სიმდიდრე არ გაგაჩნია? შეგიძლია მიხედო ავადმყოფს, მიაკითხო პატიმარს, მწირი შეიწყნარო საკუთარ ჭერქვეშ, იტირო მგლოვიარეებთან ერთად
სიმდიდრე არ გაგაჩნია? შეგიძლია მიხედო ავადმყოფს, მიაკითხო პატიმარს, მწირი შეიწყნარო საკუთარ ჭერქვეშ, იტირო მგლოვიარეებთან ერთად
დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს "დაფარულსა შინა" (2 სჯულ. 27,15); ვერცხლისმოყვარეობის ვნებით შეპყრობილიც დაწყევლილია. პირველი უსარგებლო ნადნობს ეთაყვანება, მეორე კი სიმდიდრეზე ოცნებას.
წმინდა ნილოს სინელი

ძნელია მდიდრის შესვლა ცათა სასუფეველში. მაგრამ არა მარტო მატერიალური სიმდიდრე უშლის ხელს, უფრო მეტად - სულიერი სიმდიდრე, ტალანტი, განსაკუთრებული ნიჭიერება; ძნელია არ გაერთო და არ ჩაეფლო ყველაფერ ამაში, არ ჩავარდე პატივმოყვარეობაში, ამპარტავნებაში.

***
უნდა ვიცხოვროთ არა მსუბუქად, არამედ შევეცადოთ, ყველა ძალა, სულიერი იქნება თუ ფიზიკური, შეძლებისამებრ დავხარჯოთ. ძალების მაქსიმალური დახარჯვით კი არ ვიფიტებით, პირიქით, ვამრავლებთ მას.

***
ჩვენ სამყაროს ვხედავთ არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთს, როგორსაც გვიქმნის ჩვენი წარმოსახვა, ჩვენი სურვილი. ხშირად აყენებენ თავიანთი სამყაროს ცენტრში უღირალ ნივთებს, მთავარი კი განზე რჩებათ.

***
ვერცხლისმოყვარეობა თითქოსდა მეორეხარისხოვანი ცოდვაა: სინამდვილეში მეტად მნიშვნელოვანი და სერიოზულია - შედეგია ურწმუნოებისა, უარყოფაა კაცთა სიყვარულისა, შობს ბოროტებას, გულქვაობას, ფორიაქს. მისი დაძლევა ამ ცოდვების ნაწილობრივი დაძლევაა.

***
ვინც თავისი გულის კეთილმოძრაობას მიჰყვება, პირველ რიგში თვითონ მდიდრდება - მის სულში შედის ნათელი, გამაჯანსაღებელი ძალა, სიხარული, სიმშვიდე, რომელიც კურნავს სულის ყველა ავადმყოფობას და წყლულს. გულქვა კი, პირიქით, ხურავს გულს, უშვებს მასში სიცივეს, შურს, მტრობას, სიკვდილს.

***
მატერიალური სიმდიდრე გვიმონებს, ეგოიზმს გვიმძაფრებს. იკუმშება ჩვენი გული, ვივსებით ფორიაქით, შიშით, ის ჩვენგან მსხვერპლს ითხოვს, როგორც გაუმაძღარი დემონი. ჩვენ კი არ გვემსახურება, ჩვენ ვემსახურებით მას. მაგრამ ზუსტად იგივე ხდება ჩვენში, თუ დაჯილდოებული ვართ ჯანმრთელობის, ძალის, ახალგაზრდობის, სილამაზის ნიჭით. ასევე იზრდება ჩვენი ამპარტავნება, იპყრობს ჩვენს გულს და გვაშორებს ღმერთისგან.

***
ჭეშმარიტად ნეტარ არიან უქონელნი და ღატაკნი - მათთვის იოლია სახარებისეული სულის ამაღლება. თავისუფალნი არიან მიწიერი ამაოებისგან; ასევე ნეტარნი არიან ავადმყოფები და მოხუცნი (რადგან ვინც სხეულით იტანჯება - არ სცოდავს)...

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ღმერთმა მოგვცა ესა თუ ის მიწიერი სიმდიდრე? ნუთუ ვერ გადავრჩებით, ვიდრე მისგან არ განვთავისუფლდებით? შეგვიძლია დავიტოვოთ სიმდიდრეც და გადავრჩეთ კიდეც. მხოლოდ შინაგანად უნდა გავთავისუფლდეთ მისგან, მოვგლიჯოთ მას ჩვენი გული, არ დავემონოთ, ვფლობდეთ სიმდიდრეს და ისე ვიქცეოდეთ, თითქოს არ ვფლობთ, არ მივცეთ უფლება, იგი გვფლობდეს ჩვენ. მივიტანოთ ის ქრისტეს ფეხებთან და ვემსახუროთ მას ამ სიმდიდრით.

***
რატომ უნდა მივცეთ ყველა ღატაკს ისე, რომ არ შევამოწმოთ მისი ღირსებები? გარდა იმისა, რომ შემომწირველი იმდიდრებს თავს სულიერად, ხოლო ის, ვინც გულს და საფულეს კეტავს, ძარცვავს საკუთარ თავს, უარს ამბობს რა მოწყალებაზე, განსაკუთრებით ეკლესიის კართან, ჩვენ მძიმე ზიანს ვაყენებთ მთხოვნელს, მასში ვთესავთ ბოროტებას, ვუკლავთ რწმენას, ვუღვიძებთ მდიდრების, მაძღრების და რელიგიურების მიმართ სიძულვილს.
ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერები

ყველას დაემორჩილე კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლის მოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.
წმინდა ისააკ ასური

ვინც სიყვარული მოიპოვა, მან საუნჯენი განაბნია; ხოლო ვინც ამბობს, ორივე მაქვსო, იგი თავს იტყუებს.
წმინდა იოანე სინელი

სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ოცნებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.

***
ეკლესია იმისთვის როდი არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ თუ ვერცხლს ჭედდნენ, - ეკლესია ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოა. ამიტომაც ძღვნად მისთვის სულებს მოვითხოვთ, რამეთუ სწორედ სულთა გამო მიიღებს ღმერთი სხვა ძღვენსაც. ვერცხლის ტრაპეზი როდი იყო მაშინ (უფლის საიდუმლო სერობაზე) და ოქროს სასმისებით როდი აწვდიდა იესო ქრისტე სასმელს - ღვინოს, ანუ თავის უწმინდეს სისხლს, მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, ყოველივე აქ ძალზე ძვირფასი იყო და უაღრეს მოწიწებასაც ბადებდა, რადგან სულიწმინდით იყო აღსავსე.

***
დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია.

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა, ღარიბ-გლახაკთა შესაწევნადაც განიპყარ!

***
ყველას სურს ზეცად აღსვლა და საღმრთო ნეტარების დამკვიდრება, მაგრამ ამ სურვილის აღსრულება საქმეებით უნდა მოხდეს! ყველა ვაჭარს სურს გამდიდრება, მაგრამ ამისთვის ისინი ოდენ თავიანთი სურვილით როდი კმაყოფილდებიან, შესაბამის საქმეთაც იქმან - ნავთ მოამზადებენ, ზღვათაც გადაცურავენ, ოქროსაც სესხულობენ და უცხო ქვეყნებსაც მოივლიან. ასევე, ჩვენც საქმედ უნდა ვაქციოთ ჩვენი სურვილი და მხნედ განვვლოთ ის ზღვა, რომელიც ქვეყნიდან ქვეყნად კი არ მიგვიყვანს, არამედ ამა ქვეყნიდან - ზეცად აღგვამაღლებს. ამისთვის კეთილ, მარჯვე მესაჭედ გადავაქციოთ ჩვენი გონება, კეთილ მენიჩბეებად მივცეთ მას ჩვენი უვნებობა და სათნოებანი, რათა ჩვენი სულის ნავი არც ქვეყნიერ საზრუნავთაგან ჩაიძიროს და არც ამპარტავნების ქარიშხლით მიმოდაიტაცებოდეს... და თუკი ასეთი იქნება ჩვენი ნავი, მაშინ კეთილად გადავცურავთ ამა ქვეყნის მღელვარე ზღვას და მშვიდობით მივაღწევთ ყოვლადმშვიდ ნავსაყუდელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ის სიხარულით შეგვიწყნარებს...

***
ეს ქონებაა უფლისა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მას გლახაკებს ვუწილადებთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა, სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და განცხრომის სხვა საგნებში დაგეხარჯა, არამედ იმისთვის, რომ გაჭირვებულთათვის გაგენაწილებინა.
წმინდა იოანე ოქროპირი

მარგალიტების, ალმასების, ოქროსა და ვერცხლის ნაცვლად თავი სიწმინდით, თავმდაბლობით, სიმშვიდისა და სულიერი გულისხმისყოფის ცრემლებით შეიმკე, მათ მიღებამდე კი სინანულის ცრემლებით. მოირთე თავი ბავშვური და ანგელოზებრივი უმანკოებით: აი, ძვირფასი სამკაული! როცა მეფეთ მეფე სულს ამ სამკაულს უნახავს, თავის მოწყალე მზერას მიაპყრობს.

***
ლოცვაში ხრწნადი ამქვეყნიური სიკეთეების მაძიებელი თავის წინააღმდეგ ზეციური მეფის წყრომას აღძრავს. როცა ლოცულობ, მისი დიდებულები - ანგელოზები, მთავარანგელოზები გიმზერენ და გაკვირდებიან, რას სთხოვ ღმერთს. მათ უკვირთ და უხარიათ, როცა ხედავენ, რომ ამქვეყნიურმა მიატოვა ეს ქვეყანა და რაიმე ზეციურის მისაღებად თხოვნას აღავლენს. პირიქით, ისინი წუხან, როცა ზეციურს უყურადღებოდ ტოვებენ და თავის მიწას და ხრწნილებას ითხოვენ.

***
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა. მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა. ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდეს არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს! შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები - არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნვა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე, ელოდე, რომ მოგიწოდებს უფალი შენი. ამგვარი განწყობით წუთისოფელში აღარაფერი მოგეჩვენება მიმზიდველად, და თუკი მუდმივად ამ სადარაჯოზე იდგები და იფხიზლებ, მშვიდობიანად შეხვდები სიკვდილს.

***
მიატოვეთ ყოველივე უნაყოფო და ამაო წარმავალი, რომელთაც ძალაუნებურად უნდა დასცილდეთ! მიატოვეთ მაცდუნებელი მხიარულებანი და სიამოვნებანი! მიატოვეთ სულის გამომფიტავი უქმადმეტყველება, ხუმრობა და მრავლისმეტყველება! გაიხსენეთ, განსაჯეთ და დარწმუნდით, რომ აქ, ამქვეყნად, მოკლევადიანი მწირები ხართ, რომ ჩვენი სამშობლო და სამუდამო სამკვიდრებელი ზეცაა.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

სიმდიდრე არ გაგაჩნია? შეგიძლია მიხედო ავადმყოფს, მიაკითხო პატიმარს, ჭიქა წყალი მიაწოდო, მწირი შეიწყნარო საკუთარ ჭერქვეშ, ორი გროში შესწირო ქვრივის მსგავსად, იტირო მგლოვიარეებთან ერთად; ესეც მოწყალებაა. მაგრამ შენ არაფერი გაგაჩნია, სრულიად გლახაკი ხარ, ხორციელად უძლური და სიარულიც არ შეგიძლია? ყოველივე მადლობით გადაიტანე და დიდ ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო ლაზარეს სათნოება. ის ფულით არავის ეხმარებოდა; როგორ შეძლებდა ამას, როცა აუცილებელი საზრდელიც არ ჰქონდა? იგი არ აკითხავდა სნეულს, როგორ გააკეთებდა ამას, როცა ძაღლები ლოშნიდნენ? მაგრამ ამის გარეშეც მოიპოვა ჯილდო სათნოებისთვის - ყველა გასაჭირის მხნედ გადატანისთვის, იმისთვის, რომ ხედავდა სასტიკსა და უწყალო კაცს პატივსა და განცხრომაში, თავს კი ასეთ გაჭირვებაში, და არც ერთი სიტყვა არ წარმოუთქვამს. ამიტომაც დაიმკვიდრა აბრაამის წიაღი, თუმცა არაფრით იყო მიცვალებულზე უმჯობესი, გაუნძრევლად იწვა მდიდრის კართან. გვირგვინოსან იქმნა პატრიარქთან ერთად, რომელმაც მრავალი კეთილი საქმე აღასრული. განდიდებული დამკვიდრებულა მის წიაღში ის, ვისაც მოწყალება არ დაურიგებია, ჩაგრულისთვის ხელი არ გაუწვდია, მწირი არ შეუწყნარებია, არ შეეძლო ამის მსგავსი რაიმე აღესრულებინა; მხოლოდ ღმერთს მადლობდა ყველაფრისთვის და ნათელი გვირგვინი მიიღო. ჭეშმარიტად დიდებული საქმეა - მადლიერება, კეთილმსახურება, ასეთი გაჭირვების დათმენა. ეს უმაღლესი სათნოებაა.
წმინდა იოანე ოქროპირი

სათნო ეყავით უფალ ღმერთს სიყვარულის ყოველგვარი სასოებით და ასე გადაირჩინეთ თავი. მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულით. ვისშიც სიყვარულია, მას გულში ღმერთი ჰყავს.

***
თქვენი კეთილშობილება გაცვალეთ უფალ იესო ქრისტეს მონობაზე. შეეწინააღმდეგეთ განცხრომას, გაექეცით ფუფუნებას და თავს ნუ აიმაღლებთ თქვენს მონებზე. ღვთის წინაშე თქვენ მათთან თანასწორნი ხართ, რამეთუ უფალი მათაც მოუწოდებს თავის წმინდა ტრაპეზზე იმავე სიტყვებით, რითაც თქვენ: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი... სუით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული".
სერგი ნილუსის წიგნიდან "სიწმინდე ცხრაკლიტულში"
ბეჭდვაელფოსტა
25.02. 2017
Vmadlodet upals yvelapristvis
Dae upalma gagvinatlos goneba...
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat