თუ სასწაულს არ ახდენენ, არ ნიშნავს, რომ წმინდანები არ არიან
თუ სასწაულს არ ახდენენ, არ ნიშნავს, რომ წმინდანები არ არიან
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
თავი 10. ამბავი ფორტუნატისა, ტუდერტის ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - უთუოდ უნდა მოგითხრო ის, რაც ამ წმინდანზე შევიტყვე 12 წლის წინ. ღარიბი ბერიკაცი მესტუმრა. მიყვარს ბერიკაცებთან საუბარი, ამიტომ მასაც გამოვკითხე სადაურობა. ქალაქ ტუდერტიდან ვარო. ხომ არ იცნობდი ეპისკოპოს ფორტუნატს-მეთქი. ძალიან კარგადო. ხომ არ იცი მისი რომელიმე სასწაულის შესახებ და აღმიწერე, როგორი იყო ეს წმინდა კაცი-მეთქი. მითხრა: "ირგვლივ მყოფთ არ ჰგავდა. რაც არ უნდა ეთხოვა ყოვლისშემძლე ღვთისთვის, მისი თხოვნა ყოველთვის სრულდებოდა.

ერთხელ ქალაქი ტუდერტი გამოიარეს გუთებმა, რომლებიც ჩვენკენ მიდიოდნენ. ტუდერტის მეზობელი სოფლიდან ორი ბიჭი მოიტაცეს. ეს ამბავი შეიტყო წმინდა ფორტუნატმა, გუთები მაშინვე მიიხმო. მშვიდად დაუწყო საუბარი და ალერსით სცადა შეერბილებინა მათი მძვინვარება. მერე კი ჰკითხა: რას ინებებთ იმ ბიჭების გამოსასყიდად? მე მათ გამოვისყიდი, თქვენ კი ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშნად ბავშვები დამიბრუნეთო. ამაზე უფროსმა გუთმა უპასუხა: "სხვა რამე გვთხოვე, შენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ბიჭებს კი არანაირ საფასურად არ მოგცემთო". წმინდანი მას მშვიდად დაემუქრა: "შვილო, ტყუილად განამწარებ შენს მამას. ნუ დამამწუხრებ, რომ რაიმე უსიამოვნო ამბავი არ შეგემთხვასო". მაგრამ გულგაუხეშებულმა გუთმა უარი უთხრა წმინდანს და წავიდა.

მეორე დღეს, სანამ გზას გაუდგებოდნენ, გუთი კვლავ მივიდა წმინდა ფორტუნატთან და მანაც კიდევ ერთხელ სთხოვა ბავშვების დაბრუნება. ისევ უარი მიიღო. რადგან დამამწუხრე, გზაზე მშვიდად ვერ ივლიო, - უთხრა მას უკმაყოფილო წმინდანმა. გუთმა ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს, ბანაკში დაბრუნდა, ბიჭები ცხენზე შესვა, თავის მეგობრებს გააყოლა, თვითონაც ცხენით უკან მიჰყვა. როცა წმინდა პავლეს ეკლესიას ჩაუარეს, ცხენმა წაიფორხილა, მხედარი ძირს ჩამოვარდა და ფეხი მოსტყდა. გუთი ასწიეს და უკანვე წაიყვანეს. მან კი მაშინვე გაუგზავნა კაცი ეპისკოპოსს - ბავშვების წასაყვანად მსახური გამომიგზავნეთო. ფორტუნატის მსახურს ბიჭები გადასცა და მღვდელმთავართან დააბარა: "წადი და უთხარი უფალსა ჩემსა ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და ვნებას შეემთხვია, მიირქვი ახლა შენი ბავშვები და შეეწიე მათ". მსახურმა ბავშვები ეპისკოპოსს წაუყვანა. ნეტარმა ფორტუნატმა მსახურს ნაკურთხი წყალი გაატანა სნეულთან - ახლავე ასხურეთო. მსახური მივიდა გუთთან, მთელ სხეულზე ასხურა ნაკურთხი წყალი და უცებ საკვირველი და გონებამიუწვდომელი ამბავი მოხდა - ძვალი უმალ გამთელდა. გუთი წამოდგა და გზა ისე გააგრძელა, თითქოს არასოდეს არაფერი დამართნოდა. ამგვარად, ჯიუტი გუთი ღმერთმა დასაჯა და ბავშვები უსასყიდლოდ დააბრუნა".

ბერიკაცმა წმინდა ფორტუნატის სხვა სასწაულებიც მომითხრო. უკვე გვიანი იყო, სულიერი სწავლების მსურველნიც მელოდებოდნენ, ამიტომ დიდხანს ვეღარ მოვუსმინე ბერიკაცს, თუმცა ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სიამოვნებით გავესაუბრებოდი.

მეორედ სტუმრობისას ბერიკაცმა წმინდა ფოტუნატზე უფრო საკვირველი რამ მომიყვა: ქალაქ ტუდერტში ცხოვრობდა მეტად პატიოსანი და ღვთისმოშიში კაცი, მარკელაოზი თავის ორ ღვიძლ დასთან ერთად. იგი ავად იყო და აღდგომის შაბათს, საღამოს გარდაიცვალა. სასაფლაო შორს იყო და იმ დღეს დაუმარხავი დარჩა. დაკრძალვის დღეს დამწუხრებულმა მარკელაოზის დებმა წმინდა ფორტუნატთან მიირბინეს და ქვითინით შეევედრნენ: - ვიცით, რომ მოციქულთა სასწაულებს იქმ. კურნავ კეთროვნებს, ბრმებს თვალს უხელ, მოდი და გააცოცხლე ჩვენი მკვდარი ძმაო. აცრემლებულმა წმინდანმა დებს უთხრა: "წადით და ნუღარ ითხოვთ ამას, რამეთუ ყოველივე ყოვლისშემძლე ღვთის ნებაა, მისი შეწინააღმდეგება არავის შეუძლიაო". დები წავიდნენ, ეპისკოპოსი კი კვლავ წუხდა მათი ძმის სიკვდილის გამო. მეორე დღეს, კვირას, გათენებისას, ორ მსახურთან ერთად გარდაცვლილის სახლში შევიდა. დაემხო მის წინ, ღვთისადმი ლოცვა აღავლინა, დაჯდა გარდაცვლილის ახლოს და ჩუმად სახელით მოუწოდა: "ძმაო მარკელაოზ!" გარდაცვლილი, თითქოს ძილ-ღვიძილიდან გამოერკვაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და თქვა: "ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდაო!" "მაინც რა დაგემართა?" - ჰკითხა ეპისკოპოსმა. "წუხელ ორმა ვინმემ სხეულს გაყრილი ჩემი სული მშვენიერ ადგილას წაიყვანა. ახლა ერთი მათგანი ისევ მოვიდა: "წაიყვანეთ უკან, შინ ეპისკოპოსი ფორტუნატი ეწვიაო", - თქვა და წამოდგა. მას მერე დიდხანს იცოცხლა, თუმცა არ დაუკარგავს ის ნეტარება, პირველად სიკვდილის შემდეგ რომ მიიღო, რამეთუ თავის პირველ სიკვდილამდე სათნოეყო ყოვლისშემძლე ღმერთს. წმინდანის ლოცვით გაძლიერებული მერკელაოზი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფრო ღვთისმოშიშად ცხოვრობდა. მაგრამ წმინდა ფორტუნატის დიდებულ სათნოებათა დამამტკიცებლად თვალთა წინაშე მუდამ გვაქვს მისი უხრწნელი სხეული. ისევე, როგორც სიცოცხლეში, ის ყოველთვის განასხამდა ეშმაკებს, კურნავდა სნეულს, რომელიც მასთან სარწმუნოებით მიდიოდა. ასევეა მისი გარდაცვალების შემდეგაც.

ჩემო საყვარელო პეტრე, მინდა გიამბო ვალერიის პროვინციაში მცხოვრებ წმინდანთა მიერ აღსრულებულ უდიდეს სასწაულებზე, რომლებსაც დიდად პატივცემული იულიანე მომითხრობს ხოლმე.

თავი XI. ამბავი მარტირიოსისა, ვალერიის მხარის მონაზვნისა
ვალერიის პროვინციაში ცხოვრობდა დიდად ღვთის სათნო კაცი მარტირიოსი. აი, რა ქნა მან ნიშნად თავისი დიდი წმინდანობისა. ერთხელ მასთან მცხოვრებმა ძმებმა ფურნეში პური შედგეს გამოსაცხობად, მაგრამ ჯვრის ნიშის გამოსახვა დაავიწყდათ. ჩვეულებით, გამოსახული ჯვარი პურს თითქოს ოთხ ნაწილად ყოფდა. წმინდანმა მაშინვე შეამჩნია, რომ პურზე ჯვარი არ იყო გამოსახული. პურს ნაკვერცხალი დააყარეს და წმინდანმა იკითხა: - ცომზე რატომ არ გამოსახეთ ჯვრის ნიშიო. მაშინვე პურისკენ თითით ჯვარი გამოსახა. პურმა ისე გაიტკაცუნა, თითქოს ცეცხლში ჩადგმული თიხის ქოთანი გასკდაო. ღუმლიდან გამომცხვარი პური გამოიღეს. მასზე ჯვრის ნიში დაინახეს, რომელიც რწმენით წარმოიქმნა.

თავი XII. ამბავი დეკანოზ სევეროზისა
ინტერორის ველზე, რომელსაც უბრალო ხალხი ინტეროკრინის ველად უხმობს, დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის მარიამის სახელობის ეკლესია. საყდრის დეკანოზი სევეროზი საკვირველი ადამიანია. ერთხელ დეკანოზს კაცი გაუგზავნეს, - სასწრაფოდ მობრძანდით, ამა და ამ ოჯახის მამა კვდებაო. მომაკვდავს უნდოდა, მღვდელს სინანულის საიდუმლოთი განეწმინდა მისი სინდისი, ელოცა ღვთისთვის მისი ცოდვების შენდობისა და მშვიდი აღსასრულისთვის. კაცს დეკანოზი ბაღში დახვდა - ხეებს სხლავდა. დაჰპირდა - ახლავე მოვალო, მაგრამ რადგან საქმე ცოტაღა იყო დარჩენილი, გასხვლას მორჩა და ავადმყოფთან გაეშურა. გზაზე წეღანდელი გამოგზავნილი კაცი შეხვდა: - მამაო, ნუ შეწუხდები, ავადმყოფი გარდაიცვალაო. დეკანოზს ძალზე შეეშინდა და თავს ხმამაღლა ავადმყოფის მკვლელს უწოდებდა, აცრემლებული დაემხო ცხედრის წინაშე. უნუგეშოდ მტირალი თავს მიწას ახლიდა. ამ დროს გარდაცვლილის სული სხეულს დაუბრუნდა. განცვიფრებულ ხალხს სიხარულით ყვირილი აღმოხდა. გაცოცხლებულ კაცს გამოჰკითხეს, - სად იყავი და როგორ დაბრუნდიო. "სამმა ამოიყვანა ჩემი სული სხეულიდან და წაიყვანა. მათ ბაგეთაგან და ნესტოებიდან საშინელი ცეცხლი გამოდიოდა. ისინი ბნელ, პირქუშ ადგილებში დამატარებდნენ. უეცრად გზად მშვენიერი ყმაწვილი შემოგვხვდა და ჩემს მხლებლებს უთხრა, - დააბრუნეთ ეგ უკან, იმიტომ, რომ მასთან ცრემლებს ღვრის და ტირის დეკანოზი სევეროზი და უფალმაც ამ ცრემლების გამო მას ეს სული უბოძაო. ამის გამგონე სევეროზი წამოდგა, კაცს აღსარება ათქმევინა და იგი ღმერთს შეჰვედრა. შვიდი დღის განმავლობაში მკვდრეთით აღმდგარმა სინანულით აღხოცა ჩადენილი ცოდვები, მერვე დღეს კი მხიარულმა სული ღმერთს ჩაბაბარა. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი სიყვარულით მოხედა უფალმა დეკანოზ სევეროზის ლოცვას - არ ინება მისი შეწუხებული დატოვება.

პეტრე:
- ჭეშმარიტად მეტად საკვირველი ამბავი მოყევით. მსგავსი რამ არასოდეს გამიგონია. ამბობენ, ახლა ასეთი დიდი წმინდანები აღარ არიანო!

გრიგოლი: - საყვარელო პეტრე, ვფიქრობ, დღესაც არის მრავალი ასეთი ადამიანი. და თუ სასწაულს არ ახდენენ, არ ნიშნავს, რომ წმინდანები არ არიან. ცხოვრებაზე უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ნიშნებით, არამედ ღვაწლის (მოსაგრეობის) მნიშვნელობით. არიან ადამიანები, რომლებიც, თუმცა სასწაულს არ იქმან, მაგრამ სასწაულმოქმედზე ნაკლებნი არ არიან.

პეტრე: - რითი დავრწმუნდე, რომ ის, ვინც სასწაულს არ ახდენს, ზოგჯერ სასწაულმოქმედზე ნაკლები არაფრითაა?

გრიგოლი: - მაგალითად, განა არ იცი, რომ პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი არიან?

პეტრე: - ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ პავლე საკუთარ თავს მოციქულთა შორის ყველაზე მცირეს უწოდებს, მაგრამ მან ყველაზე მეტად იღვაწა.

გრიგოლი: - გაიხსენე, პეტრე წყალზე დადიოდა (მათე 14,29), პავლეს კი სამგზის ნავი დაენთქა (2 კორ. 11,25). აი, დამოკიდებულება ერთი და იმავე სტიქიის მიმართ. პავლეს ხომალდით ცურვაც აღარ შეეძლო, პეტრე კი ზღვაზე, როგორც ხმელზე, ისე დააბიჯებდა. განა აშკარა არ არის, რომ თუმცა სასწაულმოქმედებაში ერთნაირი ძალი არ გამოამჟღავნეს, მაგრამ ერთნაირია ღვთის წინაშე მათი დამსახურება.

პეტრე: - შენმიერი ახსნა სრულიად დამაკმაყოფილებელია. უკვე აშკარად ვხედავ, რომ ადამიანის ცხოვრებას უნდა ვუყუროთ და არა სასწაულებს. მაგრამ რადგან სასწაული დამამტკიცებელია წმინდა ცხოვრებისა, გთხოვ, მომიყევი კიდევ რაიმე და კეთილი მაგალითებით დაარწყულე სული.

გრიგოლი: - ჩვენი მაცხოვრის სადიდებლად, წმინდა ბენედიქტეს ზოგიერთ სასწაულზე მოგითხრობ. მაგრამ უდროობის გამო საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ!
ბეჭდვაელფოსტა
25.04. 2015
qartveli
Petrem wkalze gaiara, pavles chrdilic ki kurnavda, mis oflsmismevdnen da ikurnebodnen....
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat