით, გარდაცვლილებს და ცოცხლებს, როგორც ერთი სხეულის - ეკლესიის ასოებს, თითქოსდა მათ დამსახურებად ჩაუთვლის. ასეთებმა არ იციან, რომ: "ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა" (ებრაელთა მიმართ 12,21) თავისი სიყვარულით მუდმივად ევედრებიან ღმერთს ჩვენთვის და სახელდობრ, იხსენიებენ ღვთის წინაშე იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც მათ ევედრებიან. ბარიბარში ვართ, ჩვენ ისინი მოვიხსენიეთ, ისინი ჩვენ გვიხსენიებენ. და ის, ვინც ახლობლებს ლოცვისას სიყვარულით არ მოიხსენიებს, თვითონაც არ გახდება ღირსი მოხსენიებისა.

* ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის მთელი გულით უნდა ვილოცოთ, სიყვარულით უნდა წარმოვთქვათ მათი სახელები, მოხსენიებულ ადამიანთა სახელები უნდა ვატაროთ სულით ისე, როგორც "მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისთა შვილთა" (1 თესალ. 2,7), გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენი ნაწილნი არიან, და ერთად "ასონი ვართ გვამისა" ქრისტესი (ეფეს. 4,4; 5,30). ცუდია, როცა მხოლოდ ენით ჩამოვთვლით მათ სახელებს და მასში მოსიყვარულე გული არ მონაწილეობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი გულს უცქერის და ის პირნიც ჩვენგან ითხოვენ იმას, რაც გვავალია - ქრისტიანულ სიყვარულსა და ძმურ თანაგრძნობას. დიდი განსხვავებაა სახელების უგრძნობლად ჩამოთვლასა და მათ გულითად მოხსენიებას შორის: ერთმანეთს ისე დაშორებულნი არიან, როგორც ცა.

* როცა მიცვალებულთა სულის განსვენებისთვის შეუდგები ლოცვას, აიძულე საკუთარი თავი, მთელი გულით ილოცო. გახსოვდეს, რომ ეს არის მოვალეობა ერისკაცებისაც, არა მარტო მღვდლისა და ღვთისმსახურისა. წარმოიდგინე, რამდენად აუცილებელია მიცვალებულისთვის ცხონება და როგორ სჭირდებათ მათ ლოცვა ცოცხალთაგან, მათსავით ეკლესიის ერთიანი სხეულის ასოებისგან. გახსოვდეს, თუ როგორ კამათობენ ანგელოზები და ეშმაკები გარდაცვლილის სულისთვის და ისიც თრთის და ელოდება, რა მოელის. დიდად ფასობს უფლის წინაშე რწმენითა და გარდაცვლილის სიყვარულით აღვლენილი ლოცვა. წარმოიდგინე ასევე, რამდენად აუცილებელია შენთვის მყუდროება. როცა შეგკრავენ ცოდვით დაცემის საკვრელნი, მაშინ როგორი გულმოდგინებით, სიწრფელით, მხურვალებით და ძალით იწყებ ლოცვას უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედისადმი, როგორ გიხარია და ზეიმობ, როცა გულმოდგინე ლოცვის მერე ცოდვათაგან მიტევებას, სულიერ სიმშვიდეს პოვებ. ამგვარი ლოცვა სჭირდება შენგან მიცვალებულის სულსაც, რადგან თვითონ აღარ შეუძლია ნაყოფიერად ლოცვა. მის სულსაც სჭირდება მყუდროება, რომელიც მისთვის შეგიძლია გამოითხოვო თბილი ლოცვით მისი სული კეთილისმყოფელისგან და განსაკუთრებით უსისხლო მსხვერპლის შეწირვით.

* მიცვალებულთათვის ისე უნდა ილოცო, თითქოს შენი სული იმყოფებოდეს ჯოჯოხეთის ცეცხლში და იტანჯებოდე, გრძნობდე მათ სატანჯველს გულით და ცეცხლებრ ლოცულობდე მათი განსვენებისთვის "ადგილსა ნათლისასა, ადგილსა საგრილოვანსა".

* უფლის ნიჭები შენში არ უნდა დაიმარხო - სხვებზე უნდა გადმოღვარო. მაგალითი ამისი ბუნებაა. მზე არ აკავებს თავის თავში ნათელს და ჰფენს მას მიწასა და მთვარეს. განსაკუთრებით მღვდლებმა არ უნდა შეაჩერონ საკუთარ თავში ნათელი თვისი (უფრო სწორად, ღვთისა), უხვად უნდა გადმოღვარონ სხვებზე თავიანთი გონებისა და ცოდნის სინათლე.

* "ჭეშმარიტი მწყემსი და მამა თავისი სამწყსოსი მუდამ იცოცხლებს მადლიერ შვილთა ხსოვნაში და მისი სიკვდილის შემდეგ სულიერნი შვილნი განადიდებენ მას. რაც უფრო ნაკლებად ზრუნავს ის აქ, მიწაზე თავისი სახელის განსადიდებლად და გულმოდგინედ იღვწის შვილთა ცხონებისთვის, მით უფრო განდიდდება მისი სახელი გარდაცვალების მერე. ის მკვდარიც კი აიძულებს მათ, მასზე ისაუბრონ. ასეთი განდიდება მოღვაწისა კი ყველასთვის სასარგებლოა.

* უფალო, აღმართე სანთელნი ამა სოფლისა სასანთლეზე, შენი ეკლესიის სასანთლეზე, რომლებიც იქადაგებენ შენს დიდებას, მოშურნე იქნებიან შენი განდიდებისა და შენი ხალხის ცხონებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat